Home ახალი ამბები საქართველო უბადრუკობა უბადრუკობისა

უბადრუკობა უბადრუკობისა

322

ჯერ უბადრუკობა რა არის და უბადრუკობის უბადრუკობა რაც იქნება, ხომ წარმოგიდგენიათ  –  უბადრუკობაშიც უბადრუკი, ანუ ბეჩავზე ბეჩავი, უმწეოზე უმწეო.

დღევანდელი ქართული ჟურნალისტიკის უბადრუკობა ვის გაუკვირდება, მაგრამ 3 თებერვლის (2024 წ.) “ნოდარ მელაძის შაბათი” მართლაც უბადრუკობის უბადრუკობა იყო. განსაკუთრებით ის სიუჟეტი, მაქვს მხედველობაში, რომელიც კახა კალაძეს ეხებოდა. ეს უნდა ნახოთ, რადგან აღწერა იმ უბადრუკობისა,  როგორ სცადა მელაძის გუნდმა, კახა კალაძე ანკესზე წამოეგო, ჩემს ლიტერატურულ შესაძლებლობებს აღემატება. პროვოკაცია უბინძურესი საქმეა, მაგრამ მის მოწყობასაც ნიჭი სჭირდება. ყველაფერს სჭირდება ნიჭი, თვით უნიჭობასაც კი სჭირდება ნიჭის გარკვეული დოზა. აქ კი ისეთი უნიჭობა ვნახე, რომ მსგავსს ვერაფერს ვიხსენებ. სწორედ ამას ვუწოდე უბადრუკობა უბადრუკობისა.

მელაძემ და მისმა დირექტორებმა, რაკი მიხვდნენ, რომ .. ოპოზიცა (დასავლეთისმეხუთე კოლონა“) არჩევნებში ბიძინა ივანიშვილისა დაქართული ოცნებისდამმარცხებელი ვერ არის, როგორც ჩანს, ასეთი შესაძლებლობების მქონე კაცის პოვნა და მისი ამ საქმეში ჩართვა თავად მოინდომეს. არჩევნებს დიდძალი ფული რომ სჭირდება, იციან, მაგრამ მას მხოლოდ ფული რომ ვერ იგებს და პოლიტიკური კაპიტალიც რომ აუცილებელია, ესეც იციან. ამ დასკვნის გასაკეთებლად, სხვა რომ არაფერი, კეზერაშვილის და ხაზარაძის მაგალითებიც ჰყოფნით, რომლებსაც დიდი კაპიტალი აქვთ, მაგრამ, მიუხედავად ამისა, პოლიტიკაში სრულ არარაობებად დარჩნენ. ჰოდა, რაკი იციან, რომ დღეს პოლიტიკურ ბრძოლას ორი მთავარი ბერკეტი სჭირდება – ბიოგრაფიული და ფინანსური, კანდიდატურის შერჩევა სწორედ იმ პიროვნებათა შორის დაიწყეს, რომლებსაც ორივე ბერკეტი გააჩნია. არ ვიცი, ბევრი იფიქრეს თუ ცოტა, მაგრამ ფაქტია, რომ არჩევანი კახა კალაძეზე შეუჩერებიათ. კალაძეს ხომ ორივე სახის კაპიტალი აქვს – ფინანსურიც და პოლიტიკურიც. კალაძეს  კაპიტალი ქურდობით არ უშოვია, დიდი სპორტული და საფეხბურთო კარიერით მოიპოვა. გარდა ამისა, მან სწორი მიმართულების აღებითა და გამორჩეული საქმიანობით შესანიშნავი პოლიტიკური კარიერაც შექმნა. ის ქართველი ხალხის უმრავლესობისთვის არამხოლოდ წარსულში საყვარელი სპორტსმენი, არამედ დღევანდელი ავტორიტეტული პოლიტიკოსი და დედაქალაქის არჩეული მერია. მელაძემ და მისმა შეფებმა, როგორც ჩანს, იფიქრეს,  ასეთი მონაცემების მქონე კაცმა, საკუთარ გუნდს თუ უღალატებს და დაუპირისპირდება, შეიძლება მართლა შეძლოს ის, რასაც ეს ბრიყვი ოპოზიცია ვერ ახერხებსო. ლოგიკის გარკვეული მარცვალი ამ ჩანაფიქრში, ერთი შეხედვით, თითქოს არის, მაგრამ, საბოლოო ჯამში, მაინც უბადრუკი ჩანაფიქრია, რადგან განხორციელება არ უწერია. ამ ჩანაფიქრის განსახორციელებლად აუცილებელია კახა კალაძის იმ დონეზე გაცურება, რომ მან საკუთარ გუნდს უნდა უღალატოს და ამ არამზადების გვერდით დადგეს. ეს, რა თქმა უნდა, შეუძლებელია, მაგრამ პროვოკატორებმა, ჟარგონით რომ ვთქვათ, კალაძის აგდება გადაწყვიტეს. “თერთმეტი წელიწადია, რაც ივანიშვილს კალაძე სათადარიგო სკამზე ჰყავს”, – აცხადებენ ისინი. არადა, როგორ უნდა იკადროს ადამიანმა იმის თქმა, რომ კახა კალაძე  სათადარიგო სკამზე ზის და ძირითად შემადგენლობაში არ ათამაშებენ, როდესაც მასქართული ოცნებისმოსვლის დღიდან პარტიაშიც და მთავრობაშიც უმაღლესი თანამდებობები უკავია:

* მმართველი პარტიის გენერალური მდივნობა სათადარიგი სკამზე ჯდომაა?!

* იქნებ ენერგეტიკის მინისტრობაა სათადარიგი სკამზე ჯდომა?!

* აბა, ორმილიონიან დედაქალაქში მერის თანამდებობაზე ხალხი რომ აგირჩევს, ამას ჰქვია სათადარიგო სკამზე ჯდომა?!

კვლავ ჟარგონს უნდა მივმართო: ბიძინა ივანიშვილსა და კახა კალაძეს შორის “ჩორტის ჩაგდების” მცდელობაა ეს, ოღონდ უნიჭო და უბადრუკი მცდელობა! უბადრუკია არა იმის გამო, რომ ქართულ პოლიტიკურ ცხოვრებაში ღალატი უცხო ხილია, არამედ იმის გამო, რომ კახა კალაძე მათ მსუბუქ და ამჩატებულ პიროვნებად წარმოადგინეს, ამ შთაბეჭდილებას იგი არავითარ შემთხვევაში არ ახდენს; გარდა ამისა, არა მგონია, კახა კალაძის პოლიტიკურ ამბიციას დედაქალაქის არჩეული მერის პოზიცია დანიშნული პრემიერმინისტრის პოზიციაზე ნაკლებად აკმაყოფილებდეს; რაც მთავარია, კახა კალაძე სულაც არ ჰგავს იმ სულმდაბალ პიროვნებას, რომელი ქვეყნისთვის ასე კრიტიკულ ჟამს ხალხის სამსახურში დგომაზე მაღალ მისიად რომელიმე პოსტის დაკავებას მიიჩნევს. და კიდევ ერთი, განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელიც შეუძლებელია,  კახა კალაძეს არ ესმოდეს: მის მიერ ღალატის ჩადენის შემთხვევაში, სად არის გარანტია, რომ ბიძინა ივანიშვილი დამარცხდება და გამარჯვება კახა კალაძეს დარჩება? ასეთი გარანტია არ არსებობს. სამაგიეროდ, არსებობს სხვა (საპირისპირო) გარანტია. ასეთ შემთხვევაში აუცილებლად ბიძინა ივანიშვილი გაიმარჯვებს, არა მხოლოდ იმის გამო, რომ ქართველ ხალხს მოღალატე პოლიტიკოსები არ უყვარს, არამედ ბიძინა ივანიშვილის უცნაური ფენომენის გამო. ეს უცნაურობა იმაში მდგომარეობს, რომ საქართველოში თავმოყრილი და გარედან მართული უბინძურესი ძალის მიერ მისთვის გულუხვად ნასროლმა ტალახმა ივანიშვილის სახელი და პიროვნება  ვერ  შებღალა. ამ თვალსაზრისით იგი სტალინს მაგონებს, რადგან მსოფლიოს უბოროტესი ძალები რაც უფრო დიდხანს და მეტს ცდილობდნენ და ცდილობენ სტალინის სახელის შებღალვას, ხალხი მით უფრო ადიდებს მას. ივანიშვილის შემთხვევაშიც ასეა. რაც უფრო მეტად ცდილობენ მისი ღვაწლისა და მის მიერ ნაკეთები საქმის დამცირებას, ხალხის უმრავლესობა ივანიშვილთან საქვეყნო და სამომავლო გეგმებსა და იმედს აკავშირებს, გადარჩენისა და გამთლიანების იმედს აკავშირებს. ის დაქირავებული ვიგინდარები, რომლებიც ბიძინა ივანიშვილს ებრძვიან, ამ რეალობას ვერ ცვლიან, ივანიშვილის მიმართ საზოგადოების დადებით დამოკიდებულებას ძვრას ვერ უშვრებიან, მის ისტორიულ მისიაში ბზარის შეტანას ვერ ახერხებენ და ეს აცოფებთ. საზოგადოების რაღაც ნაწილში ივანიშვილის მიმართ (ისევე, როგორც ნებისმიერი ადამიანის მიმართ), რა თქმა უნდა, განსხვავებული აზრიც არსებობს, მაგრამ დომინანტური აზრი ყოველთვის მის სასარგებლოდაა. აი, ამ ვითარებაში სად არის გარანტია, რომ თუნდაც კახა კალაძე, მისი ძალიან კარგი სასტარტო პოზიციების მიუხედავად, ბიძინა ივანიშვილის დამარცხებას შეძლებს? ასეთი გარანტია კი არა, ასეთი თეორიული შანსიც არ არსებობს. რა გამოდის? კახა კალაძეს არა მხოლოდ ზნეობამ, არამედ გონებამაც უნდა უღალატოს, რომ წინასწარ წაგებულ ბრძოლაში ჩაებას, თანაც   ქვეყნისთვის საზიანო ბრძოლაში. რა შეატყვეთ კახა კალაძეს ისეთი, რომ ეს აკადრეთ? რატომ წარმოიდგინეთ, რომ იგი ამ უბადრუკ პროვოკაციას ვერ გაშიფრავს და თქვენ მიერ გადაგდებულ ანკესზე წამოეგება?! ამ უბადრუკი პროვოკატორების უბადრუკობაზე საკვირველი მათი უბადრუკობაა, ვინც ამ ყაიდის ჟურნალისტიკასა და ამ ყაიდის ჟურნალისტებზე დებს ფსონს და მათ ამ იაფფასიან შულერობაში წარმოუდგენლად ძვირს უხდის?!

ამ სტატიაზე მუშაობის პროცესში ტელეარხ “ფორმულას” ეთერში ფაშისტი ზელენსკის ადმინისტრაციის წარმომადგენელი, ვინმე პოდოლიაკი გამომეცხადა. გიორგი თარგამაძე უკრაინული ფაშიზმის მხარდამჭერ მორიგ ჟურნალისტურ “შედევრს” გვთავაზობდა, საიდანაც სპორტულად (შინაურულად) ჩაცმული პოდოლიაკი საქართველოს ახალ პრემიერმინისტრ ირაკლი კობახიძეს სააკაშვილის გათავისუფლებისკენ მოუწოდებდა. აი, ამგვარ ჟურნალისტიკაში იხდიან ნაქურდალ და ნაყაჩაღარ თანხებს მათი ბოსები. ამ სულგაყიდულმა ჟურნალისტებმა კი სამშობლოს სამსახურში დგომას სააკაშვილისა და კეზერაშვილის მსგავსი პოლიტიკური ნაძირლების სამსახურში დგომა არჩიეს იმ გასამრჯელოს გამო, რომელსაც მათ იუდას ვერცხლის სახით უხდიან. არა მგონია, რომ ინგა გრიგოლიას,  დიანა ტრაპაიძეს, ზაალ უდუმაშვილს, ნინო ჟიჟილაშვილს, ეკა კვესიტაძეს, ვახო სანაიას, გიორგი თარგამაძეს, ნიკა გვარამიას და მათი გუნდის დანარჩენ წევრებს ბიბლიასთან შეხება ჰქონდეთ, თორემ წაკითხული ექნებოდათ პავლე მოციქულის სიტყვები, რომლებიც მათზეა დაწერილი: უბადრუკი ადამიანი ვარ! ვინ დამიხსნის ამ სიკვდილის სხეულისგან?”

ვალერი კვარაცხელია                                                                                

P. S. როგორც კი სტატიაზე მუშაობა დავასრულე, გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქართველოში დააკავეს ოდესიდან ვორონეჟის მიმართულებით მოძრავი ტვირთი, რომელშიც ექვსი ასაფეთქებელი მოწყობილობა და დიდი რაოდენობით ასაფეთქებელი ნივთიერება აღმოაჩინეს. ტვირთი საქართველოში რუმინეთის, ბულგარეთისა და თურქეთის გავლით შემოვიდა. საქართველოს უშიშროების სამსახურის განცხადებით, დანაშაულებრივი ტვირთის ტრანსპორტირებაში მონაწილეობდნენ საქართველოს, უკრაინისა და სომხეთის მოქალაქეები.

ვ.კ.                                                                                    

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here