Home სხვადასხვა დაიჯესტი Weser Kurier: უკრაინა უნდა შეეგუოს ყირიმის, დონბასისა და ნატოში ადგილის დაკარგვას

Weser Kurier: უკრაინა უნდა შეეგუოს ყირიმის, დონბასისა და ნატოში ადგილის დაკარგვას

763
უკრაინა

ევროპაში მიიჩნევენ, რომ კიევსა და მოსკოვს შორის კონფლიქტი ნეგატიურად მოქმედებს სიტუაციაზე ევროპაში და ამიტომ უკრაინამ ზოგი რამ უნდა დათმოს დაძაბულობის განმასუხტავად. უწინარეს ყოვლისა, უარი უნდა თქვას ნატოს წევრობის იდეაზე და “შეეგუოს” რუსეთის შემადგენლობაში ყირიმის გადასვლას.

ასეთი რჩევით მიმართავს Weser Kurier -ის რედაქცია უკრაინის ხელმძღვანელობას.

არგუმენტები ურყევია: ყირიმის ნახევარკუნძულის დაბრუნებასა და უკრაინის აღმოსავლეთით ომის დამთავრებას ხელი ვერ შეუწყო რუსეთის წინააღმდეგ დასავლეთის მიერ დაწესებულმა სანქციებმაც კი, ხოლო კონტრზომებმა, კერძოდ, სასურსათო ემბარგომ, რომელიც მოსკოვმა ფინანსურ სფეროში “შავი სიების” დაწესების საპასუხოდ შემოიღო, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის წარმოებისა და, საერთოდ, ეკონომიკის კრიზისი გამოიწვია.

ამასთანავე, ვითარება დონბასში ოდნავადაც არ გამოსწორებულა _ ადამიანები უძნელეს პირობებში ცხოვრობენ; გამოცხადებული დაზავების მიუხედავად, საომარი მოქმედება კვლავ და კვლავ თავს იჩენს. გერმანული გამოცემა მხარს უბამს უკრაინას და შექმნილი ვითარების მიზეზს მოსკოვში ეძებს. საინტერესოა, რომ რუსეთისთვის ყოვლად უსაფუძვლო ცილისწამების დასამტკიცებლად კიევს დღემდე არც ერთი კონკრეტული მტკიცებულება არ წარუდგენია მსოფლიო საზოგადოებრიობისთვის.

სიტუაცია კვლავაც რთულია, ამიტომ უკრაინა უნდა შეეგუოს ყირიმის, თითქმის საბოლოოდ დონბასის დაკარგვას, დაიოკოს პრეტენზიები და უარი თქვას ნატოს წევრობაზე.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here