მთავარი პოლიტიკა “TV პირველი” თუ მეორე “რუსთავი 2”?

“TV პირველი” თუ მეორე “რუსთავი 2”?

1545
გააზიარეთ
“TV პირველი” თუ მეორე “რუსთავი 2”?

ყველაზე ტრაგიკომიკური აზრები, რომლებსაც საქართველოში ბოლო პერიოდში ვისმენთ, ეს არისნაციონალური მოძრაობისწარმომადგენელთა ტრაბახი მათ მიერ ჩატარებულ რეფორმაზე პოლიციაში; ასევე, ტელეკომპანიაV პირველისგანცხადებები იმის შესახებ, რომ ისინი ძალიან მიუკერძოებლები, ობიექტურები და დამოუკიდებლები არიან. ამ ორ ფენომენს, თითქოს არაფერი აქვს საერთო ერთმანეთთან, მაგრამ რეალურად, ორივე ერთი და იმავე სცენარის შემადგენელი მიზანსცენებია, თანაც ორივე ერთნაირად უტიფარი და დემაგოგიური.

მოდი, პოლიციით დავიწყოთ. ამ მიმართულებით ნაცები რა უტიფარ დემაგოგიასაც აწარმოებენ, ამას ყველაზე კარგად ასახავს გრიგოლ ვაშაძის ფრაზა. სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციის ცერემონიის პარალელურად სოფელ ველისციხესთან გამართული არნახული ნაცპროვოკაციის შესახებ ტელეკომენტარში თვითაღიარებულმაპრეზიდენტმავაშაძემ წარბები გაკვირვებით აზიდა დაშეშფოთებულმაწარმოთქვა: ნუთუ ეს არის პოლიცია?! ეს ის პოლიციაა, რომელიც ჩვენ, ჩვენმა ხელისუფლებამ, გავაკეთეთ?! თვალებს არ ვუჯერებ! რა არის ეს, როგორ იქცევიან ისინი? პოლიციამ შეგვიზღუდა გადაადგილების უფლება!”

ვაშაძის ასეთი აღშფოთების პასუხად მარტივად შეიძლება ითქვას: არა, ბატონოშტაბკვარწირავ”! ეს ნამდვილად არ არის ის პოლიცია, რომელიც თქვენ და თქვენმა ხელისუფლებამგააკეთეთ”. ის პოლიცია რომ ყოფილიყო, თქვენ მაგაღშფოთებულკომენტარსაც ვერგააკეთებდით”, რადგან თქვენცა და თქვენს მომხრეებსაც, სულ ცოტა, სამ ადგილზე _ ფეხებზე, ნეკნებსა და ყბებზე მძიმე მოტეხილობები გექნებოდათ, თუკი სულაც სადმე ველისციხის მთავარი მარკეტის სახურავზე არ შემოგდებდნენდენდარტყმულებს”!

მართლაც საოცარი და პარადოქსულია, როდესაც ნაციონალების ლიდერები ოპონენტებთან დებატებისას, ძირითადად, სწორედ პოლიციის რეფორმითა და ძალოვანი სტრუქტურების რეორგანიზაციით იწონებენ თავს. აბა, დაუფიქრდით: ნაცები ამაყობენ იმით, რამაც, ფაქტობრივად, დაასრულა და მოსპო მათი ხელისუფლება. აკი, სწორედ პოლიციის მიერ ქუჩებში დახვრეტილმა უდანაშაულო ადამიანებმა, პროკურორების მიერ ბიზნესმენებისთვის უკანონოდ ქონების წართმევის ფაქტებმა, ციხეებში ძალოვანების მიერ პატიმართა წამებამ დააკარგვინა ხელისუფლება მიშას და ნაცებს.

“ქურდული მენტალიტეტი დავამარცხეთო” _ თუკი ამას გაჰყვირი, მაშინ მოქალაქეებს იმ ქურდებზე და ყაჩაღებზე უარეს ძალად არ უნდა დაამახსოვრო თავი? ეს იგივეა, მე შენს სახლსა და ეზო-კარს შემოსეული ვირთხები გავანადგურო და გველები შემოგისიო. ის ქურდები და კრიმინალები მაგიდაზე პირდაღმა “სკოჩით” დაბმულ მამაკაცებს მაინც არ შეურაცხყოფდნენ.

ამიტომ კიდევ ერთხელ ვამბობ: ტრაგიკომიკური პარადოქსია, როდესაც ნაციონალების ლიდერები ტელეეთერში ოპონენტებთან კამათისასქურდების დამარცხებასადაპოლიციის რეფორმაზეამაყად საუბრობენ.

კიდევ ერთი სფერო, რომელმაც ნაცების რეჟიმს ბოლო მოუღო, დამოუკიდებელი მედიაა. მაგრამ მედიისა და თავისუფალი ჟურნალისტიკის მიმართულებით ნაცები ისე ჩასვრილები არიან, ვერც იმ ტიპის დემაგოგიას კადრულობენ, როგორსაც პოლიციის შემთხვევაში. როდესაც მედიაზე საუბრობენ, ნაციონალების ლიდერები უფრო იქით იხრებიან, რომ 2007-შიიმედისდარბევასშეცდომაუწოდონ და მრავალმნიშვნელოვნად დადუმდნენ.

სამაგიეროდ, ამ ნიშას დიდი და, ამასთანავე, ძალიან სასაცილო მონდომებით ეპოტინება “თV პირველი”. ფორმულა მარტივია: რა სჭირდება რევოლუციასა და გადატრიალებას? _ ძალოვანების დასუსტება და გავლენიანი მედიასაშუალება, რომელიც ხალხსდამოუკიდებელ”, “თავისუფალმედიასაშუალებად უნდა წარმოუჩინო. მართალია, ეს ძველი, “ვარდებისდროინდელი” მეთოდია, მაგრამ ნაცებისა და პირადად მიშას შეზღუდული აზროვნებით ამ მეთოდმა დღესაც ეფექტიანად უნდა იმუშაოს. მაშ ასე, ძალოვანების დასასუტებლად და საზოგადოების უარყოფითი განწყობის შესაქმნელად ზაზა სარალიძე და მალხაზ მაჩალიკაშვილი არიან შერჩეულნი, ამას დამატებული პატარ-პატარა პროვოკაციები, დემაგოგიები და ინტრიგანობები. აი, რუსთავი 2” კი უკვე აღარ გამოდგებათავისუფალი მედიასაშუალებისროლის სათამაშოდ. ჯერ კიდევ 2007-2008 წლებში ამ ტელევიზიამ უკვე გაიშიფრა თავი და მით უფრო 2012-ის შემდეგ მის გენერალურ დირექტორად ნაცპროკურორ ნიკა გვარამიას დანიშვნამ და მისმა ამაზრზენმა საქციელმა საბოლოოდ დაასამარა ამ ტელეკომპანიისთავისუფალიიმიჯისწორედ ამიტომ შეირჩა “TV პირველი”, რომლის ყველა გადაცემის ცქერისას უფრო ღრმავდება .. გონივრული ეჭვი, რომ ამ ტელევიზიის მესვეურები და ჟურნალისტები პირდაპირ არიანნაციონალებისგანმოსყიდულები.

“ქურდს ქუდი ეწვისო” _ პრინციპმა აქაც იმუშავა და ამ ბოლო პერიოდში ამ ტელევიზიის ჟურნალისტებმა საეჭვოდ ხმამაღლა და ხშირ-ხშირად დაიწყეს ყვირილი: არა ვართ ქურდებიო. ისინი უკვე დღეში ოცჯერ მაინც იმეორებენ და, თავიანთი ჭკუით, არწმუნებენ მაყურებელს, რომ “ნაცების ტელევიზიის” იარლიყი სულ ტყუილად მიაწება მათ საზოგადოებამ. “ჩვენ ზოგი ნაცების ტელევიზიას გვეძახის, ზოგი _ ქოცების ტელევიზიას”, _ რამდენიმეჯერ გაიმეორა ინგა გრიგოლიამ და დიანა ტრაპაიძეც, როგორც სჩვევია ხოლმე, აჰყვაკუმირისფეხის ხმას და ეს პოზიორული ფრაზა მანაც ატრიალა ეთერში.

გულით ვთხოვ ყველას: დამისახალეთ ერთი გადაცემა, ერთი სიუჟეტი, ერთი ფრაზა, ერთ სიტყვა მაინც, რომლის გამოც ვინმემ შეიძლება “TV პირველს” “ქოცების ტელევიზია” უწოდოს.

ახლა ვინმე მეტყვის, მაშინ პირიქით, ისეთი ფაქტი დაგვისახელე, რომლის გამოც შეიძლება ვინმემ “TV პირველს” “ნაცების ტელევიზია” უწოდოსო. კი ბატონო, იოლი სამსახურია!

აგერ მხოლოდ ბოლო ორი დღის მაგალითები:

ნინო ჟიჟილაშვილსა და ვახო სანაიას ჰყავთ სტუმრად ემზარ კვიციანი.

ბატონი ემზარი ამბობს: სულხან მოლაშვილმა თავად განაცხადა, რომ მის წამებაში უშუალოდ და პირადად გიგა ბოკერია იღებდა მონაწილეობას”. მას ფრაზა დასრულებულიც არ ჰქონდა, ორივე წამყვანი ეცა: “ბატონო ემზარ, ამას დამტკიცება უნდა! როდესაც ასეთ ბრალდებას აყენებთ, მტკიცების გარეშე ეს არ არის სწორი. ჩვენ ვერ ვიტყვით ვერაფერს ადამიანების წამებაზე ან სიცოცხლის მოსპობაზე, თუ არ გაგვაჩნია შესაბამისი მტკიცებულებები…” _ მოკლედ, ადამიანს ლაპარაკის საშუალება არ მისცეს. გრძელდება საუბარი სხვა თემაზე. რამდენიმე წუთის შემდეგ ემზარ კვიციანი საუბრობს “ქართული ოცნების” დადებით და უარყოფით მხარეებზე. ნინო ჟიჟილაშვილი და ვახო სანაია აწყვეტინებენ: ბატონო ემზარ, ნუთუ არ გაქვთ მკაცრი პროტესტი მმართველი პოლიტიკური ძალის მიმართ მათი მხრიდან პოლიტიკური ოპონენტების აშკარა ძალადობრივი შევიწროების გამო? ნუთუ ამხელა დანაშაულები და ასეთ სიმძიმის ზეწოლა პოლიტიკურად სხვაგვარად მოაზროვნეებზე, რასაცქართული ოცნებააწარმოებს, არ გიჩენთ პროტესტს? მოგეხსენებათ, მსხვერპლიც კი არის უკვე, მაგალითად, ზუგდიდის ერთერთი სკოლის დირექტორი ქალბატონი, რომელიც სწორედ პოლიტიკური ანგარიშსწორების მსხვერპლი გახდა…” (“TV პირველი”, 14 დეკემბერი).

ემზარ კვიციანი გაოგნებისგან ხმას რომ ვეღარ იღებდა, ეგ ერთია, მაგრამ მოდი, ჩვენც იგივე ნუ დაგვემართება და ვკითხოთ სანაიაჟიჟილაშვილის დუეტს _ თქვენ ეგფაქტიუკვე გამოკვლეული და დამტკიცებული გაქვთ? ანუ, ის რომ ზუგდიდის ერთერთი სკოლის დირექტორ ქალბატონზე მართლაც პოლიტიკური მოტივებით ხორციელედებოდა ზეწოლა, ეს თქვენთვის დამტკიცებულია და ამის მყარი არგუმენტები გაგაჩნიათ? თუ მხოლოდ სულხან მოლაშვილის წამების ფაქტს უნდა დამტკიცება და სხვისას არა? თუკი ის ვერ მტკიცდება, კონკრეტულად ბოკერიამ აწამა თუ არა მოლაშვილი, იგი, საზოგადოდ, ნაწამები ნამდვილად იყო, ეგ მაინც დადგენილი ფაქტია და იმ ქალბატონს კი, საერთოდ, დაემუქრა თუ არა ვინმე და მოახდინა თუ არა ვინმემ რაიმე ზეწოლა, დადგენილი არ არის. ადამიანს ანევრიზმა გაუსკდა და დაიღუპა. არც არავის არსად დაუბარებია, არც არავის არსად წაუყვანია და არც არავის უთქვამს, _ უნდა დაგაპატიმროთო. აი, სანაიამ და ჟიჟილაშვილმა, რომლებიც ასე “ობიექტურად” ითხოვენ არგუმენტებს სულხან მოლაშვილის შესახებ, უკვე “დაადგინეს” და “დაამტკიცეს”, რომ ზუგდიდელი სკოლის დირექტორი “პოლიტიკურმა ზეწოლამ” მოკლა. აქ არავითარი “არგუმენტები” აღარ არის საჭირო თურმე.

მითხარით, ძნელია დასკვნის გამოტანა, რომ ეს ორი “თავისუფალი ჟურნალისტი” სწორედ ნაცების დაკვეთას ასრულებს?

კიდევ უკეთესი: “ქართული ჟურნალისტიკის დედა” ინგა გრიგოლია სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციის დღეს აცხადებს: “ჩვენ ახლა ვუსმენდით “ქართული ოცნების” წარმომადგენელ ირაკლი სესიაშვილს, რომელიც ევროპული ტიპის ინაუგურაციის ცერემონიალზე, ევროპულ არჩევნებზე და ღირებულებებზე გვესაუბრებოდა, მაგრამ ვერ გეტყვით, რამდენად შეესაბამება ევროპულ ღირებულებებს ის, რასაც ჩვენ პარალელურ კამერაში ვხედავთ!” არადა, ამ დროსპარალელურ კამერაშივხედავთ იმას, რომ 200-ოდე აგრესიული ნაცი თავპირს ალეწავდა პოლიციის პიკეტს და პოლიციელები საპასუხოდ ხელკეტებსაც კი არ იყენებდნენ.

დავიჯეროთ, ინგა გრიგოლიამ არ იცის, რას იზამდა ამ დროს ყველაზე ვეროპული პოლიციაც კი?

აი, ეს არის საქმე და ასე იქცევა “TV პირველი”. მათი დავალებაა, სიტუაციის რაც შეიძლება მძაფრად წარმოჩენა; იმის ძახილი, რომ მმართველი ძალა არად დაგიდევთ ევროპულ ღირებულებებს. როდესაც მათ ეთერში საუბრობს ნაციონალი დიდი-დიდი ორჯერ, მოვალეობის მოხდის მიზნით, ფაქიზად, “ვითომ მწვავე” კითხვებით შეაწყვეტინებენ ხოლმე. ხოლო როდესაც “ქოცების” წარმომადგენელია ეთერში, ყოველ ნახევარ წუთში აწყვეტინებენ, უამრავ პროვოკაციულ კითხვას უსვამენ და აზრს ბოლომდე არ ასრულებინებენ.

ამის შემდეგ სასაცილოაTV პირველისმიერ მოხმობილიკვლევა,” რომელშიც ნათქვამია, რომ ეს ტელეკომპანია ყველაზე ობიექტური და მიუკერძოებელია. არადა, სწორედ ისაა ყველაზე დიდი ტყუილი, რომ ეს კვლევა გაერომ და ევროკავშირმა ჩაატარა, სინამდვილეში ეს სამი სამარცხვინო ქართული არასამთავრობო ორგანიზაციის შემოქმედებაა. მათ დასკვნაშიც მხოლოდ ის არის ნათქვამი, რომV პირველი” “თანაბრად უთმობს დროს ორივე ძირითად პოლიტიკურ ოპონენტს”. რაც შეეხება კვლევას იმის შესახებ, ამთანაბრად დათმობილ დროშიროგორ იქცევიან ტელეკომპანიის ჟურნალისტები, ვის რა კითხვებს უსვამენ და როგორ ცდილობენ, მაყურებელს შეუქმნან თავიანთი დამკვეთებისთვის სასურველი შთაბეჭდილება, არავის ჩაუტარებია.

ყველაზე კარგი და ობიექტური მკვლევარი კი ნეიტრალური მაყურებელია, რომელმაც სამართლიანად და დამსახურებულად მიანიჭა “TV პირველს” “რუსთავი 2”-ის ფილიალის სტატუსი.

ბაკურ სვანიძე

გააზიარეთ

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here