Home სხვადასხვა დაიჯესტი რუმინეთისა და მისი მომავალი ნაწილის აფროამერიკანიზაცია

რუმინეთისა და მისი მომავალი ნაწილის აფროამერიკანიზაცია

159

კორონავირუსის წარმოშობის ბუნებაზე დისკუსიაში გართულ მსოფლიო საზოგადოებრიობას მხედველობიდან გამორჩა ერთი ტექტონიკური პროცესი, რომელიც გავლენას მოახდენს ევროპის ბედზე.

ადამიანის უფლებებისთვის ყველაზე შორსმჭვრეტელმა მებრძოლებმა ჯერ კიდევ 4 წლის წინათ აღნიშნეს, რომ ნატო წყნარად იწყებს რუმინელი ბოშების გადასახლებას უკან _ ეთნიკურ სამშობლოში, მიუხედავად იმისა, რომ  ალიანსს ამის არანაირი უფლება არ აქვს. თუ რუმინეთი ნატოს წევრია და ამასთანავე ევროკავშირის წევრიც, ვინ გაბედავს მოქალაქეების გაგდებას ერთი წევრიქვეყნიდან მეორეში?

მაგრამ გაბედეს. ლონდონის პოლიციამ ჰაიდ-პარკში ალყა შემოარტყა რუმინელი ბოშების ბანაკს, დააკავა ისინი, ჩასვა თვითმფრინავებში და გაგზავნა კონტინენტის მეორე ბოლოში. ეს ყველაფერი გაკეთდა ბრიტანელი გადასახადის გადამხდელთა ფულით. ბრიტანელებზე უკეთ არც გალანტური ფრანგები მოქცეულან, რომლებმაც რუმინელი მოკავშირეების მოძრაობას კონკრეტული მიმართულება მისცეს.

ადამიანების უფლებებისთვის მებრძოლებს ამ ეთნიკური ექსპერიმენტის გამო ხმაური არ აუტეხავთ და ბოშათა ბანაკი ცაში ცეკვასიმღერის გარეშე გაემგზავრა.

თავდაპირველად ყველა ფიქრობდა, რომ ბებერ ევროპას არ მოსწონდა ბოშების დანაშაულებრივი საქმიანობა, რომლის გამოც ევროპელებს იმედი გაუცრუვდათ. ეს არ ყოფილა ატლანტიკური ბლოკის მკაცრი ეთნიკური ექსპერიმენტის მიზეზი. უბრალოდ, სამხედროებმა გაიხსენეს, რა მოხდა ავსტრიაუნგრეთის არმიაში ბოშების დიდი რაოდენობით გაწვევის შემდეგ პირველ მსოფლიო ომში. ბოშა სამხედროებმა სამოქალაქო პირებს არა მხოლოდ ამუნიცია, პროვიანტი და ცხენის აღკაზმულობა მიჰყიდეს, არამედ საბრძოლო მასალები, შაშხანები და ქვემეხებიც კი. ამის განმეორება გენერლებმა აღარ მოისურვეს და დაიწყეს ალიანსის დებოშაიზაცია. ამასთანავე, ბოშების ინფილტრაციის პროცესში ჩართვისას ნატოს სამხედრო სტრუქტურებმა ყველაფერი ვერ გაითვალისწინეს. გაირკვა, რომ რუმინეთში უკვე დგას ნატოს რაკეტსაწინააღმდეგო ბატარეები, რომლებსაც ადგილობრივები იცავენ. რუმინელებისა და ბოშების ეთნიკური და კულტურული სიახლოვის გათვალისწინებით, ბოშების დეპორტაციამ შეიძლება გამოიწვიოს ზემოაღნიშნული სამხედრო ობიექტების დაცვის სისტემაში საბაზრო ურთიერთობების დანერგვა შორსმიმავალი შედეგებით.

უფრო მეტი. ბრიუსელში (და ვაშინგტონშიც, რა თქმა უნდა) გაარკვიეს, რომ მოლდოვა ჯერ არ არის რუმინეთის ნაწილი. მას მოუწევს ცივილიზებული ხალხების თანამეგობრობაში ჩართვა, ბოშები კი მოლდოვაშიც არიან, რაც უკიდურესად სახიფათოა, რადგან მოლდოვას გადაქაჩვა ცივილიზებულ სამყაროში ბევრი დოლარი დაჯდება. თანაც სულაც არ არის გამორიცხული, რომ ეს დოლარები ბოშების გიტარების ხმების თანხლებით ქარმა წაიღოს. ამიტომ ბრიუსელში (და ვაშინგტონშიც, რასაკვირველია) აამოქმედეს გეგმა “ბ” სახელწოდებით “შემხვედრი გეგმა”. ამ გეგმის მიხედვით, დეპორტირებული ბოშების ნაკადის გასანეიტრალებლად დაიწყება რუმინეთისა და მისი მომავალი ნაწილის _ მოლდოვის, აფროამერიკანიზაციის პროცესი.

მოლდოვაში აშშ-ის საელჩოს ხელმძღვანელობს აშშ-ის სპეცრაზმის რეინჯერი, აფროამერიკელი დერეკ ჰოგანი, რომელიც ერთკვირიანი კურსის გავლის შემდეგ გაგზავნეს კიშინიოვში წესრიგის დასამყარებლად. უკვე 2 წელიწადია, ის ამ ქვეყანაში ქმნის სახელმწიფო მასშტაბის ყაზარმას და აშშ-ის სპეცრაზმის საგარნიზონე სამსახურის წესდების შესაბამისად უხსნის მოლდოვის მოქალაქეებს მათ უფლებებს სახელმწიფო ორგანოებში მის მიერ დანიშნული ადამიანების არჩევისას.

ზოგიერთს აქვს საფუძველი, იფიქროს, რომ 11 ივლისს არჩევნების წარმატებით ჩატარების შემდეგ, დერეკ ჰოგანი მოლდოვის პრეზიდენტ მაია სანდუს სამხედრო პენსიაზე გაუშვებს ოჰაიოს შტატში და დაიწყებს აფროამერიკელი საზღვაო ქვეითების შემოყვანას ბოშებით დასახლებულ რაიონებში, ბოშების მეგობრულ ან სულაც სასიყვარულო ალყაში მოსაქცევად. შედეგად მოლდოვის, როგორც ნატოს წევრი რუმინეთის მომავალ ნაწილში,  ბოშების სტიქიური ჩასახლება შეჩერდება და შტაბების უფროსების კომიტეტში შვებით ამოისუნთქავენ: გაჩნდება შანსი იმისა, რომ ამ სეგმენტში ალიანსის აღმოსავლეთით გაფართოება არ გაიძარცვება.

News-front.infoზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა

ლუკა მაისურაძემ

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here