Home ახალი ამბები საქართველო ვალერი კვარაცხელია:  ვაღიარებ, ამ სტატიის დასკვნითი ნაწილი სუს-მა დამიწერა!

ვალერი კვარაცხელია:  ვაღიარებ, ამ სტატიის დასკვნითი ნაწილი სუს-მა დამიწერა!

საქართველოში სახელმწიფო გადატრიალება დაიწყო!

749

წინა სტატიებში ვწერდი, რომ საქართველოს ლისუფლებას რუსეთისთვის მეორე ფრონტის გახსნაზე თუ ვერ დაითანხმებენ, საქართველოში სახელმწიფო გადატრიალებას დაგეგმავენ და მის განხორციელებას აქ მოქმედიმეხუთე კოლონისხელით შეეცდებიანმეთქი. ეს პროცესი დაიწყო! მისი პირველი ეტაპი ხალხის თვალში ხელისუფლების დისკრედიტაცია დამეხუთე კოლონისთვის” (პოლიტიკური პარტიები, საინფორმაციო საშუალებები, არასამთავრობო ორგანიზაციები) იდეოლოგიური და საინფორმაციო შტურმის განსახორციელებლად საბაბის გამონახვაა.

ასეთი საბაბიც გამოიძებნა, თანაც, როგორც ისინი ამტკიცებენ, რამდენიმე:

1. პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს გერმანიაში პირად საქმესთან დაკავშირებული მგზავრობისთვის თურმე სახელმწიფო თვითმფრინავი გამოუყენებია;

2. ღარიბაშვილს გერმანიიდან აშშ-ში ფრენის დროს თურმე პირველი კლასის სალონის მომსახურებით უსარგებლია;

3. ღარიბაშვილს მეუღლისთვის დაბადების დღე თურმე ფეშენებელურ რესტორანში გადაუხდია;

4. საქართველოს ყოფილ გენერალურ პროკურორ ოთარ ფარცხალაძეს თურმე რუსეთის მოქალაქეობა მიუღია და რუსეთში ბიზნესსაქმიანობა დაუწყია;

5. აშშ-ს ოთარ ფარცხალაძისთვის თურმე სანქციები დაუწესებია.

რაკი ასეთი მოვლენები აღმოაჩინეს, “მეხუთე კოლონის” წარმომადგენლებმა ხელისუფლებაზე იერიში მიიტანეს.

საინფორმაციო საშუალებები:

ნოდარ მელაძე,  ტვ პირველი“: “ფაქტებით დადასტურებულია, რომ საქართველოს პრემიერმინისტრი ამერიკაში დასასვენებლად სამთავრობო თვითმფრინავით წავიდა. “შაბათის ეთერის” გუნდმა მოიპოვა სამთავრობო თვითმფრინავის ფრენის სრული მარშრუტი, რომელიც ადასტურებს, რომ თვითმფრინავი, “სი არ ჯი 200”, რომელიც ირაკლი ღარიბაშვილმა შვებულების დროს პირადი მიზნებისთვის გამოიყენა, საქართველოს მთავრობას ეკუთვნის, ექსპლუატაციას კი ავიაკომპანია “ჯორჯიან ეარვეისი” უწევს”.

პოლიტიკური ორგანიზაციები:

ლევან ხაბეიშვილი,ნაციონალური მოძრაობისწარმომადგენელი:

“ჩვენი მთავარი მოთხოვნა მდგომარეობს ირაკლი ღარიბაშვილის ციხეში გაშვებაში, ის უნდა იყოს დაკავებული”.

არასამთავრობო ორგანიზაციები:

“პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ პირადი მიზნებისთვის სამთავრობო თვითმფრინავის სავარაუდო გამოყენების ბრალდებებზე გამოძიება უნდა დაიწყოს. კლეპტოკრატიის შედეგად, ადამიანების კონკრეტული ჯგუფის გამდიდრება ბიუჯეტის ხარჯზე და შემდეგ აღნიშნული სიმდიდრის გამოყენება ძალაუფლების შენარჩუნებისთვის ძირს უთხრის ქვეყანაში დემოკრატიულ ინსტიტუტებს”. განცხადებას ხელს აწერენ: საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“, “საფარი“, “სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“, “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“, “ღია საზოგადოების ფონდი“, “დემოკრატიის მცველები“.

ასეთივე ალიაქოთი მოჰყვა ირაკლი ღარიბაშვილის მეუღლის დაბადების დღის აღსანიშნავად გამართულ წვეულებას: “ღარიბაშვილი უნდა გადადგეს, ახლა უნდა დავიწყოთ იმპიჩმენტის პროცესი. ანტიკორუფციულმა სააგენტომ უნდა გამოიძიოს ღარიბაშვილის, მისი ცოლის, მისი ოჯახის წევრების მთელი უმსგავსობების სერია”, – აცხადებს პოლიტიკური ორგანიზაცია ლელოს წარმომადგენელი.

ეს ამონარიდები წვეთია ზღვაში, რომლებიც მხოლოდ ტენდენციის საჩვენებლად მოვიხმე. ნაყაჩაღარი და ნაქურდალი კაპიტალით დაფინანსებულმა ტელეარხებმა ეს ალიაქოთი როგორც კი აწიეს, ამერიკელებმა, მათი ჭკუით, ცეცხლზე ნავთი დაასხეს და საქართველოს ყოფილ მთავარ პროკურორ ოთარ ფარცხალაძისთვის სანქციების დაწესების შესახებ ინფორმაცია გაავრცელეს. “ოთარ ფარცხალაძეს სანქციები უწესდება საქართველოზე რუსეთის მანკიერი ზეგავლენის საპასუხოდ”, – ვკითხულობთ ინფორმაციაში. რომ გითხრათ, ამ ნათქვამში კარგად არის დასაბუთებული ფარცხალაძისთვის სანქციების დაწესების ლოგიკა-მეთქი, არ დამიჯერებთ და მართალიც იქნებით, თუმცა აქ გასაკვირი არაფერია, ამერიკელები დასაბუთებას ძალადობას ამჯობინებენ – ხან ფიზიკურს, ხან ფსიქიკურს, იმის მიხედვით, როდის რომელი უფრო ეფექტიანია.

ახლა, თუ უფლებას მომცემთ, რამდენიმე შეკითხვას თქვენ, ამ სტატიის მკითხველებს, დაგისვამთ:

* რას ფიქრობთ, რისთვის კეთდება ეს ყველაფერი?

* ვინმეს მართლა ღარიბაშვილების ოჯახის  წვეულების მორალთან შესაბამისობა ან სამთავრობო თვითმფრინავის გადაადგილების ხარჯების მართლზომიერება აინტერესებს თუ ამ ფაქტების გამოყენებით სიტუაციის დაძაბვა, საზოგადოების გარკვეული ნაწილის რევოლუციურად მომართვა და სახელმწიფო გადატრიალების წინაპირობის შექმნა სურს?

* დროში ასე ზუსტად რატომ დაემთხვა ერთმანეთს ღარიბაშვილის ისტორია, რომელიც თვითმფრინავის გამოყენებასა და წვეულებასთან არის დაკავშირებული, და ფარცხალაძისთვის სანქციების დაწესება?

* იმიტომ ხომ არა, რომ დასავლეთის მიერ დაწყებული სახელმწიფო გადატრიალებისთვის აუცილებელი სახალხო უკმაყოფილების გამოწვევას მხოლოდ თვითმფრინავთან და დაბადების დღის გადახდასთან დაკავშირებული არცთუ დამაჯერებელი ისტორიები არ ეყოფოდა და ამ ამბებისთვის უფრო მძაფრი სიუჟეტის დამატება და ვითარების  დრამატიზება იყო საჭირო რუსული აბრევიატურების (“კაგებე“, “ეფესბე“) წარამარა გამოყენებით და რუსეთის უშიშროების სამსახურებთან ვითომ დაკავშირებული პირებისა და ფაქტების აფიშირებით?

დიახ, დიახ, ამერიკელებმა სწორედ ამ მიზნით დაუწესეს სანქციები პიროვნებას, რომელიც “მეხუთე კოლონას”, დიდი ხანია, თვალში არ მოსდის. ეს პიროვნება ქვეყნის ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძეა. თურმე ნუ იტყვით, მას რუსეთის მოქალაქეობა ჰქონია და რუსეთში ბიზნესსაც აწარმოებს. სხვა დანაშაული (გარდა იმისა,  რომ რუსეთის მოქალაქეა და ამ ქვეყანაში ბიზნესს აწარმოებს) არ აქვს, ყოველ შემთხვევაში აქ არ ჩანს. წარმოიდგინეთ, საქართველოს რამდენ მოქალაქეს აქვს რუსეთის მოქალაქეობა და რამდენი აწარმოებს  ბიზნესს. ისინი ჩვენი მტრები არიან? რა თქმა უნდა, არა!  რუსეთის მოქალაქეობა და რუსეთში წარმოებული  მათი ბიზნესი თუ არ არის დანაშაული, ფარცხალაძის მოქალაქეობა და ბიზნესი რატომ არის დანაშაული?!  მხოლოდ იმიტომ,  რომ ეს აზრი თავს ამერიკელებმა მოგვახვიეს? ოთარ ფარცხალაძეს დანაშაული თუ აქვს ჩადენილი, ეს დანაშაული ზუსტად უნდა იყოს ფორმულირებული.  არც რუსეთის მოქალაქეობა, არც ბიზნესი, არც ჯავშნიანი ავტომანქანები და არც ოფისი კრემლის სიახლოვეს დანაშაული არ არის. რატომ ფუთავენ დანაშაულად იმას, რაშიც დანაშაულის ნიშნებიც კი არ ჩანს? მხოლოდ იმიტომ,  მთელი საზოგადოება თუ არა, მისი გარკვეული ნაწილი მაინც რომ  შეიყვანონ შეცდომაში,  შემდეგ კი ხალხის ამ მოტყუებული ნაწილის გამოყენებით ვითარება  არიონ და (ისევე, როგორც საქართველოში 1991 და 2003 წლებში, ისევე, როგორც უკრაინაში 2005 და 2014 წლებში) სახელმწიფო გადატრილება მოაწყონ!

სახელმწიფო გადატრიალება ამ კონკრეტულ შემთხვევაში ხელისუფლებაში “ქართული ოცნების” ნაცვლად “ნაციონალური მოძრაობის” მობრუნებას, ღარიბაშვილის ნაცვლად კი სააკაშვილის მოსვლას ნიშნავს. „ქართული ოცნება“ იდეალური პარტია თუ არ არის, ფაშისტური პარტია ხომ არ არის?! სადისტი, მკვლელი, მწამებელი, მოძალადე და გამაუპატიურებელი პარტია ხომ არ არის?! ომის პარტია ხომ არ არის?! რას გვთავაზობენ აშშის და მათიმეხუთე კოლონისწარმომადგენლები  – სახელმწიფო გადატრიალებას, რათა მშვიდობის პარტია ომის პარტიით, დემოკრატიული პარტია მკვლელებისა და მწამებლების პარტიით, საზოგადოებისთვის შიშის სინდრომის მომხსნელი პარტია ფაშისტური პარტიით შევცვალოთ?! ან ღარიბაშვილი, რომელსაც, დავუშვათ, რომ თვითმფრინავის გამოყენებაში ან მეუღლისთვის დაბადების დღის გადახდაში რაღაც გადაცდომა ჰქონდა, შევცვალოთ სააკაშვილით, რომელმაც არამხოლოდ კონკრეტული დანაშაულები ჩაიდინა, არამედ დანაშაულებრივი სისტემა შექმნა, და რომლის უსასტიკესი რეჟიმი წამებასა და გაუპატიურებაზე იდგა?! ხომ არის ეს საქართველოს წინააღმდეგ მიმართული საუკუნის პროვოკაცია?!

მოგმართავთ მათ, ვინც დასავლეთის “მეხუთე კოლონის” ყრანტალს აჰყოლიხართ და ღარიბაშვილის ლანძღვა-გინებით გულს იფხანთ: ვერ ხვდებით, რომ ღარიბაშვილს საქართველოში სტაბილურობის შენარჩუნებისა და მშვიდობის გადარჩენის გამო ებრძვიან? ღარიბაშვილს იმის გამო კი არ ებრძვიან, რომ მასზე უკეთესი პიროვნება მოიყვანონ, პირიქით, მას იმის გამო ებრძვიან, რომ ხელისუფლებაში ზელენსკის მსგავსი მოღალატე მოათრიონ, რომელიც რუსეთთან სამხედრო კონფრონტაციაში შესვლით უზარმაზარ სისხლსა და უბედურებას მოუტანს საქართველოს, რადგან დასავლეთს სწორედ რუსეთის ხელით დაღვრილი ეს სისხლი სჭირდება. საქართველოსაც გამოუყოფენ თანხებს ომის საწარმოებლად, აქაც შემოზიდავენ სამხედრო ტექნიკას, რომელსაც თქვენს შვილებს მიაჩეჩებენ ხელში და რუსეთთან იმ ომში ჩაითრევენ, უკანასკნელ ქართველამდე რომ გაგრძელდება. ისევე, როგორც უკრაინაში გრძელდება უკანასკნელ უკრაინელამდე. თქვენ, ვინც უკვე აჰყევით ან მომავალში აჰყვებით საქართველოს წინააღმდეგ მოწყობილ ამ პროვოკაციას, უნდა იცოდეთ, რომ თქვენი ქვეყნის გასაუბედურებლად დაგეგმილ პროვოკაციაში, თქვენი ქვეყნის მომავალ ტრაგედიაში აპირებთ  მონაწილეობას!

* ნუთუ ძნელია იმისი დანახვა, რომ ეს ხელოვნური ალიაქოთი საქართველოსა და ქართველი ხალხისთვის დაგებული ხაფანგია, მაშ, რატომ ყვებით და როგორ ატყუებინებთ თავ ამ გარეულ თუ შინაურ თაღლითებს?!

* ნუთუ ძნელია იმისი დანახვა, რომ ევროპელები და ამერიკელები სააკაშვილის დანაშაულებრივი რეჟიმის რესტავრაციას ცდილობენ?!

* ნუთუ ძნელია იმისი დანახვა, რომ უკრაინის ხელისუფლებაში საქართველოს, მეგობრები კი არა, დაუძინებელი მტრები არიან მოკალათებულ, რომლებიც ღარიბაშვილის მთავრობას რუსეთთან ომში ჩასათრევად ებრძვიან?!

* ნუთუ ძნელია იმისი დანახვა, რომ რუსეთის წინააღმდეგ უკრაინელი ფაშისტების მხარდამხარ მებრძოლი ქართველები იმ ფაშისტურ-ტერორისტულ-პროვოკაციულ ძალას წარმოადგენენ, რომელიც საქართველოს წინააღმდეგ იქნება გამოყენებული?!

* ნუთუ ძნელია იმისი დანახვა, რომ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსით გვაშანტაჟებენ და სასაკლაოსკენ ნახირივით გვერეკებიან?!

* ნუთუ ძნელია იმისი დანახვა, რომ საქართველოს ხელისუფლებაში სააკაშვილის მობრუნება რუსეთთან ომის ინსპირაციისთვის სჭირდებათ, რაზეც იგი ისევე წავა, როგორც 2008 წლის აგვისტოში წავიდა, ოღონდ ახლა მასშტაბები იქნება არნახულად გაზრდილი – ქართველთა გვამებით ისევე უნდა მოიფინოს საქართველოს ტერიტორია, როგორც უკრაინელთა გვამებით მოიფინა უკრაინის ტერიტორია. ეს გინდათ? ამაში ეხმარებით ბაიდენს, სტოლტენბერგს, ფონ დერ ლაიენს, ფონ კრამონს, ბორელს, კუბილიუსს, ზელენსკის, პოდოლიაკს, არახამიას და მათ მსგავს სხვა ფაშისტებსა და არამზადებს?!

ერთი რამ უდავოა: საქართველოს მთავრობა შეცდომებს უშვებს, მაგრამ დანაშაულს არ სჩადის! ამიტომ ქართველ ხალხს ახლა, როგორც არასდროს, მთავრობის გვერდით დარაზმვა გვმართებს, რომელიც მშვიდობისთვის, ქვეყნის სუვერენიტეტის მოპოვებისთვის და ეკონომიკური გაჯანსაღებისთვის იბრძვის. აი, რის გამო უწყობენ ათასგვარ პროვოკაციას და რატომ ცდილობენ ქვეყნის მართვის სადავეებიდან მის ჩამოცილებას…

P. S.  სტატიის დასკვნითი ნაწილის ჩამოყალიბება დავიწყე, ტელევიზორი ალაპარაკდა:

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მორიგი სახელმწიფო გადატრიალების შეთქმულების შესახებ იუწყება. სუსის განცხადებით, მიმდინარე წლის ოქტომბერდეკემბერში საქართველოშიევრომაიდნისმსგავსი სცენარის განხორციელება იგეგმება.

სუსის მტკიცებით, საქართველოში დესტაბილიზაციისა და სამოქალაქო არეულობის მოწყობისა და ძალადობრივი გზით ხელისუფლების შეცვლის ერთერთი ავტორი ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის, ვანო მერაბიშვილის, მოადგილე და ამჟამად უკრაინის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელის მოადგილე გიორგი ლორთქიფანიძე და მის დაქვემდებარებაში მყოფი ქართული წარმოშობის  პირები, მათ შორის მესამე პრეზიდენტის დაცვის ყოფილი წევრი მიხეილ ბატურინი და ასევე სააკაშვილის ახლო გარემოცვის წევრი, უკრაინაში მოქმედიქართული ლეგიონისმეთაური მამუკა მამულაშვილი რიან.

როგორც სუს-ი აცხადებს, აღნიშნული გეგმის განხორციელება იგეგმება უცხო ქვეყნების კოორდინაციითა და ფინანსური მხარდაჭერით. დესტრუქციული პროცესების დაწყების თარიღებად შერჩეულია მიმდინარე წლის ოქტომბერ-დეკემბრის პერიოდი, როდესაც უნდა გამოქვეყნდეს ევროკომისიის შუალედური და ევროკავშირის საბოლოო დასკვნა. სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად მომზადების შეთქმულთა მოლოდინი გათვლილია იმ გარემოებაზე, რომ გამოქვეყნებული დასკვნა იქნება უარყოფითი, რაც მათ განკარგულებაში არსებული საინფორმაციო ქსელებით, მთავრობისთვის ხელოვნურად დამაგრებული “პრორუსულობის” ლოზუნგით შექმნის ნაყოფიერ ნიადაგს საზოგადოებრივი მღელვარებისა და შემდგომი არეულობებისთვის.

გიორგი ლორთქიფანიძის მიერ შემუშავებული გეგმის შესასრულებლად გამოყენებული იქნებაუკრაინაში მებრძოლი ქართული წარმოშობის საკმაოდ დიდი ჯგუფი და დაინტერესებული მხარის ზეგავლენის ქვეშ მოქცეული ქართველი ახალგაზრდების ნაწილი“, რომელთა გადამზადებაწვრთნა მიმდინარეობს პოლონეთიუკრაინის სახელმწიფო საზღვრის მიმდებარედ. რევოლუციური სცენარისთვის გამოსაყენებელი ახალგაზრდული ჯგუფების მომზადების მიზნით გამოიყენება ორგანიზაციაკანვასი“, რომლის ბირთვსაც შეადგენს ორგანიზაციაოტპორი“. სწორედ ამ ორგანიზაციებმა წარსულში მიიღეს აქტიური მონაწილეობა სერბეთში განვითარებულ რევოლუციურ პროცესებში და შესაბამისად, რეგულარულად გამოიყენებიან სხვადასხვა ქვეყანაში ახალგაზრდების მომზადებასა და დესტრუქციულ პროცესებში ჩართვის მიზნით.

ხსენებული პირების მიერ განიხილება მოვლენათა განვითარების რამდენიმე სცენარი, რომლეიც მოიცავს . . კარვების ქალაქის მოწყობას, საქართველოში ცენტრალურ გამზირებსა და სტრატეგიულ ობიექტებთან ბარიკადების აღმართვას, სამთავრობო შენობების დაკავებაბარიკადირებასა და ასევე სხვა მართლსაწინააღმდეგო ქმედებებს, რომლებიც შეიცავ მძიმე პროვოკაციის ელემენტებს. კერძოდ, დადასტურებულად ცნობილია, რომ ორგანიზატორების მიერ განიხილება საქართველოში 2014 წელს უკრაინაში გამართული ,,ევრომაიდნისმსგავსი სცენარის განხორციელება. ცნობილია, რომგიორგი ლორთქიფანიძისა და მიხეილ ბატურინის ორგანიზებით აქციების მიმდინარეობის ადგილას, კერძოდ, . . კარვების ქალაქის ტერიტორიაზე, წინასწარ შერჩეულ კარავში შეტანილი იქნება ასაფეთქებელი მოწყობილობა, რომლის აფეთქებაც განზრახული აქვთ დანაშაულებრივი ქმედებების ორგანიზატორებს.

აღნიშნულმა, მათი დანაშაულებრივი გეგმის მიხედვით, უნდა გამოიწვიოს საპროტესტო აქციებში მონაწილე მშვიდობიან მოსახლეობასა და სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენელთა რიგებში მსხვერპლი. ტერორისტული აქტის განხორციელების შემთხვევაში, დესტრუქციული ძალები იმედოვნებენ, რომ მოხდება უმისამართო სროლა სამართალდამცავებსა და აქციის მონაწილეებს შორის, რაც ნოყიერ ნიადაგს შექმნის შემდგომი სამოქალაქო დაპირისპირებისთვის“.

არა, სტატიისთვის ამაზე უკეთეს დასკვნას მე ვერ დავწერდი, ამიტომ სუსის ამ განცხადებას სტატიის დასკვნით ნაწილად გთავაზობთ.

საქართველოში სახელმწიფო გადატრიალება დაიწყო. ახლა ყველაფერი მთავრობისა და ხალხის ერთიანობაზეა დამოკიდებული.

ვალერი კვარაცხელია                                                                                   

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here