Home ახალი ამბები თურქეთის ჯარმა უკან დაიხია

თურქეთის ჯარმა უკან დაიხია

2340

სირიელი ქურთების რაზმებმა თურქეთის ჯარს აფრინის მისადგომებთან წინააღმდეგობა გაუწიეს და უკან დაახევინეს. ქალაქიდან 65 კილომეტრის დაშორებით გამართულ ბრძოლაში თურქეთმა 24 სამხედრო და დაქირავებული მებრძოლი დაკარგა.

 

ამის შესახებ ინფორმაციას „დემოკრატიული სირიის ძალების“ მიერ გავრცელებულ კომუნიკეშია ნათქვამი.

„ამბოხებულებმა თურქეთის ჯარის და „სირიის თავისუფალი არმიის“ რაზმების შეტევა მოიგერიეს. თურქებმა დანაკარგი განიცადეს და უკან დაიხიეს“, – ნათქვამია კომუნიკეში.
21 იანვარს თურქეთის შეიარაღებული ძალების გენშტაბმა სირიაში, აფრინში ქურთთა ფორმირებების წინააღმდეგ სამხედრო ოპერაცია დაიწყო.
ავიაციამ 108 სამიზნე ობიექტზე მიიტანა იერიში, მათ შორის, აეროდრომზე, რომლითაც ამერიკა ქურთებს იარაღით ამარაგებდა.
დაბომბვის შედეგად, ცხრა ადამიანი დაიღუპა, თურქეთის მიერ ოპერაციის დაწყების პარალელურად, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ აფრინის რაიონიდან რუსი სამხედროების გაყვანის განკარგულება გასცა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here