მთავარი საქართველო სალომე ზურაბიშვილმა რუსეთის ხელმძღვანელობას მოუწოდა, არ აჰყვეს ესკალაციას, ანუ მთავარი პროვოკატორი მშვიდობის...

სალომე ზურაბიშვილმა რუსეთის ხელმძღვანელობას მოუწოდა, არ აჰყვეს ესკალაციას, ანუ მთავარი პროვოკატორი მშვიდობის მტრედის როლში

137
გააზიარეთ

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საგანგებო ბრიფინგზე რუსეთის ხელისუფლებასთან ერთად რუსეთში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებსა და საქართველოში მყოფ ტურისტებს განცხადებით მიმართა. 

“მივმართავ რუსეთის ხელმძღვანელობას, არ აჰყვეს ესკალაციას! პარადოქსი იქნება, თუ მეზობელი ქვეყანა, მისივე დახასიათებით, “რადიკალური” ძალებისგან წამოწყებულ პროვოცირებას უპასუხებს და ამით მათ დესტრუქციულ მიზნებს შეუწყობს ხელს. აქვე ხაზი უნდა გავუსვა იმასაც, რომ ჩვენი მშვიდობიანი პოლიტიკა არის ერთადერთი გზა ქვეყანასა და რეგიონში სტაბილურობის შესანარჩუნებლად. მივმართავ ჩვენს მოქალაქეებს, რომლებიც ცხოვრობენ რუსეთში: მე თქვენი პრეზიდენტიც ვარ და თქვენი კეთილდღეობა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია; ვიცი, რომ ხელისუფლება ცდილობს, გააკეთოს ყველაფერი, რისი გაკეთებაც შეიძლება მოცემულ ვითარებაში, რათა გააგრძელოთ მშვიდად და სტაბილურად ცხოვრება. მივმართავ ჩვენს სტუმრებს: საქართველო ისტორიულად ტოლერანტობის სიმბოლოა და არ დავუშვებთ, რომ ეს ტრადიცია დაირღვეს. ქვეყნისთვის ყველაზე დაძაბულ პერიოდშიც კი არ მომხდარა არც ერთი ინციდენტი, რომელიც საფრთხეს შეუქმნიდა საქართველოში მცხოვრებ უცხოელ მოქალაქეებს თუ უცხოელ სტუმრებს. ეს ასე გაგრძელდება”, _ განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

უნდა ითქვას, რომ საქართველოს პრეზიდენტი, რომელიც რუსეთს მოუწოდებს, არ აჰყვეს “რადიკალური” ძალებისგან წამოწყებულ “პროვოცირებას” და “ამით ხელი არ შეუწყოს მათ დესტრუქციულ მიზნებს”, 2 კვირის წინათ თვითონ იყო მთავარი პროვოკატორის როლში, როდესაც ყველას დაასწრო რუსეთის მტრად და ოკუპანტად გამოცხადება. პროვოკატორის როლში იმიტომ, რომ სწორედ მის ამ განცხადებას მოჰყვა საქართველოში ფრენების აკრძალვა. აი ასე _ როცა სალომეს მავანთათვის თავის მოწონება უნდა, რუსეთი მტერი და ოკუპანტია, და მერე ეს “მტერი და ოკუპანტი” უკვე მშვიდობის მტრედი-სალომეს მოწოდებით, არ უნდა აჰყვეს რადიკალურ ძალებს და ამით ხელი არ უნდა შეუწყოს მათ დესტრუქციულ მიზნებს”.

გააზიარეთ

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here