Home ახალი ამბები მსოფლიო ზახაროვამ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის პატრიოტიზმი შეაფასა: “ძაღლები უწინარეს ყოვლისა!”

ზახაროვამ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის პატრიოტიზმი შეაფასა: “ძაღლები უწინარეს ყოვლისა!”

73

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ დიმიტრი კულებას ოჯახის ქვეყნიდან გასვლა შეაფასა.

უფრო ადრე თავისი ნათესავების უკრაინიდან გასვლის შესახებ თვითონ კულებამ დაწერა ტელეგრამ-არხში.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, მისი ოჯახის წევრებმა და ნათესავებმა ძაღლებთან ერთად ქვეყანა 24-დან 25 თებერვლის ღამეს დატოვეს. კულებამ განაცხადა, რომ საზღვარზე “ყველას გადაეხვია და აკოცა”, შემდეგ  თვითონ უკრაინაში დაბრუნდა, ისინი კი ემიგრაციაში წავიდნენ.

ზახაროვას აზრით, უკრაინის საგარეო საქმეთა უწყების ხელმძღვანელმა აჩვენა ჭეშმარიტი პატრიოტიზმი, რომელიც დამახასიათებელია კიევის ხელისუფლებისთვის, რომ კულებას  დასახასიათებლად მეტი ინფორმაცია საჭირო არც არის, რადგან ყველაფერი თვითონ თქვა თავისი განცხადებით.

“ძაღლები უწინარეს ყოვლისა!” _ დასძინა მარია ზახაროვამ.

გიორგი გაჩეჩილაძე

https://ria.ru/20220816/emigratsiya-1809961337.html

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here