Home ახალი ამბები მსოფლიო Washington Times: თეთრმა სახლმა უკრაინას ბრალი დასდო არჩევნების დროს დემოკრატების მხარდაჭერაში

Washington Times: თეთრმა სახლმა უკრაინას ბრალი დასდო არჩევნების დროს დემოკრატების მხარდაჭერაში

840
პეტრე პოროშენკო, ჰილარი კლინტონი

თუ თქვენ ეძებთ ისეთი კამპანიის მაგალითს, რომელიც კოორდინირებულია უცხოური სახელმწიფოს ან უცხოეთის წყაროს მიერ, საკმარისია, ყურადღება მიაპყროთ დემოკრატიული პარტიის ეროვნულ კომიტეტს, რომელიც, ფაქტობრივად, თანამშრომლობდა უკრაინის საელჩოსთან თავის მოწინააღმდეგეებზე მაკომპრომენტებელი მასალების მოსაპოვებლად”, _ განაცხადა თეთრი სახლის პრესმდივანმა სარა სანდერსმა ჟურნალისტებისთვის გამართულ ყოველდღიურ ბრიფინგზე.

ლაპარაკია 2016 წლის აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებზე.

მისი თქმით, კომიტეტის უკრაინასთან თანამშრომლობა კარგად არის დოკუმენტირებული. “ეს მხოლოდ ბრალდება კი არ არის, არამედ ქაღალდზე დატანილი განხორციელებული ქმედებანი”, აღნიშნა სანდერსმა.

უკრაინის საელჩომ უარყო პრესმდივნის აღნიშნული განცხადება.

უფრო ადრე რამდენიმე საინფორმაციო საშუალება წერდა, რომ აშშ-ში 2016 წლის წინასაარჩევნო კამპანიის დროს უკრაინის მთავრობა ცდილობდა, დახმარებოდა პრეზიდენტობის კანდიდატს დემოკრატიული პარტიიდან ჰილარი კლინტონს და ძირი გამოეთხარა მისი მეტოქის დონალდ ტრამპისთვის. უკრაინელი მოხელეები, კლინტონის თანაშემწეებთან ერთად, ეძებდნენ ინფორმაციას, რომელიც დააზარალებდა ტრამპსა და მის მრჩევლებს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here