Home ახალი ამბები მსოფლიო ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის თანამშრომლებმა ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს წარმომადგენლებს უთხრეს, ვინ ბომბავს...

ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის თანამშრომლებმა ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს წარმომადგენლებს უთხრეს, ვინ ბომბავს ელექტროსადგურს

136

ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის თანამშრომლები ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (აესს) გენერალურ დირექტორს, რაფაელ გროსს ესაუბრნენ და უთხრეს საიდან უხსნიან ცეცხლს აეს. განაცხადა ზაპოროჟიეს ოლქის სამხედროსამოქალაქო ადმინისტრაციის საბჭოს წევრმა ვლადიმერ როგოვმა 2 სექტემბერს. _ იუწყება eadaily.com.

“გუშინ ატომური ელექტროსადგურის თანამშრომლები მოუყვნენ რაფაელ გროსს, საიდან ესვრიან ჭურვებს აეს-ს”. _ განაცხადა რაფაელ გრომოვმა რადიოსადგურ “კომსომოლსკაია პრავდის” ეთერში.

შეგახსენებთ: 1 სექტემბერს აესს-ის მისია, ორგანიზაციის გენერალური დირექტორის, რაფაელ გროსის ხელმძღვანელობით, ზაპოროჟიეს აეს-ში შევიდა. როსის თქმით, საერთაშორისო ინსპექტორებმა შეძლეს საკვანძო მონაცემების მოპოვება სადგურში შექმნილ ვითარებაზე და განაგრძობენ მუშაობას, რადგან ბევრი საკითხი დეტალურად არის შესასწავლი. სააგენტოს, როგორც მისმა გენდირექტორმა განაცხადა, ზაპოროჟიეს აეს-ში მუდმივი წარმომადგენელი ეყოლება. გროსი, აგრეთვე, ესაუბრა ენერგოდარის (სადაც განლაგებულია სადგური) მცხოვრებლებს, რომლებმაც მას გადასცეს მიმართვა ზაპოროჟიეს აეს-ის მიმართ უკრაინელთა პროვოკაციების შეწყვეტის მოწოდებით.

ამ მომენტისთვის გათავისუფლებულია ზაპოროჟიეს ოლქის ტერიტორიის 72-73%. ქალაქი ზაპოროჟიე, რომელშიც მილიონამდე ადამიანი ცხოვრობს, რჩება უკრაინელი სამხედროების კონტროლის ქვეშ. ოლქის ცენტრის ფუნქციას ასრულებს ქალაქი მელიტოპოლი, რომელსაც უკრაინელი სამხედროები გამუდმებით ბომბავენ. ანალოგიური ვითარებაა ენერგოდარშიც, რომლის ტერიტორიაზეც განლაგებულია ზაპოროჟიეს აეს-ი.

გიორგი გაჩეჩილაძე

https://eadaily.com/ru/news/2022/09/02/sotrudniki-zaporozhskoy-aes-perestali-boyatsya-i-soobshchili-magate-kto-vedet-obstrel

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here