Home რუბრიკები პოლიტიკა რუსეთი ვითარების დაძაბვას არ ცდილობს, მაგრამ მზად არის აპოკალიფსური ომისთვის, ანუ რა...

რუსეთი ვითარების დაძაბვას არ ცდილობს, მაგრამ მზად არის აპოკალიფსური ომისთვის, ანუ რა თქვა პუტინმა

173
რუსეთი ვითარების დაძაბვას არ ცდილობს, მაგრამ მზად არის აპოკალიფსური ომისთვის, ანუ რა თქვა პუტინმა

ჩრდილოატლანტიკური ალიანსი ბოლო 30 წლის განმავლობაში ყველაზე მასშტაბურ წვრთნებს ატარებს ევროპაში, „Defender Europe 2021”-ის ფარგლებში. ნატოში, როგორც ყოველთვის, “თავდაცვით ოპერაციებზესაუბრობენ, თუმცა რუსეთის სამხედროპოლიტიკურ და საექსპერტო წრეებში დარწმუნებულნი არიან, რომ ფართომასშტაბიანი წვრთნები რუსეთის საზღვრების სიახლოვეს, მით უმეტეს, სადესანტო ოპერაციების განხორციელებით, მოსკოვის გამოწვევა და მისი საწინააღმდეგო პროვოკაცია.

ნატომ წვრთნები მარტში დაიწყო და ივნისში დაასრულებს. წვრთნების გეოგრაფიული არეალი, რომელიც 16 ქვეყანას მოიცავს, კიდევ უფრო შთამბეჭდავია, ვიდრე მათში მონაწილე ჯარისკაცების (დაახლოებით 30 ათასი) რაოდენობა. „Defender Europe 2021”-ს მოქმედების სივრცე შავ ზღვასაც მოიცავს. მეტიც, შავმა ზღვამ ბალკანეთის ნახევარკუნძულთან ერთად, ნატოს სამხედრო წვრთნების დაგეგმვაში ათწლეულების განმავლობაში პირველად მიიღო ესოდენ დიდი, დომინანტური მნიშვნელობა. აშშ და მისი ძირითადი მოკავშირეები ნატოში ფრიად შეშფოთებულნი არიან რუსულთურქული სამხედროპოლიტიკური და ეკონომიკურენერგეტიკული თანამშრომლობის გაღრმავებით. თუკი ნატოს წევრი თურქეთი ათწლეულების განმავლობაში დარაჯობდა ბოსფორისა და დარდანელის სრუტეებს, რათა ნატოს ევროპული სამხრეთი ფლანგი გაემაგრებინა რუსეთის შესაკავებლად, ახლა თურქეთი ძველებურად სანდო პარტნიორი აღარ არის ნატოსთვის. ალიანსისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, თურქეთი, თავისი შეიარაღებული ძალების სახით, ასე ვთქვათ, არ გადაეჩვიოს აშშ-ნატოსთან პარტნიორობას და კვლავ განაგრძოს ანტირუსული კურსი. შესაბამისად, თურქეთის შეიარაღებული ძალების აქტიურ მონაწილეობას ამ წვრთნებში და მთლიანად, სამხრეთის ფლანგს ვაშინგტონსა და ბრიუსელში დიდი ყურადღება ექცევა.

თუმცა, ნატო, უკვე კარგა ხანია, არ სჯერდება რუსეთის შეკავებას შავი ზღვის აუზში და თვითონ ცდილობს გავლენის მოპოვებას ამ რეგიონზე _ პირველ რიგში, თავისი წევრების, ბულგარეთისა და რუმინეთის, მეშვეობით, ისევე, როგორც მორჩილი და ყველაფერზე თანახმა საქართველოსა და უკრაინის გამოყენებით. რუსეთის სამხედრო პოზიციები შავ ზღვაზე საკმაოდ ძლიერია ყირიმის მიერთების შემდეგ, რომლის განვითარებაში უკვე დიდძალი რესურსი დააბანდა და თუნდაც ამ მიზეზით აშკარაა, რომ მოსკოვი არ არის დაინტერესებული დაძაბულობის ესკალაციაში. პირიქით, დაძაბულობას ხელს უწყობს დასავლეთი და მის მიერ წაქეზებული უკრაინის პრეზიდენტი ზელენსკი. საქართველოს ხელისუფლებაც აყოლილია ამ პროვოკაციებს და, განსხვავებით რუსეთისგან გეოგრაფიულად დაშორებული ქვეყნებისგან, როგორებიც არიან ალბანეთი, რუმინეთი და ბულგარეთი, თავისი მონაწილეობით ნატოს წვრთნებში საკმაოდ დიდი რისკის ქვეშ აყენებს ჩვენი ქვეყნის სტაბილობასა და მშვიდობიან ცხოვრებას. რუსეთი ჯერჯერობით არ გრძნობს არსებით საფრთხეს ასეთი წვრთნებისაგან და თავის ძალებში დარწმუნებულია, მაგრამ აშშ-ისა და მისი მოკავშირეების მხრიდან ვითარების მუდმივად დაძაბვის მცდელობები (მათ შორის, „Defender Europe 2021”) ამძაფრებს მის განწყობას გარე სამყაროსადმი. გაკვირვებას არ უნდა იწვევდეს, რომ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის, რიტორიკაც მძაფრდება. 20 მაისს ნოვო-ოგარიოვოში, საორგანიზაციო კომიტეტ “გამარჯვების” სხდომაზე მან განაცხადა, რომ ყველას სურს, რუსეთს უკბინოს და რაღაც წაჰგლიჯოს, მაგრამ მათ, ვინც ამის გაკეთებას აპირებს, უნდა იცოდნენ, რომ ჩვენ კბილებს დავუმტვრევთ ისე, რომ კბენა ვერ შეძლონამის საშუალებას ჩვენი შეიარაღებული ძალების განვითარება იძლევა”.

ამ თემაზე პუტინის ადრინდელი განცხადება მახსენდება, რომელიც ასეთივე კატეგორიულია, მაგრამ აზრობრივად უფრო სიღრმისეული. შეგახსენებთ ამ განცხადებას, რომელიც რუსეთის პრეზიდენტმა 2018 წელს, სოჭში გამართული “ვალდაის კლუბის” შეხვედრის ფარგლებში გააკეთა:

აგრესორმა უნდა იცოდეს, რომ შურისგება აუცილებლად იქნება, რომ ის განადგურდება. ხოლო ჩვენ _ აგრესიის მსხვერპლნი ვიქნებით; როგორც მოწამენი, მოვხვდებით სამოთხეში, ისინი კი, უბრალოდ, ჩაძაღლდებიანიმიტომ, რომ ისინი მონანიებასაც ვერ მოასწრებენ”.

რუსეთი ვითარების დაძაბვას არ ცდილობს, მაგრამ მზად არის აპოკალიფსური ომისთვის, ანუ რა თქვა პუტინმა

ეს ეპოქალური წინადადება პუტინმა ბირთვული ომის კონტექსტში წარმოთქვა. რუსეთს არ აქვს ბირთვული იარაღის პრევენციული გამოყენების სურვილი, მაგრამ, თუ რუსეთის მიმართ დაიწყება აგრესია, რუსეთი იტოვებს უფლებას, აწარმოოს გამანადგურებელი აპოკალიფსური ომი. ეს თქვა პუტინმა და დაასაბუთა მორალური კრიტერიუმით. ლიბერალებს (როგორც, მაგალითად, ტვ “დოჟდის” ჟურნალისტებს) ძალიან გაუკვირდათ პუტინის ეს ნათქვამი და თან გამხიარულდნენ, პუტინის ფორმულირება მათ სასაცილოდ მიაჩნიათ. გახარებული “ბი-ბი-სის რუსული სამსახური” ტირაჟირებას უკეთებდა ინტერნეტში “მოფუსფუსე” უსაქმურების ღლიცინს, მაგალითად _ “რუსი მოხვდა სამოთხეში და იქ პუტინი დახვდა”… აი მათი იუმორის მწვერვალი. მეტიც, “ვალდაის კლუბის” შეხვედრაზე დარბაზში მსხდომმა ვითომ სოლიდურმა საზოგადოებამაც ვერ გაიგო პუტინის სიტყვების არსი. მაშინ, როცა პრეზიდენტმა თქვა, რომ აგრესორები “უბრალოდ ჩაძაღლდებიან”, დარბაზმა ეს ხუმრობად აღიქვა და სიცილი ატყდა, შეხვედრის მოდერატორი ფიოდორ ლუკიანოვი კი უხერხულად შეიშმუშნა. ამის შემდეგ პუტინმა დასძინა: იმიტომ, რომ ისინი მონანიებასაც ვერ მოასწრებენ”. იქ მყოფი საზოგადოება, ყოველ შემთხვევაში, მისი დიდი ნაწილი, ვეჭვობ, მაინც ვერ მიხვდა ვერაფერს. არადა, პუტინი სრული სერიოზულობით და უკიდურესად გულახდილად საუბრობდა, ეს კარგად ჩანს ვიდეოჩანაწერზე, რომლის ნახვა ყველას შეუძლია ინტერნეტში.

მაინც, რა თქვა პრეზიდენტმა პუტინმა ასეთი, რაც ღიმილს უნდა იწვევდეს?

შესაძლოა, ეს ღიმილისმომგვრელი იყოს რელიგიური შინაარსისგან სრულიად დაცლილი პრიმიტიული საზოგადოებისათვის, როგორადაც გადააქციეს თანამედროვე დასავლეთის უდიდესი ნაწილი, მაგრამ ნებისმიერმა მორწმუნე ადამიანმა იცის, რომ ადამიანის ამქვეყნიური არსებობა არის იმქვეყნიური სიცოცხლისთვის მზადება; ადამიანის ერთადერთი მიზანი პრინციპში არის (უნდა იყოს) სულის ცხონება სამოთხეში მოხვედრის გზით. სამოთხეში მოხვედრა კი შესაძლებელია კეთილი საქმეების კეთებით, მათ შორის, მართალი საქმისთვის სიცოცხლის გაწირვით.

პუტინი სწორედ ასეთ მართალ საქმეზე საუბრობს _ თუკი ფიზიკური დაღუპვა გარდაუვალია, მაშინ სულიერად გადარჩენილი იქნება ის, ვის მხარესაც სიმართლეა. აგრესორის მხარეს ვერ იქნება სიმართლე, შესაბამისად, იგი უბრალოდ “ჩაძაღლდება” (ქრისტიანობა აგრესორსაც უტოვებს სულიერი გადარჩენის შანსს მონანიების გზით, მაგრამ მონანიება ამქვეყნიურ სიცოცხლეშივე უნდა მოხდეს), ხოლო ღმერთი საუკუნო სიცოცხლეს უბოძებს მას, ვინც სამშობლოს დაიცავს, საკუთარი ხალხისთვის გაწირავს სიცოცხლეს და არ დამორჩილდება აგრესორის ბოროტ ნებას. ეს არის სიცოცხლის მოწამებრივად დასრულება და, წესით, ურწმუნო ადამიანებსაც უნდა ჰქონდეთ იმდენი განათლება, რომ ეს იცოდნენ. ეკლესიას მოწამეები ხომ წმინდანებად ჰყავს შერაცხილი და ამის არცოდნა უმაღლესი განათლების მქონე ადამიანისთვის (იმისგან დამოუკიდებლად, ხარ რელიგიური თუ არა) მიუტევებელია.

პუტინმა ეს ყველაფერი იცის, აშკარაა, წლების განმავლობაში როგორ განვითარდა რუსეთის პრეზიდენტი სულიერად და ჩაუღრმავდა ქრისტიანობას. მან, პრინციპში, ძალიან ადვილად გასაგები რამ თქვა “ვალდაის კლუბის” პოლიტოლოგების ფორუმზე და, მადლობა ღმერთს, რუსეთში უამრავმა ადამიანმა სწორად გაიგო კიდეც ეს ნათქვამი (მაგრამ ვერ გაიგო პოლიტოლოგებისა და ჟურნალისტების ნაწილმა); სწორად გაიგებენ ამას ქართველებიც, რომელთა უდიდესი ნაწილი თავს მართლმადიდებელ ქრისტიანად მიიჩნევს.

გულბაათ რცხილაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here