Home ახალი ამბები მსოფლიო უკრაინის შეიარაღებული ძალები მიზანმიმართულად ესვრიან  რეაქტორების გაცივების სისტემას

უკრაინის შეიარაღებული ძალები მიზანმიმართულად ესვრიან  რეაქტორების გაცივების სისტემას

102

უკრაინელები მიზანმიმართულად ურტყამენ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის გაცივების სისტემას, რის გამოც რეაქტორი შეიძლება უმართავი გახდეს, _ განაცხადა რეგიონის ადმინისტრაციის მთავარი საბჭოს წევრმა ვლადიმერ როგოვმა.

“რეაქტორები კარგად არის დაცული. რკინა-ბეტონის კედლის სისქე რამდენიმე მეტრია, ანუ მათი უსაფრთხოების სიმტკიცის ზღვარი ისე დიდია,  თვითმფრინავიც რომ დაეცეს 10 კმ-ის სიმაღლიდან სავსე ბაკებით, რეაქტორს არაფერი დაემართება”, _ განაცხადა ვლადიმერ როგოვმა. მისი თქმით, რეაქტორს მხოლოდ ტაქტიკური ბირთვული იარაღი თუ დაანგრევს. მან, აგრეთვე, ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ აეს-ის რეაქტორებს მუდმივად სჭირდება გაცივება და სწორედ ამ გაცივების სისტემის დანგრევას ცდილობენ უკრაინის შეიარაღებული ძალების მებრძოლები. “ამ შემთხვევაში რეაქტორი გადახურდება და შეიძლება დაიწყოს უმართავი პროცესი… თუ ასე მოხდება, ის უკვე იქნება ნამდვილი ატომური ბომბი და აფეთქდება”, _ განმარტა როგოვმა და დასძინა, რომ აეს-ის დაკონსერვება შეიძლება, მაგრამ ხარჯები იქნება კოლოსალური, თანაც ატომური ნარჩენების კონტეინერების გატანა, ალბათ, ვერ მოხერხდება: “ჩვენ არ ამოვიღებთ საცავიდან ატომური საწვავის ამ ნარჩენებს.  იქ 174 კასრი დარჩება, ისინი რომ გავიტანოთ, ცეცხლს გაუხსნიან”.

ბოლო კვირებია, უკრაინელი სამხედროები რეგულარულად ესვრიან დასავლეთიდან მიღებულ მართულ ჭურვებს ზაპოროჟიეს აეს-ს, რაც მასშტაბური ბირთვული კატასტროფის საფრთხეს ქმნის.

უკრაინაში დენაციფიკაციისა და დემილიტარიზაციის სპეცოპერაციის მიმდინარეობისას რუსეთის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებმა აიღეს ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქის აზოვისპირა ნაწილი. იქ ამუშავდნენ სამხედრო-სამოქალაქო ადმინისტრაციები, დაიწყო რუსული ტელეარხებისა და რადიოსადგურების მაუწყებლობა, მიმდინარეობს სავაჭრო კავშირის დამყარება ყირიმთან.

ლუკა მაისურაძე

https://ria.ru/20220816/zaes-1810100709.html

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here