Home რუბრიკები საზოგადოება ვაშინგტონი, თეთრი სახლი. თბილისის თავზე პედერასტების დროშა ფრიალებს?

ვაშინგტონი, თეთრი სახლი. თბილისის თავზე პედერასტების დროშა ფრიალებს?

3071

მარქსიზმ-ლენინიზმის მოძღვრების თანახმად, ცნება _ საზოგადოებრივი ფორმაცია მას შემდეგ გაჩნდა, რაც ადამიანთა დიდი წინაპრები _ მაიმუნები ხიდან ჩამოვიდნენ და კაცობრიობის განვითარების პირველი ფორმაცია _ უმარტივესი ე.წ. პირველყოფილი თემური წყობილება დამყარდა, რომელსაც მოჰყვა მონათმფლობელური, შემდეგ _ ფეოდალური და ბოლოს _ კაპიტალისტური წყობილებები. ეს უკანასკნელი კი, ისევ მარქსიზმ-ლენინიზმის თანახმად, განვითარების ბოლო, ე.წ. ბურჟუაზიულ, ხრწნად კაპიტალიზმში უნდა გადაზრდილიყო, რომელსაც უნდა მოჰყოლოდა მსოფლიო პროლეტარული რევოლუცია, რომელიც მსოფლიოში კაპიტალიზმს გააქრობდა და სოციალიზმს ააშენებდა, ბოლოს კი მიწიერ სამოთხეში _ კომუნიზმში შეიყვანდა კაცობრიობას… 

ეს ყველაფერი თავდაყირა დააყენა დიდი სტალინის გენიამ, რომელმაც მსოფლიო რევოლუციის ბოდვით იდეაზე უარი თქვა და სსრკ-ად წოდებულ ერთ სახელმწიფოში ააშენა სოციალიზმი. სტალინის სიკვდილის შემდეგ მის დაწყებულ შენებას ეყო ინერცია (თუ ასე თქმა შეიძლება) და კომუნიზმად იქცა _ ე.წ. უძრაობის ხანად წოდებული ლეონიდ ბრეჟნევის მმართველობა, განსაკუთრებით პირველ 10-15 წელიწადს კომუნიზმში ვცხოვრობდით, მაგრამ თავმდაბალი კომუნისტები, ეტყობა, “გვიმალავდნენ” ამას _ როცა დოლარი 66 კაპიკი ღირდა, საბჭოთა მოქალაქეს ხელფასი 120 მანეთი იყო, როცა ტრამვაით _ 3 და მეტროპოლიტენით მგზვრობა 5 კაპიკი ღირდა (რომ არაფერი ვთქვათ უფასო განათლებაზე, ექიმსა და მიზერული ფასის კომუნალურ გადასახადებზე და ა.შ.), კომუნიზმი იყო, აბა, რა?

ჰოდა, ალბათ, ამ კუკუდამალობანას ბრალიც იყო, რომ “ბოროტების იმპერია” დაინგრა და “სიკეთის, თავისუფლების, დემოკრატიის” სიმბოლოს, ე.წ. ნეოლიბერალურ დასავლეთს (წაიკითხე, აშშ) დარჩა ბურთიცა და მოედანიც… ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ მარქსიზმ-ლენინიზმი მთლად ზუსტი მოძღვრება არ ყოფილა, რადგან, თუ, ერთი მხრივ, გამართლდა (ანუ კაპიტალიზმს ლპობა შეეპარა), მეორე მხრივ, კაპიტალიზმი არსად გამქრალა.

და ყველაზე მთავარი _ იქიდან გამომდინარე, რომ მარქსიზმ-ლენინიზმი მხოლოდ ლპობაშეპარული კაპიტალიზმის გაქრობას ღაღადებდა და ამიტომ გასაქრობის მომავალზე, ბუნებრივია, ვერაფერს იტყოდა, წინამდებარე წერილის ამ ვრცელი პროლოგის მიზანი არის ის, რომ ლპობაშეპარულობას ვინღა დაეძებს და ჩვენს თვალწინ აყროლებულ-აქოთებული საზოგადოებრივი ფორმაციის დღევანდელობასა და მომავალზე ვისაუბროთ.

ბრძოლა სიკეთესა და ბოროტებას, სიბნელესა და სინათლეს, ღმერთსა და უღმერთობა-სატანას შორის _ აი მუდმივი მოცემულობა, რომელიც ჩვენ მიერ ნახსენები ყველა საზოგადოებრივი ფორმაციის შემადგენელია. ზემოთ გასული საუკუნის 70-80 წლების სსრკ-ის უდავო სიკეთეები გავიხსენე და რა გვაკლდა მაშინ? რით ვიყავით უკმაყოფილონი საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის მოქალაქენი? დემოკრატია გვინდოდა? ჩემი თაობისთვის დასავლური (წაიკითხე, აშშ) დემოკრატიის სიმბოლოები საღეჭი რეზინი, ჯინსები, “კოკა-კოლა”, როკმუსიკა, ამერიკული ვესტერნები და სხვა მსგავსი სისულელეები იყო. ახლანდელი გადმოსახედიდან, დიახ, სისულელეები, რადგან ამერიკის თუ, საზოგადოდ, დასავლეთის უკლებლივ ყველა ზემოთ ჩამოთვლილ სიმბოლოებზე, დახლზე თუ არ ეწყო, მეტ-ნაკლებად ყველას მიგვიწვდებოდა ხელი (აქაც და ყველგან მხოლოდ საქართველოზეა საუბარი) _ საზღვარგარეთ მოგზაურობა _ აი, ერთადერთი, რაც მხოლოდ ერთეულების ხვედრი იყო და ახლა, მრავალი წლის შემდეგ გადმოსახედიდან, სამაგიეროდ, საბჭოეთის “უბრალო მოკვდავთ” დედამიწის 1/6-ზე გადაჭიმულ 15 რესპუბლიკაში თავისუფლად შეგვეძლო გადაადგილება. ხატოვნად თუ ვიტყვით, თბილისში დაქოქილი მანქანით ისე ჩახვიდოდი ვლადივოსტოკში, რომ კაციშვილი არ გკითხავდა, სად მიდიხარო და რატომ. საერთოდ, იმათ თუ საფრანგეთის რივიერა ჰქონდათ, ჩვენ _ მართლაც ამქვეყნიური სამოთხე, აფხაზეთი და ა.შ.

ერთადერთი, რაც მართლაც “გვაკლდა”, სიტყვის, პრესისა და ა.შ. სხვა თავისუფლებები (რომელთა კომპენსაციასაც დასავლური რადიოსადგურების საშუალებით ვიღებდით), ანუ დემოკრატია იყო, მაგრამ, ისევ დღევანდელი გადმოსახედიდან, ბევრი არც არაფერი დაგვიკარგავს, რადგანაც საკუთარ ტყავზე გამოვცადეთ, რა ღირს ე.წ. ლიბერალური დემოკრატია.

წინამდებარე წერილის ამ ნაწილში იმის კონსტატაცია მინდა, რომ სსრკ-ის რესპუბლიკათა შორის საბჭოთა საქართველო იყო ყველაზე მდიდარი და ამის გამო (თუ მიუხედავად ამისა) ყველაზე ამერიკანიზებული რესპუბლიკა. ჩემი თაობა (63 წლის ვარ) სხვა ყველა თაობათა შორის ასევე ყველაზე ამერიკანიზებული იყო და იქნებ პარადოქსია, მაგრამ ჩემი ანტიდასავლურობისკენ (წაიკითხე, ანტიაშშ) სვლა სსრკ-ის დაშლისთანავე დაიწყო _ ცხონებული მამაჩემი რეიგანის მიმართ სიმპათიის გამო სერიოზულად მეჩხუბა და, აბა, მაშინ რას წარმოვიდგენდი, რომ მოვიდოდა დრო და რიყის ბაღში იმავე რეიგანის ძეგლს აშშ-ის პოლიტიკის გასაპროტესტებლად საღებავს მივასხამდი. ამას წინათ “ცივილიზებულმა დასავლეთმა” ე.წ. ბერლინის კედლის დანგრევის 30 წლისთავი იზეიმა, რასაც თავის დროზე თქვენმა მონა-მორჩილმაც ტაში დავუკარი და ახლაღა მივხვდი, რომ კულტურული დასავლეთის დეგრადაციაც მაშინ დაიწყო.

ზემოთ კაცობრიობის განვითარების ნებისმიერი ფორმაციის პერიოდში კეთილსა და ბოროტს, ღმერთსა და უღმერთობას შორის მარადიულ ბრძოლაზე ვთქვი მოკლედ და ახლა ამ თემის ვრცლად გაშლას შევეცდები საქართველოს მიმართ _ ის, რაც დღეს საქართველოს დედაეკლესიაში ხდება, სხვა არაფერია, თუ არა ბრძოლა ღმერთსა და სატანას შორის _ ის, რაც “მეუფე პეტრემ” აკადრა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს და, ასე გასინჯეთ, სრულიად საქართველოს, ღმერთთან და მართლმადიდებელ სარწმუნოებასთან დაწყებული ბრძოლის ნათელი მაგალითია.

მართლმადიდებლობაა ერთადერთი დაუძლეველი ბასტიონი იმ ძალისთვის, რომელსაც უკონტროლო დემოკრატიისგან ნაშობი ე.წ. ლიბერალური დემოკრატია ჰქვია. ნეოლიბერალური დიქტატურა _ სახელი იმისა, რაც ლპობაშეპარული, აქოთებულ-აყროლებული კაპიტალიზმის ევოლუციის პროდუქტია.

მეტიც _ უეჭველად შეიძლება იმის თქმა, რომ აშშ-ის თამადობით თანამედროვე დასავლეთში ნეოლიბერალური დიქტატურა მეფობს; დიქტატურა, რომლის მთავარი იარაღი ე.წ. ანტიდისკრიმინაციული კანონით უზრუნველყოფილი გამოხატვის თავისუფლებაა და ადამიანის უფლებების დაცვის კამუფლაჟით ყველა ცოდვის _ ნარკომანიის, პროსტიტუციის, ლგბტ-ების, ერთი და იმავე სქესის პირთა ქორწინების და ა.შ. დაკანონება, ყოველგვარი მორალის უარყოფაა.

სავარაუდოდ, სწორედ ამ ძალების მიერ საქართველოს დედაეკლესიაში ჩანერგილი ე.წ. გავლენის აგენტები არიან მეუფე პეტრე, ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი მეუფე გრიგოლი (ბერბიჭაშვილი) და სხვები. სამწუხაროდ, არცთუ ცოტა ძმანი და დანი მათნი. სწორედ ამ თემის გაგრძელებაა თბილისსა და ბათუმში პრემიერა ლევან აკინის ფილმისა “და ჩვენ ვიცეკვეთ”; პრემიერა, რომელიც, ძლიერი, მასობრივი პროტესტის მიუხედავად, ხელისუფლების ხელშეწყობით მაინც ჩატარდა.

პროტესტის ეპიცენტრი იყო კინოთეატრ “ამირანთან”, სადაც ადმინისტრაციული წესით რამდენიმე ათეული პროტესტანტი დააკავეს. ერთს კი სამოქალაქო აქტივისტ ანა სუბელიანის ფიზიკური შეურაცხყოფის გამო წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს. ანასგან შედარებით იოლად გადარჩა დავით ბერძენიშვილი, რომელსაც გინება და პანღური აკმარეს. ახლა არ დავიწყებ იმის გარჩევას, ვინ, ვის და რისთვის მიაყენა შეურაცხყოფა ფიზიკურად თუ სიტყვიერად, მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ ეს ის ანა სუბელიანია, რომელიც გასულ ზაფხულს რუსთაველზე ნარკომანების, პედერასტებისა და ბარიგების მიტინგის მიმდინარეობისას 9 აპრილს დაღუპულთა მებორიალზე აძვრა და მურდალი უკანალის ქნევით შეურაცხყო დაღუპულთა სულები; ხოლო ეს ის დავით ბერძენიშვილია, რომელიც მარად ორპროცენტიანი რესპუბლიკური პარტიის ლიდერი და, აქედან გამომდინარე, ყოველგვარი ეროვნულისა და მართლმადიდებლობის აშკარა მტერია!

ისტორიის საყველპუროდ მცოდნეც კი მიხვდება, რომ წინამდებარე წერილის სათაური 1921 წელს სერგო ორჯონიკიძის მიერ ლენინ-სტალინისთვის გაგზავნილი დეპეშის პერიფრაზია, ოღონდ მცირე განსხვავებით _ “მოსკოვი, კრემლი. ლენინს, სტალინს _ თბილისის თავზე წითელი დროშა ფრიალებს!” თუ ამ დეპეშას ბოლოში ძახილის ნიშანი აქვს, წინამდებარე წერილის სათაურს ჯერჯერობით კითხვის ნიშანი დავუსვი, რადგან ხსენებული ფილმის ჩვენებას ზოგი ჩაშლილად მიიჩნევს და ზოგიც _ პირიქით. მე პირველ ვარიანტს ვემხრობი _ მართალია, პროტესტანტებმა დარბაზში შესვლა ვერ მოახერხეს, მაგრამ შემირცხვენია ის პრემიერა, რომელიც მსგავსი მასშტაბის საპროტესტო აქციის ფონზე ჩაივლის. მეორე მხრივ, არ არის გამორიცხული, რომ სხვა შემთხვევაში კითხვის ნიშანი ძახილის ნიშნით შეიცვალოს, რადგან, როგორც ფარისეველი პეტრე ცაავას საქციელი და ლგბტ-ების სიყვარულზე გადაღებული ფილმი მოწმობს, დასავლეთის ნეოლიბერასტულმა ძალებმა გადამწყვეტი შეტევა წამოიწყეს საქართველოზე. ეს შეტევა რომ უეჭველად მოვიგერიოთ და პირიქით _ ლიბერასტებზე მივიტანოთ იერიში, ამისთვის პარაკლისები კი არ უნდა ვიხადოთ ამ უღმერთოთა სულების გადასარჩენად, არამედ ყველაფერს თავისი სახელი უნდა დავარქვათ…

ამიტომ, პირველ რიგში, სასწრაფოდ უნდა გაუქმდეს ე.წ. ანტიდისკრიმინაციული კანონი და ასევე სასწრაფოდ უნდა მივიღოთ ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი კანონი; სწორედ ისეთი, როგორიც რამდენიმე წლის წინათ მიიღო ერთმორწმუნე რუსეთმა. ერმა ერისა და ბერმა ბერისა უნდა აკეთოს _ ერმა, თუ საჭირო შეიქნა, თავ-ყბა უნდა დაალეწოს მას, ვისთვისაც დასალეწია; ხოლო ბერმა სამუდამოდ უნდა განკვეთოს ეკლესიიდან მეუფე ყანდურნი და საერო ბუდარა-ბუდარიხა ხლისტები ანათემას გადასცენ!

“ქაღალდზე მეოცნებეთა დრო წავიდა. საქმეა საჭირო, საქმე!”…

დავით მხეიძე

2 COMMENTS

  1. მართალია ყველაფერი! ბრავო! სრულიად ვეთანხმები ავტორს! ჩვენ გვჭირდება ახალი, აი ასე მოაზროვნე ძალა! შენდობა-პატიებამ, წაყრუებამ და გატარებამ აი რა მოგვიტანა!

  2. მართალია გეთანხმებით. იცით რა მაინტერესებს? როცა საბჭოთა ჩამყაყებული კავშირი დაიშალა რატო გამოიდო თავი ჩვენმა ე.წ პოლიტიკოსებმა მაშინ და რატო შეუძვრნენ ამერიკელებს იქ? კაი მე ბავშვი ვიყავი და არ ვიცოდი აგრესიულ ლიბერასტული კაპიტალიზმი რასაც წარმოადგენდა, მაგრამ ამ ე.წ პოლიტიკოსებმა არ იცოდნენ ეს? რო გაიძახოდნენ ამერიკა ჩვენი ძმაა და მეგობარიაო? უპირობოდ რო უსრულებდნენ დავალებას იმ ე.წ პოლიტიკოსებს ისევ ვუყურებ ხელისუფლებაში და ე.წ საქართველოს პოლიტსივრცეში ოღონდ ეხლა რუსეთმოყვარულებს. რა ხდება ნიღაბი ჩამოიხსნეს თუ თავიდანვე რუსეთმოყვარეები, ამერიკა ევროპის საძაგლობის დამნერგავებად ასაღებდნენ თავს? უბრალოდ მეცოდება ჩვენი ბეცი ხალხი არაფერი რო არ იცოდნენ, არც იციან და ვერც გაიგებენ რომ საქართველოს არ ყავს მთავრობა და პოლიტიკოსი ესენი არიან კრიმინალები და ვერასოდეს განსაზღვრავენ ქვეყნის ვერც საშინაო აღორძინების და ვერც საგარეო პოლიტიკას აწარმოებენ. ესენი არიან კანონგარეშე მოთრეულები. ამათ ჭირდებათ განეიტრალება ყველას ერთად!!!!

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here