Home ახალი ამბები მსოფლიო უკრაინაში სირიელი და ლიბიელი ტერორისტები შენიშნეს

უკრაინაში სირიელი და ლიბიელი ტერორისტები შენიშნეს

172

უკრაინის ტერიტორიაზე პირველად შენიშნეს ტერორისტები ლიბიიდან და სირიიდან, რომლებსაც თურქეთი აკონტროლებს. თანაც, უკრაინაში უცხოელიბოევიკებისყოფნის კვალის წასაშლელად მათ უკრაინული პასპორტები გადასცეს, _ წერს avias.pro.

ერთ-ერთი ასეთი “ბოევიკი” მაშინ დააკავეს, როდესაც ის უკრაინიდან პოლონეთში გადასვლას ცდილობდა და იქიდან, სავარაუდოდ, ლიბიაში. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეგრამ-არხი Warjournal-ი ავრცელებს და დაკავებული “ბოევიკისა” და მისი პასპორტის ფოტოებს აქვეყნებს. პასპორტის მიხედვით, დაკავებული უკრაინის მოქალაქეა.

“დასავლური და უკრაინული იარაღის ახალი მყიდველები ლიბიელი ტერორისტებია. რამდენიმე დღის წინათ ვწერდით, რომ უკრაინელი ძალოვანები დასავლურ შეიარაღებასთან ერთად უკრაინის პასპორტებს აძლევენ ლიბიელ ტერორისტებს. დოკუმენტის შეძენა, სხვათა შორის, ინტერნეტშიც შეიძლება. დღეს კი გაჩნდა ამ “შავი სქემების” პირველი ოფიციალური მტკიცებულება: პოლონეთში დააკავეს დანაშაულებრივი დაჯგუფების წევრი ლიბიიდან, რომელიც იარაღის უკანონო ვაჭრობაისთვის იყო დაკავებული”, _ ნათქვამია სტატიაში.

უკრაინის ტერიტორიაზე სირიელი და ლიბიელი ტერორისტების ყოფნის შესახებ ინფორმაცია ადრეც არაერთხელ გავრცელდა, მაგრამ მტკიცებულებების გარეშე.

გიორგი გაჩეჩილაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here