სომხეთში ირანის ყოფილმა ელჩმა კაზემ საჯადიმ განაცხადა, რომ ადრე, ყარაბაღში მიმდინარე შეიარაღებული კონფლიქტის დროს, თურქეთმა რეგიონში 4000 “ბოევიკი” და ტერორისტული ორგანიზაციის წევრი გადაიყვანა აზერბაიჯანის დასახმარებლად.
ალბათ, სწორედ ამან მისცა შესაძლებლობა აზერბაიჯანს, შეტევისას უპირატესობა მოეპოვებინა, განსაკუთრებით იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ მანამდე ეს “ბოევიკები” სირიის ტერიტორიაზე იბრძოდნენ, _ წერს avia.pro.
სომხეთში ირანის ყოფილმა ელჩმა აღნიშნა, რომ ტერორისტების გადასროლა სირიიდან აზერბაიჯანში ირანის საზღვართან ახლოს დაუშვებელია და თურქეთმა უნდა იცოდეს, რომ ეს ცეცხლთან თამაშია. აშკარაა, რომ ეს შეხსენებაა თურქეთისა და აზერბაიჯანისთვის, რომ თეირანი არ მოითმენს რეგიონში ასეთ ცვლილებებს, რადგან არ შეესაბამება ირანის ისლამური რესპუბლიკის ინტერესებს.
ამჟამად ყარაბაღში შედარებით სტაბილური ვითარებაა, მაგრამ აზერბაიჯანი, მისი მხრიდან მუქარების ფონზე, სავარაუდოდ, არაღიარებული მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის ტერიტორიის სიღრმეში შესაჭრელად ემზადება. დღეს რეგიონში სტაბილურ ვითარებას ინარჩუნებენ რუსეთისა და ირანის სამშვიდობო ძალები.
გიორგი გაჩეჩილაძე
https://avia.pro/news/turciya-perebrosila-na-granicu-s-karabahom-4000-boevikov-i-terroristov