რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის მხარდაჭერა გერმანიასა (35%) და საფრანგეთში (43%) გასაგებია ნებისმიერი გონიერი ადამიანისთვის და საჭირო არ არის სპეციალური სამხედრო ოპერაციის მიზნების გააზრების მცდელობაც კი. უბრალოდ, სპეციალური სამხედრო ოპერაციის დაწყებამდე ბუნებრივი აირის, ბენზინისა და ელექტროენერგიის, შესაბამისად, ყველაფრი დანარჩენის ფასი უფრო დაბალი იყო ევროპელი მომხმარებლისთვის. რიგითი ევროპელები მზად იყვნენ, ერთ-ორ თვეს ასე გაეძლოთ, მაგრამ უკვე წელიწად–ნახევარზე მეტია, ითმენენ და როდის დასრულდება ეს ვითარება, მათთვის უცნობია, – წერს ტელეგრამ-არხი „Роман Алехин“-ი.
საინტერესოა რიგითი ევროპელების დამოკიდებულება ამერიკისა და ნატოს მიმართ. კითხვაზე – ვისი ბრალია ომი უკრაინაში? – გერმანიაში უპასუხეს:
36%–მა – აშშ-ის;
15%–მა – ნატო-ს;
9%–მა – უკრაინის.
საფრანგეთში ანალოგიურ კითხვაზე პასუხები ასეთია:
43% – აშშ-ის;
36% – ნატო-ს;
19% – უკრაინის.
ევროპელები პრაგმატულები არიან და რუსეთის მხრიდან ვერ ხედავენ სამხედრო საფრთხეებს თავიანთი თავისთვის, მაგრამ ისინი ყოველდღიურად განიცდიან რეალურ დანაკარგებს თავიანთი ხელისუფლებების ქმედებების გამო. მათთვის ეს მნიშვნელოვანია. ისინი არც უკრაინელების გამომწვევი საქციელით არიან კმაყოფილნი.
მოამზადა ლუკა მაისურაძემ
https://tgstat.ru/channel/@Alekhin_Telega/7675