Home ახალი ამბები მსოფლიო ზახაროვა ევროპაში ჩამდინარე წყლების გამოყენებაზე: ახალი სიმაღლე გარყვნილების მოყვარულთათვის

ზახაროვა ევროპაში ჩამდინარე წყლების გამოყენებაზე: ახალი სიმაღლე გარყვნილების მოყვარულთათვის

256

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ ევროპაში ჩამდინარე წყლის გამოყენების შესახებ წინადადების კომენტირებისას განაცხადა, რომეს არის ახალი სიმაღლე გარყვნილების მოყვარულთათვის. ამ ინფორმაციას ავრცელებსრია ნოვოსტი”.

რამდენიმე დღის წინათ ევროკომისიამ “ტვიტერში” გამოაქვეყნა ცნობა, რომ ევროკავშირის თითქმის ნახევარ ტერიტორიაზე გვალვაა. ამასთანავე, წყლის დეფიციტის პრობლემის მოგვარების საკვანძო მეთოდად ევროკომისიამ დაუშვა წყლის ხელახალი გამოყენება ქალაქის გამწმენდი ნაგებობებიდან.

“იმის დალევა, ვინც უკვე დალია ან გადაღვარა, ან მორწყა, ან ჩარეცხა,  ეს ახალი სიმაღლეა გარყვნილების მოყვარულთათვის.

თუ ადამიანები ვერ ხვდებიან 80 გენდერიდან ახლა რომელში არიან, მაშინ მათთვის წყალი ჩლიქების ნაკვალევიდან მისწრება იქნება”, _ დაწერა ზახაროვამ თავის ტელეგრამ-არხში და დასძინა, რომ ევროპა რეალურ პრობლემებს ვერ ამჩნევს და ყველაფერს აკეთებს კონტინენტზე კონფლიქტის ცეცხლის შესანარჩუნებლად.

ლუკა მაისურაძე

https://ria.ru/20220811/zakharova-1809034606.html

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here