Home ახალი ამბები მსოფლიო “თურქეთმა ნატოსთან კავშირი უნდა გაწყვიტოს”

“თურქეთმა ნატოსთან კავშირი უნდა გაწყვიტოს”

137

თურქული გაზეთი Cumhuriyet წერს, რომ ქვეყანამ ვერანაირი უპირატესობა ვერ მოიპოვა ნატოს წევრობით. ალიანსიდან თურქეთის გასვლა ნატოს პრობლემებს შეუქმნის, თურქეთს კი პლუსებს შესძენს.

“ნატო თურქეთის გარეშე ნიშნავს, რომ

* აშშის გეგმა შავი ზღვის შესახებ ნაგავია; უარს მიზანზე: გადავაქციოთ შავი ზღვა ნატოს ტბად;

* ნატოს გეგმების ჩაფუშვას კავკასიაში, ვერც ცენტრალურ აზიაში მიაღწევს დასახულ მიზნებს;

* რუსეთს, თურქეთსა და ირანს შორის თანამშრომლობის ინსტიტუციონალიზაციასა და სტრატეგიული თანამშრომლობის გაგრძელებას;

* თურქეთი გახდება დიდი ევრაზიული პარტნიორობის  ნაწილი;

* თურქეთი შევა ბრიჩსსა და თანამეგობრობის შანხაის ორგანიზაციაში;

* აშშ დაკარგავს შესაძლებლობას, დაშლის მუქარით აიძულოს თურქეთი, გაატაროს ისეთი პოლიტიკა, რომელიც აშშ-ისთვის სასარგებლოა”.

ქურთების სეპარატიზმის მხარდაჭერის გამო ფინეთისა და შვედეთის ნატოში შესვლის ბლოკირება ბოლო შანსია, რომელიც ანკარამ ვაშინგტონს მისცა, რათა შეცვალოს თავისი პოლიტიკა თურქეთის ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. ლაპარაკია აშშ-ის, ბრიტანეთისა და ისრაელის მხარდაჭერაზე ერაყის, ირანის, სირიისა და თურქეთის ტერიტორიებზე ქურთების დიდი კვაზი-სახელმწიფოების შექმნის პროექტის მიმართ. მოცემულ ეტაპზე ნატოს მექანიზმის მეშვეობით ვაშინგტონს თურქეთისთვის ლაგამი აქვს ამოდებული; ამასთანავე, ცდილობს, წაართვას მას ტერიტორია დიდი ქურთეთისთვის. ეს არ არის პატიოსანი ურთიერთობა პარტნიორის მიმართ, ამიტომ ანკარა დაფიქრდება ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსიდან გამოსვლაზე.

გიორგი გაჩეჩილაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here