Home რუბრიკები საზოგადოება ვახო სანაიას “ლიბერასტი მართლმადიდებლების” სექტა და ნიკა გვარამიას “საეკლესიო რეფორმები”

ვახო სანაიას “ლიბერასტი მართლმადიდებლების” სექტა და ნიკა გვარამიას “საეკლესიო რეფორმები”

3659

სოციალურ ქსელებში ახალი “ტრენდი” დაიწყეს _ “ფეისბუქის ლაივებში” სოცქსელების მომხმარებლები ყვებიან იმ გაუხმაურებელ, უხერხულ, გარყვნილ თუ ბინძურ ისტიორიებს, რომლებიც ეკლესიებში მოძღვრებთან თუ უცხო მღვდლებთან ურთიერთობისას გადახდათ თავს. სიმართლე გითხრათ, ბოლომდე ვერ ჩავწვდი, რას ემსახურება ეს ამბავი _ რა იყო, აქამდე ვინმემ ვითომ არ იცოდა, რომ ღვთის სახლს ყოველთვის ყველაზე მეტად ეტანება ეშმაკი? აქამდე არავინ იცოდა, რომ ეკლესიის წიაღს შეფარებულ ავაზაკთა შორის მამათმავლობაც ხდება და სხვა მძიმე ცოდვებიც? აქამდე ვინმეს ოდესმე უმტკიცებია, რომ, ვისაც ანაფორა აცვია, ყველა წმინდანია? 

როგორც ვიცი, სინოდის ლამის ყოველ სხდომაზე განიხილება რამდენიმე ათეული მღვდელმსახურის ეკლესიისგან განყენების საკითხი და სწორედაც მამათმავლობის, ქალთან მრუშობის, და სხვა ცოდვების გამო, არაერთი მღვლელმსახურისთვის ჩამოურთმევიათ წოდება.

ფაქტია: ეკლესიას არც არასოდეს უმტკიცებია, ჩვენ შორის ყველანი უცოდველნი არიან და ანაფორიანი ცოდვილი არ არსებობსო. მაშ, რაშია საქმე და რატომ ატყდა აჟიოტაჟი უცებ ამ თემაზე? რატომ “იშოკება” ზოგიერთი ასეთი ისტორიების მოსმენინას? რატომ არ უკვირთ ეს ნორმალურ ადამიანებს?

ამ ყოველივეს ყველაზე ნათლად დაინახავთ, თუკი მოუსმენთ გიორგი გაბუნიას საზიზღარ მონოლოგს, რომელშიც ის ყვება, როგორ ცდილობდა მასთან სექსუალური კავშირის დამყარებას “წმინდა გიორგის ეკლესიის მოძღვარი”.

მსგავსი ისტორიები სხვებისგანაც მომისმენია და გავბრაზებულვარ, რაღა თქმა უნდა, იმ ვიღაც ცრუ “მოძღვარზე”, მაგრამ მათ მოყოლილსა და გაბუნიასნაირების მოყოლილს შორის ერთი ძალიან დიდი სხვაობაა _ თვით მოყოლის სტილი და მანერა. ადამიანები, რომლებიც მართლაც რაღაცნაირად დათრგუნვილები, აღშფოთებულები, შეცბუნებულები იყვნენ სულიერი მამების ასეთი საქციელით, მსგავს ისტორიებს ყვებოდნენ გაუბედავად, თითქოს დარცხვენით, თან გაბრაზებით და ისეთი შთაბეჭდილება რჩებოდა, არც უნდოდათ დაჯერება, რასაც ყვებოდნენ. აბა, ახლა ამას შეადარეთ გიორგი “ჯულიეტოვნას” მონოლოგი “მთავარი არხის” პირდაპირ ეთერში _ ყოველგვარი უხერხულობის გარეშე, თამამად, ლამის აღფრთოვანებით მოყოლილი ამბავი, როგორ ეტაკა ვიღაც სასულიერო პირი პირდაპირ სასქესო ორგანოზე და როგორ მიათრევდა საკურთხეველში, თანაც ყველაფერი ეს ვიზუალური ხერხებით, შარვლის შესაბამის ადგილზე ხელების დადებით და, რაც მთავარია, “მხატვრული მეტაფორებით” გაფორმებული _ “აი, ასე, აქ ჩამისვა ხელი, ვიოლინოსავით,” “წამავლო და ხელში ეჭირა ჩემი სასქესო ორგანო, როგორც ჯოისტიკი” და სხვა. შეიძლება ითქვას, გიორგი გაბუნიამ მის ცხოვრებაში თავს გადამხდარი რაიმე უარყოფითი და დამთრგუნველი ამბავი კი არ მოგვიყვა, არამედ პირდაპირ ეთერში მხატვრულად წაიკითხა ამაღელვებელი ეროტიკული ნოველა…

ყოველივე ეს უკვე საფუძველს გვაძლევს, ვიფიქროთ, რომ ამ ადამიანების მიზანი არა სასულიერო პირების მხილება, არამედ საზოგადოებაში ეკლესიის მიმართ ნიჰილიზმისა და ზოგადი ირონიული განწყობების დათესვაა.

მოვლენების ანალიზი პირდაპირი დასკვნის გაკეთების საშუალებასაც გვაძლევს _ ყოფილი “მეუფე” პეტრე ცაავას სკანდალური განცხადება საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის შესახებ, გადაღება და ჩვენება ფილმისა “და ჩვენ ვიცეკვეთ” და სოციალურ ქსელებში ატეხილი ამბავი ეკლესიისა და პედერასტიის შესახებ, ერთი ჯაჭვის რგოლებია, რომელთა აკინძვის თანმიმდევრობა, მეთოდი და მანერა დიდი ხნით ადრე და კარგად არის დაგეგმილი და მოფიქრებული. მთავარი კი, რაც ყოველივე ამასთან არის დაკავშირებული, ეს არის უკვე ვითომ “თეოლოგიური” განსჯები იმის შესახებ, რომ თურმე მამათმავლობა ეკლესიურადაც კი არ ყოფილა ცოდვა!

განვმარტავ _ აქამდე ლიბერასტები” ცდილობდნენ, ნორმალური საზოგადოება ნამუსზე აეგდოთ მხოლოდ იმით, რომ ოცდამეერთე საუკუნეა, კაცობრიობა განვითარდა, არ უნდა ვიყოთ ველურები და ჩამორჩენილები, არ უნდა შევუერთდეთ სიბნელეს და უნდა ვაღიაროთ, რომ ჰომოსექსუალები ზუსტად ისეთივე სრულყოფილი და ნორმალური ადამიანები არიან, როგორც ჩვენ. ბევრ შემთხვევაში საზოგადოების არაერთ ფენაში, ჯგუფში, განსაკუთრებით _ ჯერაც ბევრ რამეში გაუთვითცნობერებელ ახალ თაობაში მეტ-ნაკლებად გაუვიდათ კიდეც ეს ფანდი. აკი, ამ უდაბლესი დონის იდიოტური ფილმის ჩვენებასაც, ძირითადად, 15-25 წლის გოგოები ესწრებოდნენ, რომლებსაც სახეებზევე ეტობოდათ რომ, მათი ჭკუით, “გმირობას სჩადიოდნენ” და “სტერეოტიპებს ანგრევდნენ”, თორემ დიდად თავადაც არ ეპიტნავებოდათ ეს სისულელე.

მოკლედ, ერთადერთ არგუმენტად, “ბნელების” მხარეს დარჩენილი იყო მხოლოდ ეკლესია, მართლმადიდებლობა და ბიბლია, რომლის თანახმადაც მამათმავლობა, ანუ “სოდომიის ცოდვა” ადამიანისთვის მიუტევებელია. ხოლო, თავის მხრივ, ეკლესიასა და საპატრიარქოს ჰქონდა შეუვალი ავრტორიტეტი ყველა თაობაში. აი, ამას ვერ მოუხერხეს ვერაფერი და, როგორც ჩანს, სოდომისტთა ბოლოდროინდელ ტრენინგებზე უკვე აქტიურად განიხილებოდა ეს თემა, რომ როგორმე საზოგადოება იმაშიც უნდა დაარწმუნონ, რომ უკანალის თამაშს თურმე არც ბიბლია და არც ეკლესია რეალურად არ მიიჩნევს ცოდვად და თურმე ამას ჩვენ გვატყუებს პატრიარქი და სამღვდელოების “ბნელი” ნაწილი! ამასთანავე, თურმე (ღმერთმა შეგვინდოს!) ილია მეორე თვითონვე არის ცოდვილი და ჩვენ ფარისევლურად მოგვიწოდებს ცოდვისგან თავის შეკავებისკენ.

აი, ყოველივე ამის “გასაპრავებლად” უკვე ქმნიან ახალ კასტას თუ სექტას სახელწოდებით “ლიბერასტი მართლმადიდებლები”.

მკითხველი რომ არ დაიბნეს აქვე დავაკონკრეტებ, რომ მსგავსი ტერმინი ბუნებაში არ არსებობს, უბრალოდ, ეს ფარისევლები ცდილობენ, საკუთარი თავი ასეთებად დაანახვონ საზოგადებას. თუკი ადრე “მოდური” იყო ათეისტობა, ანუ საჯაროდ იმის ლაპარაკი _ მე ათესიტი ვარ, ამიტომ არ მაინტერსებს, რას გვასწავლის ბიბლია, რას გვეუბნება ეკლესია და პატრიარქი, მთავარი ჩემთვის სამოქალაქო პოზიციაა და მიმაჩნია, რომ სექსუალური ორიენტაციის მიხედვით ადამიანები: არ უნდა დავახარისხოო, ახლა უკვე მიხვდნენ, რომ ათეისტობაზე აპელირებით საზოგადოებაზე გავლენას ვერ მოახდენენ და ცდილობენ, დაამკვიდრონ ახალი ტრენდი _ “მეც მართლმადიდებელი ვარ, ქრისტიანი, ეკლესიის მრევლი ვარ, ტაძარში დავდივარ, მოძღვარი მყავს, მაგრამ მამათმავლებს მაინც არ მივიჩნევ ცოდვილებად და ამას არც ბიბლია და სახარება გვეუბნება”.

ამის კლასიკური მაგალითი იყო ვახო სანაიასა და სანდრო ბრეგაძის დიალოგი, სადაც სანაიამ ლამის წმინდანად გაასაღა თავი და თავის ჭეშმარიტ მართლმადიდებლურ რწმენაზე ისაუბრა, ეკლესიაშიც დავდივარო და წირვა-ლოცვასაც ვესწრებიო, _ განაცხადა. ბრეგაძემ უმალ ჰკითხა, მიგაჩნია თუ არა მამათმავლობა ცოდვად? და აი, აქ დაიწყო სანაიას ფარისევლობის პიკი _ ეს ახალ აღთქმაში არ წერია” “იესო ქრისტე არსად ამაზე, არ საუბრობს”, “მე, როგორც ეკლესიის მრევლი კი არა, როგორც მოქალაქე” “ეკლესია არ გვასწავლის ამას ასე პირდაპირ” _ მოკლედ, რას აღარ მიედ-მოედო სანაია, რომ მაყურებლისთვის თან ის დაეტკიცებინა: მორწმუნე მართლმადიდებელი ვარო და თან ის, რომ მამათმავლობა არ არის ცოდვა და მამათმავლები ჩვენნაირი, უბრალო, სრულყოფილი ადამიანები არიან ყოველგვარი განსხვავებული ცოდვების გარეშე.

სიმართლე გითხრათ, 1990-ანი წლებში “ძველბიჭური” და “ქურდული” მენტალიტეტის ტიპები რომ პოლიციაში მიდიოდნენ სამუშაოდ, აი ეგ ამბავი გამახსენა ვახო სანაიას მართლმადიდებლობამ. გაგაჩერებდა ქუჩაში პოლიციისფორმიანი, სამხრეებიანი ადამიანი და “სუფთა ქურდულად” დაგიწყებდა ხოლმე საქმის გარჩევას. თანაც ვერც იმ “ქურდულს” ქაჩავდა და თანაც მენტალიტეტი ჰქონდა ისეთი, თავადვე “უტყდებოდა”, “ძაღლი” რომ იყო… არადა მე, უფორმო, ჩვეულებრივ მოქალაქეს, სულაც არ მიმაჩნდა ის “ძაღლად” და, როგორც კანონის დამცველს, ისე ვუცქერდი. მისგან კი “კაი ბიჭი ვარ, ძმაო, უბრალოდ, ცხოვრებამ მაიძულა” სტილის საუბარი მოდიოდა…

აი, ასეთ დღეში არიან დღეს ეს კრებითივახო სანაიები” _ თანმართლმადიდებლებად” ყოფნა სურთ და თანცხოვრებამ აიძულა”, რომლიბერასტული” იდები დაიცვან და იქადაგონ ტელეეკრანიდანარადა, თუკი არ ეთანხმები იმას, რაც პირდაპირ წერიაძველ აღთქმაში”, რაც სოდომიის ცოდვად არის სახელდებული და რასაც გიქადაგებს მართლმადიდებლობა, თუკი ორჭოფობ და ამაში ეჭვი შეგაქვს, რაღა მართლმადიდებელი ხარ? თუკი არ ეთანხმები იმას, რასაც ეკლესია ეჭვის ქვეშ არასოდეს აყენებდა და არც ახლა აყენებს, მაშ, რაღატომ აცხადებ, რომ ეკლესიაში რეგულარულად დადიხარ? რისთვის დადიხარ _ კედლების დასათვალიერებლად?

მოდი, მაშინ გეყოს ნამუსი რომ თქვა: მე არ ვარ მართლმადიდებელი! რადგან ათეისტები, რომლებიც ამას პირდაპირ ამბობენ, გაცილებით დასაფასებელი ადამიანები არიან, ვიდრე ის ფარისევლები, რომლებიც თავს მართლმადიდებლებად ასაღებენ და ამ დროს მართლმადიდებლობის ერთ-ერთ ყველაზე უეჭველ პოსტულატს ეჭვის ქვეშ აყენებენ. მინდა, აქვე ვუპასუხო მათაც, ვინც ნამუსზე გვაგდებს _ უფალი, პირველ რიგში, სიყვარულს გვასწავლის და მამათმავალიც უნდა გვიყვარდეს. დიახ, უნდა გვიყვარდეს, მაგრამ უნდა ვუთხრათ, რომ ის ცოდვილია. უნდა გვიყვარდეს ცოდვილი და ვეცადოთ მის დახსნას ცოდვისაგან _ აი, ეს არის ღმერთიცა და უფალიც და არა ის, რომ ცოდვილს უძახო, _ არა ხარ შენ ცოდვილიო.

თუმცა, როგორც ჩანს, უკვე ახალი ტრენდის შემუშავებაც დაიწყეს ფარისევლებმა. 10 ნოემბერს ნიკა გვარამიამ მის გადაცემაში სტუმრად მყოფ “ნამეუფარ” პეტრეს პირდაპირ ჰკითხა _ მიგაჩნიათ თუ არა, რომ მართლმადიდებლური ქვეყნები ყველაზე ჩამორჩენილები არიან მსოფლიოში და თვლით თუ არა საჭიროდ მართლმადიდებული ეკლესიის რეფორმაციას?”

როგორ ფიქრობთ, მოვესწრებით ნაპროკურორალი ჟურნალისტის რეფორმირებულ ეკლესიას?

ბაკურ სვანიძე

2 COMMENTS

  1. მადლობა სტატიისთვის. ერთი კითხვა მაქ რატომ მისცა ჩვენმა ე.წ ხელისუფალმა უფლება ამ ხალხს ტელეეთერში ისევ დაჯდომის? უამრავი დარღვევა აქვთ მათ პროფესიულ საქმიანობაში, წაიკითხონ ჟურნალისტური საქმიანობის გამსაზღვრელი კონვენცია და ამ საქმიანობის პროფესიული მოვალეობები. რა ხდება ასეთი ამ ქვეყანაში რომ არც კანონი კანონობს, არც უფლებები არსებობს, არც ნორმა და არც პროფესიონალიზმის გადამოწმებაა შესაძლებელი. ამათ რა უნდათ ტელეეთერში ან ვინ უყურებთ საერთოდ? თუ უყურებენ უარესს უნდა აყურებინო კიდე აი ამის ღირსია ყველა გონებაჩლუნგი. მე მაგალითად საერთოდ არ მაინტერესებს ამათი ბლუკუნი თან ასეთი უაზრო და სასაცილო ბლუკუნი. მაგარი პიროვნება ვიქნები ამათ მონაჩმახზე რო მსოფლმხედველობა და გემოვნება შევიცვალო. ამ უტვინო ჭუკებმა რა უნდა მასწავლონ?

  2. ბ–ნო ბაკურ, თქვენმა სტატიამ გამახსენა ტელეარხ “პირველზე” ვახო სანაიას და არჩილ გამზარდიას კამათი გურამ ფალავანდიშვილთან “მე ვიცეკვე …” ფილმთან დაკავშირებით. მაშინ მე გამიჩნდა გონივრული ეჭვი, რომ ვახო და არჩილი წაიპიდერასტებენ, თანაც ხმის ტემბრის მიხესვით თუ ვიმსჯელებთ ვახო აქტიურია, ხოლო არჩილი პასიური.

გაიარეთ ავტორიზაცია კომენტარის დასამატებლად: ყაზბეგის იაგო. Cancel reply

Please enter your comment!
Please enter your name here