Home ახალი ამბები მსოფლიო უკრაინელებმა რუსეთის სანავთობე პლატფორმას ამერიკელების კარნახით დაარტყეს

უკრაინელებმა რუსეთის სანავთობე პლატფორმას ამერიკელების კარნახით დაარტყეს

110

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმაჩერნომორნეფტეგაზისსამ საჭაბურღილე პლატფორმას დაარტყეს. ექსპერტთა აზრით, კიევმა ფსონის გაზრდა გადაწყვიტა, მაგრამ ეს კარგს არაფერს მოუტანს.

20 ივნისს, დღის მეორე ნახევარში რუსმა სამხედროებმა საპასუხოდ ოდესასთან ახლოს მდებარე შკოლნის აეროდრომი დაბომბეს, რომლიდანაც, სავარაუდოდ, აფრინდნენ თვითმფრინავები, რომლებმაც ჭაბურღილებს დაარტყეს, ამასთანავე, ხარკოვში დაბომბეს ობიექტები.

უკრაინელებმა ნავთობის ჭაბურღილები მას შემდეგ დაბომბეს, რაც უკრაინის პრეზიდენტმა ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთს უპასუხებს ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის დაბომბვის გამო, რომელიც უკრაინის შეიარაღებულ ძალებს საწვავით ამარაგებდა.

ოპოზიციონერი უკრაინელი პოლიტიკოსის, ოლეგ ცარიოვის, თქმით, თუ რუსეთის ჯარები საპასუხოდ შეუტევენ უკრაინის ენერგორესურსების ობიექტებსა და ქვესადგურებს, ქვეყანა შეიძლება ელექტროენერგიის გარეშე დარჩეს. ცარიოვის თქმით, მოსკოვმა მხოლოდ იმიტომ არ შეუწყვიტა ელექტრომომარაგება უკრაინას, რომ არ სურს, კიდევ უფრო დაანგრიოს მისი ეკონომიკა. ექსპერტები დარწმუნებულნი არიან, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა სანავთობო პლატფორმებს ამერიკელების კარნახით დაარტყეს. ეს იწვევს კონფლიქტის ესკალაციას, რომლითაც დაინტერესებულია აშშ.

ლუკა მაისურაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here