მთავარი მსოფლიო Weser Kurier: გერმანელები უკრაინელებს ურჩევენ: “დაივიწყეთ ყირიმი და ნატო, დაუახლოვდით რუსეთს”

Weser Kurier: გერმანელები უკრაინელებს ურჩევენ: “დაივიწყეთ ყირიმი და ნატო, დაუახლოვდით რუსეთს”

990
გააზიარეთ
აქცია

მსოფლიოს მედიამ კიევს შეუტია. თავდაპირველად New York Timesმა მიუთითა ტოტალურ კორფუციასა და უკრაინის ხელისუფლების უუნარობაზე, ახლა გერმანული გაზეთი Weser Kurier ურჩევს მათ, დაივიწყონ ყირიმი და ნატოში შესვლა.

გერმანელი ავტორი შეახსენებს უკრაინელებს, რომ, უკვე 4 წელიწადია, რაც ყირიმი რუსეთს შეუერთდა. დასავლეთი  ყირიმის უკრაინელებისთვის დაბრუნებას სანქციების დაწესებით შეეცადა, მაგრამ არაფერი გამოუვიდა. გაეროში წამოჭრეს ყირიმელი თათრების შევიწროების საკითხი, მაგრამ განათლებულმა რუსმა დეპუტატებმა ბრალდება მტკიცე არგუმენტებითა და ფაქტებით უარყვეს; თქვეს, რომ აშშ და ევროპა მანიპულირებენ შეუმოწმებელი წყაროებით. მათ არგუმენტაციას ვერაფერი დაუპირისპირეს.

ამჟამად ევროკავშირს სურს, ბოლოს და ბოლოს, დამყარდეს მშვიდობა, თუნდაც კიევის ინტერესების საზიანოდ. “ბოლოს და ბოლოს, რატომ უნდა იტანჯებოდეს ევროპა უკრაინის გამო მიღებული სანქციებით?” _ იკითხება გერმანელი ავტორის წერილის ქვეტექსტში.

გერმანიის ექსპორტი რუსეთში ორჯერ შემცირდა. ეს ბერლინისთვის მეტისმეტად დიდი საფასურია, რომელიც ყირიმის გამო დაეკისრა. რუსეთი უკრაინას ნებას არ მისცემს, ნატოში გაერთიანდეს, მაშასადამე, არც ღირს მცდელობად. რუსეთის მოქალაქეების მიერ პუტინის მხარდაჭერა ყირიმის რუსეთისთვის ჩამოშორების ნებისმიერი სცენარის განხორციელებას შეუძლებელს ხდის.

“ამრიგად, უკრაინამ უნდა აღიაროს ტერიტორიული დანაკარგი და დასაწყისისთვის მაინც უარი თქვას ნატოს წევრობაზე”, _ ასკვნის ავტორი. მისი აზრით, უკრაინა რუსეთს უნდა დაუახლოვდეს და ევროპაც მხარს დაუჭერს.

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here