Home ახალი ამბები მსოფლიო „უკრაინული ელიტა  უკვე იდაყვებს იჭამს  და ჯერჯერობით ჩუმად აგინებს  ზელენსკის“

„უკრაინული ელიტა  უკვე იდაყვებს იჭამს  და ჯერჯერობით ჩუმად აგინებს  ზელენსკის“

830

„კიდევ რამდენ ხანს  გაგრძელდება ომი? გულწრფელ უნდა იყო. ამ ომში გამარჯვების გზა გრძელი და რთული იქნება. 2-3 კვირას“, წლის ბოლომდე, “მომავალ გაზაფხულამდე” – ეს ყველაფერი სიმართლეს არ შეესაბამება. მზად უნდა იყო ხანგრძლივი ბრძოლისთვის. მოქალაქეები და ხელისუფლება – ყველა უნდა შეეგუოს ხანგრძლივ და რთულ ომს. მხოლოდ მაშინ გავიმარჯვებთ”.   ამაზი სიტყვები. ის უკრაინელმა პოლიტიკოსმა ირინა ვერეშჩუკმა (უკრაინის დროებით ოკუპირებული ტერიტორიების რეინტეგრაციის საკითხების მინისტრი – გ.გ)  წარმოთქვა. ამის შესახებ წერს დონეცკის სახალხო რესპუბლიკაში  რუსეთის გვარდიის მთავარი სამმართველოს  უფროსის მოადგილე ტელეგრამ-არხ   „Александр Ходаковский“-ში.

„ამ სპიჩში აღმაფრთოვანებს ის, რომ არც უკრაინის საზოგადოებასა და არც უკრაინის ხელისუფლებას არ აქვს  რამე ხანგრძლივის კეთების უნარი, თუ ეს,  პრინციპში, თავდადებას მოითხოვს და ასეთი რიტორიკა უკრაინაში ყოვლისმომცველი პანიკის საბაბია. მათ გამუდმებით კვებავდნენ: ჩვენ მალე გავიმარჯვებთ, ჩვენი ტანკები  მალე გაივლიან წითელ მოედანზე, დასავლეთი მალე დახმარებით დაგვახრჩობს  და ჩვენ ვიცხოვრებთ ისე, როგორც არასდროს გვიცხოვრია, მალე, მალე, მალე…  მოსახლეობა  უკვე ოცი მილიონია და  ევროკავშირს, მით უმეტეს, ნატოს პერსპექტივარ მოახლოვებულა, უკრაინული ელიტა კი უკვე იდაყვებს იჭამს  და ჯერჯერობით ჩუმად აგინებს  ზელენსკის.

როდესაც უკრაინელ ობივატელს ეუბნებიან, რომ უკანალში ცხოვრება, რომელშიც ის არის, უსასრულოდ  გაგრძელდება – ეს მის  მობილიზაციას კი არ უწყობს ხელს, არამედ  კლავს. მით უმეტეს, როცა საძულველი რუსეთი ომის დროს განაგრძობს გზების მშენებლობას დონბასში (!) და წყლის მილსადენების გაყვანას – ეს, საერთოდ, აუტანელია! ეს როგორ?! ჩვენ ხომ გვინდოდა ნათელი მომავალი და ამისთვის მაიდანზე ქვაბებში ვხტუნაობდით? რატომ ხდება, რომ რუსეთი, ამდენი  სანქციის მიუხედავად,  მუხლებზე კი არ დაეცა, არამედ ორიენტაციას აღმოსავლეთზე  იღებს და ვითარდება? განა ჩინელები 2013 წლის ბოლოს ჩვენ არ გვთავაზობდნენ მრავალმილიარდიან ინვესტიციებს აბრეშუმის გზის გასაყვანად, ხოლო რუსეთი 16 მილიარდს გვაძლევდა ეკონომიკის მხარდასაჭერად, ომისა და ქვეყნის ნგრევისთვის კი არა, როგორც  დასავლეთი გვაძლევს, არამედ სიცოცხლისა და კეთილდღეობისთვის? უკრაინის ექსპორტის 60 პროცენტი რუსეთზე მოდიოდა! ახლა კი პოლონელები უკრაინულ მარცვლეულს ქვეყნიდან არ უშვებენ…აბა, უკრაინელო სისხლისმწოველებო,  ჩვენი საერთო ქვეყნის მკვლელებო, დავიდა  თქვენს გონებამდე? კიდევ მეტს ელოდეთ!“

მოამზადა გიორგი გაჩეჩილაძემ

https://tgstat.ru/channel/@aleksandr_skif/2848

                                                           

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here