Home ახალი ამბები მსოფლიო ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურს ამერიკული რაკეტები ესროლეს

ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურს ამერიკული რაკეტები ესროლეს

118

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ენერგოდარში ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურს ამერიკული რაკეტები ესროლეს. ასეთი რამ პირველად მოხდა და მიუთითებს იმაზე, რომ უკრაინელ სამხედროებს განზრახული ჰქონდათ, სერიოზულად დაეზიანებინათ ევროპაში უდიდესი ატომური ელექტროსადგური. ამას მოწმობს ამერიკული რაკეტა M31-ის უამრავი ნამსხვრევი, რომელთა ფოტოებიც ტელეგრამარხმავოენი ოსვედომიტელმაგამოაქვეყნა, _ წერს avia.pro.

წარმოდგენილ ფოტოებზე, რომლებიც ენერგოდარში ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიაზეა გადაღებული, ჩანს ამერიკული რაკეტა M31-ის ფრაგმენტები, რომლებიც ქალაქისა და აეს-ის ტერიტორიას ესროლეს. სერიოზულია თუ არა ზიანი, რომლებიც ამერიკული რაკეტების სროლის შედეგად მიადგა აეს-ს, უცნობია, მაგრამ მონიტორინგის საშუალებები მიუთითებს, რომ რადიაციას არ გაუჟონავს.

თავის მხრივ, ნიკოლაევ-კრივოი როგის მიმართულებით უკრაინის შეიარაღებულ ძალებს აქვთ ზალპური ცეცხლის ამერიკული რეაქტიული სისტემების, სულ ცოტა, 4 ბატარეა, რომლებსაც შეუძლია ერთდროულად 24 რაკეტა M31 გაუშვას 86 კილომეტრზე. ეს მიუთითებს იმაზე, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ ენერგოდარის ტერიტორიის დაბომბვისას ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის სერიოზულად დაზიანების რისკი ძალიან მაღალია.

რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, უკრაინელი სამხედროების შეტევის შედეგად დაზიანებულია ზაპოროჟიეს აეს-ის თბოსადგური და რეაქტორების გაცივების სისტემის აუზები.

გიორგი გაჩეჩილაძე

https://avia.pro/news/amerikanskimi-raketami-m31-naneseny-udary-po-zaporozhskoy-aes

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here