Home სხვადასხვა დაიჯესტი Wikileaks: გამჟღავნდა აშშ-ის დაზვერვის მიერ მოქალაქეების საიდუმლო თვალთვალის ხერხები

Wikileaks: გამჟღავნდა აშშ-ის დაზვერვის მიერ მოქალაქეების საიდუმლო თვალთვალის ხერხები

846
დაზვერვა

ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს საიდუმლო დოკუმენტების მორიგ ულუფაში, რომელიცვიკილიქსმაგამოაქვეყნა, გამჟღავნებულია პროექტ Couchpotato (“უქნარა”)- მონაცემები. უფრო ადრე ამ ინტერნეტრესურსმა გამოაქვეყნა მონაცემები იმ ინსტრუმენტების შესახებ, რომელთა საშუალებით ამერიკის დაზვერვას შეუძლია ვებგვერდებისა და მიკროფონების მუშაობა გააკონტროლოს, დააგროვოს ვიდეონაკადები.

აღწერის თანახმად, Dumbo-ს (ასე ეწოდება პროექტს) შეუძლია, აღმოაჩინოს ვებკამერები და მიკროფონები, რომლებიც უშუალოდ კომპიუტერზეა დამონტაჟებული ან სხვა საშუალებით არის მასთან დაკავშირებული. ყველა ჩაწერა, რომლებსაც ეს მოწყობილობები განახორციელებს, შეიძლება შეაჩეროს ოპერატორმა. ამასთანავე, ოპერატორს უფლება აქვს, წაშალოს ჩანაწერი ან მის ნაცვლად შექმნას ახალი და ყალბი. პროგრამა გამოიყენება ვიდეოჩანაწერების მანიპულაციისთვის, კომპრომატების შესაქმნელად ა.შ.

საინტერესოა, რომ Dumbo -ს პროგრამები იცვლება ახალი, 64-შრიანი ვერსიებით.

ივლისში “ვიკილიქსმა” გაასაჯაროა დოკუმენტები, რომლებიც ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს ეხება. მათში აღწერილია “ანდროიდს” თანდართული დანამატები, რომლებითაც შესაძლებელია, ფარულად ჩაიწეროს და გადამისამართდეს სმს-შეტყობინებები, შეიქმნას კავშირგაბმულობის საიდუმლო არხი.

ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს სხვა პროექტები საშუალებას იძლევა, შეიქმნას სარეგისტრაციო მონაცემები დაშორებულ საოპერაციო სისტემებთან სამუშაოდ. პროგრამები გათვალისწინებულია განსხვავებული ოპერაციული სისტემებისთვის და “გააჩნია შეტევის სხვადასხვა ვექტორი”.

გავრცელდა ინფორმაცია ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს სხვა პროექტების შესახებაც, რომლებსაც ჰაკერული შეტევებისთვის იყენებენ. ასეთებია, მაგალითად: “დაუნდობელი კენგურუ”, რომელსაც შეუძლია ნებისმიერი ორგანიზაციის კომპიუტერულ ქსელში შეღწევა; “არქიმედე”, რომელიც განახორციელებს კიბერშეტევებს ლოკალური ქსელის ჩარჩოებში.

ამ და სხვა ინფორმაციების პასუხად ცენტრალური სადაზვერვო სამმართველო “ვიკილიქსს” ბრალს სდებს რუსეთთან კავშირში, კერძოდ იმაში, რომ იგი დაეხმარა კრემლს, “ჩარეულიყო” აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში.

“დადგა დრო, “ვიკილიქსმა” აღიაროს, რომ იგი მტრული სადაზვერვო სტრუქტურაა, რომელიც ხშირად წაქეზებულია ისეთი სახელმწიფოების მიერ, როგორიც რუსეთია”, _ თქვა ცსს-ს დირექტორმა მაიკ პომპეომ.

“ვიკილიქსის” მთავარ რედაქტორ ჯულიან ასანჟს არაერთხელ უარუყვია ბრალდება რუსეთთან თანამშრომლობის შესახებ. მისი განცხადებით, ბრალდება, რომ თითქოს რუსეთი იყო საიტის მიერ გამოქვეყნებული ცსს-ის დოკუმენტების წყარო, “მასობრივი ინფორმაციის საშუალებების ფანტაზიის ნაყოფია”.

“მას შემდეგ, რაც ჰილარი კლინტონმა არჩევნები წააგო, იგი ბრალს სდებდა გამოძიების ფედერალური ბიუროს ყოფილ დირექტორ ჯეიმს კომის, ეძებდა დამნაშავეებს რუსეთში და ჩვენს შორის”, _ განაცხადა ასანჟმა მაისში.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here