Home ახალი ამბები მსოფლიო უკრაინის შეიარაღებული ძალები მიზანმიმართულად ბომბავენ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ბირთვული საწვავის საცავს

უკრაინის შეიარაღებული ძალები მიზანმიმართულად ბომბავენ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ბირთვული საწვავის საცავს

70

ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურს (ზაეს) უკრაინის შეიარაღებული ძალების მხრიდან დარტყმების გამო კვლავ ემუქრება ბირთვული ავარიის საფრთხე. 19 და 20 ნოემბერს მას, სულ ცოტა, 30-ჯერ  დაესხნენ თავს. უკრაინის შეიარაღებული ძალები დამიზნებით ესვრიან გადამუშავებული ბირთვული საწვავის საცავს, სპეციალურ კორპუსს, რომელშიც სუფთა საწვავია განთავსებული, და სატრანსპორტო მაგისტრალებს. დაბომბვის შედეგად დაზიანდა დიზელის რამდენიმე სარეზერვო გენერატორიამ ინფორმაციას ტელეგრამარხი METAMETPИКА Z ავრცელებს.

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო რაფაელ გროსის სახით მხოლოდ შეშფოთებას გამოხატავს და მოუწოდებს, სადგურის გარშემო შეიქმნას უსაფრთხოების ზონა, შეწყდეს საომარი მოქმედებები. ასეთი უსაფრთხოების ზონის პერსპექტივაზე განაცხადა “როსატომის” გენერალურმა დირექტორმა ალექსეი ლიხაჩოვმაც, რომელმაც ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამ საკითხში ბევრი რამ არის დამოკიდებული ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოსა და კიევს შორის მოლაპარაკებების წარმატებით დასრულებასა და ამ საკითხის ვაშინგტონში მოწონებაზე. “მოწონებული იქნება თუ არა იქ, გაურკვეველია, მაგრამ ვაშინგტონსა და ზაპოროჟიეს შორის დიდი მანძილი აშშ-ის ხელმძღვანელებისთვის არ უნდა იყოს არგუმენტი უსაფრთხოების ზონის შესახებ გადაწყვეტილების დასამუხრუჭებლად”. კიევშიც განიხილავენ „უსაფრთხო ზონის“ საკითხს, მაგრამ მას სხვანაირად ხედავენ: ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე კონტროლი უნდა გადაეცეს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოსა და გაეროს (ანუ, ფაქტობრივად, უკრაინას). უკრაინის შეიარაღებული ძალები ენერგოდარის ტერიტორიაზე არ შევლენ, ობიექტის უსაფრთხოება ეუთომ ან გაეროს ცისფერმა ჩაფხუტებმა უნდა უზრუნველყონ.

 გიორგი გაჩეჩილაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here