Home რუბრიკები პოლიტიკა თუ ერი ვართ და არა უსახური არსებების ბრბო…

თუ ერი ვართ და არა უსახური არსებების ბრბო…

3431

არ ვიცი, რა ვუწოდო იმას, რაც 31 ოქტომბერს მოხდა საქართველოს დედაეკლესიის წმინდა სინოდში _ უხამსობა, თავხედობა, ნაძირალობა თუ რა? ნამდვილად არ ვიცი, რადგან ის, რაც ე.წ. მეუფე პეტრემ იკადრა, იმ სიბინძურეს, ვერაგობას სახელი არ აქვს. ერთი რამ, რისი თქმაც ახლა შეიძლება, არის ის, რომ ნანახითა და მოსმენილით საზოგადოება შოკირებულია. 

უნდა ვაღიარო, რომ მსგავს სიმხეცეს ყველაფრის მკადრებელი “ნაციონალ-ლიბერასტებისგანაც” არ ველოდი, მაგრამ, როცა წინამდებარე წერილზე მუშაობის დაწყების წინ თვალი გადავავლე მომხდარის პრეისტორიას, მივხვდი, რომ ჩემი ოპტიმიზმი ყველაფრის არკადრების მიმართ უსაფუძვლო ყოფილა. თურმე ჭეშმარიტებას ღაღადებდა რუსეთის ეკლესიის არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი), როცა ამბობდა: არ არსებობს ლიბერალზე უფრო მძვინვარე მხეციო…

ყველაფერი კი ე.წ. ვარდების რევოლუციის შემდგომ პირველი დღიდანვე დაიწყო, როდესაც საქართველოს ტელევიზიას გიგა ბოკერია, ლევან რამიშვილი, გიგი უგულავა და სხვა ლიბერასტები ესტუმრნენ და, როგორც იმ შეხვედრის ერთ-ერთი მონაწილე, ამჟამად პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ირმა ინაშვილი იხსენებს, ტელევიზიის ჟურნალისტებს უტიფრად დაავალეს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა და მისი საჭეთმპყრობელის _ უწმინდესისა და უნეტრესის დისკრედიტაციისთვის შესაბამისი ფილმებისა და თოქ-შოუების გაკეთება, რაზეც ირმა ინაშვილს კატეგორიული უარი განუცხადებია და პროტესტის ნიშნად დაუტოვებია კრებაც და შემდეგ _ სამსახურიც… მერე იყო და ბოკერიას ზონდერბრიგადამ (დავით კირკიტაძე, ძმები ახალაიაები, სანოძე და ა.შ.) მამა-მარჩენალი სოროსის საამებლად გლდანის ეკლესიის ალაყაფი “კრაზით” შეანგრია, მრევლი დაუნდობლად სცემა, ხოლო მონასტრის წინამძღვარი მამა ბასილი დააპატიმრა. თუმცა საქართველოს ეკლესიისა და პატრიარქის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი შეტევის დაწყება ყოფილ “კმარელსა” და უწიგნური “პროფესორის” _ თეა თუთბერიძის სახელს უკავშირდება და, ხმამაღალ ნათქვამად თუ არ ჩამითვლით, აქედანვე იწყება თქვენი მონა-მორჩილის ბრძოლა დედაეკლესიისა და კათოლიკოს-პატრიარქის მტრების წინააღმდეგ.

საზოგადოებას შევახსენებ, რომ სწორედ თეა თუთბერიძემ გამოაქვეყნა ინტერნეტსივრცეში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, რბილად რომ ვთქვათ, შეურაცხმყოფელი ვიდეო კლიპები, შემდეგ კი, 2009 წლის 18 ოქტომბერს, ტელეკომპანია “კავკასიის” პირდაპირ ეთერში განაცხადა: თუ პრეზიდენტებზე, რომის პაპსა და სხვა საჯარო პირებზე შეიძლება უხამსი კლიპების გადაღება, რუსეთის აგენტი პატრიარქი ვინ მიგდიაო?! “ფეისბუკში” მანვე გააკეთა თავისი გვერდი _ “მე მიყვარს ჩემი გეი-პატრიარქი”…

თუ არ ჩავთვლით პრესაში გამოქვეყნებულ რამდენიმე წერილს (მათ შორის, ჩემსასაც), ბუდარიხა თუთბერიძეს ეს ყველაფერი, რომ იტყვიან, ხახვივით შერჩა და მას შემდეგ დაუსჯელობის გარანტიით შეგულიანებულმა სხვა ბუდარა-ბუდარიხებმაც პატრიარქისა და დედაეკლესიის ლანძღვა-გინება ჩვეულებრივ ამბად აქციეს. თუნდაც “მწერალ” ზაზა ბურჭულაძის ნათქვამი რად ღირს, როცა ამ “პიდორ-ხლისტმა” უწმინდესისა და უნეტარესის ზოოპარკის გალიაში დამწყვდევა მოითხოვა…

ამ საჭირბოროტო თემის პულსზე ყოველთვის ედო ხელი (თუ ასე თქმა შეიძლება) “საქართველო და მსოფლიოს” რედაქციას, ხანდახან ჩემი სტატიების საშუალებითაც _ წლების განმავლობაში გამოქვეყნებულ წერილებს, აბა, ვინ მოთვლის და ამიტომ მხოლოდ იმ სტატიებს გავიხსენებ, რომლებიც, წინამდებარე წერილზე მუშაობისას, რომ იტყვიან, ხელდახელ შემომეფეთა ინტერნეტში. სტატიები, რომელთა მხოლოდ სათაურებს მოვიყვან ქვემოთ, არა სატრაბახოდ და საყელყელაოდ, არამედ იმ დინამიკის საილუსტრაციოდ, რომელმაც დღევანდელ კატასტროფამდე მიგვიყვანა. ზოგიერთ სათაურს მცირე კომენტარით შემოგთავაზებთ. მაშ ასე:

* მეუფე ყანდური” _ 2012 წლის სექტემბერი. სტატია, რომელშიც ვერაგობაში ვამხილე ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი მეუფე გრიგოლი, მეუფე პეტრეს “ძმა და პირის ზიარება”, ერისკაცობაში გურამ ბერბიჭაშვილი, სხვათა შორის, ჩემი თანაკლასელი, რომელსაც, თეა თუთბერიძის “ბუდარიხობისა” არ იყოს, მეტსახელად “ყანდური” მიეწება და ეს თიკუნი ყველა მიშარასტი, გნებავთ, ნაცისტი სასულიერო პირის სინონიმად იქცა…

* გადამწყვეტი შეტევა საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაზე”, 2015 წლის 21 ოქტომბერი;

* პიდორ-ხლისტები ეროვნული ცნობიერების წინააღმდეგ”, 2015 წლის 19 აგვისტო…

* გვყავს ჭყონდიდელი… არ გვყავს დავითი”, 2016 წლის 10 თებერვალი _ საზოგადოება მიხვდება, რომ “ჭყონდიდელში” მისი უწმინდესობაა ნაგულისხმევი და არა უწმინდური პეტრე (ყანდური), რომელსაც, ბედის ირონიით, დავით აღმაშენებლის აღმზრდელ გიორგი ჭყონდიდელის ტახტი ეკავა…

* როგორც აფთრები, ისე ელოდებიან მეუფე ყანდურები სიკვდილს პატრიარქისა”, 2017 წლის 31 იანვარი _ სტატია, რომელშიც ყანდურობაში ვამხილე მაღალი იერარქიის სასულიერო პირები. ამონარიდი სტატიიდან:

  1. ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის, ჩრდილოეთ ამერიკისა და კანადის მიტროპოლიტი დიმიტრი _ პატრიარქის ძმისშვილი და, მიუხედავად ამისა, ლიბერალი;
  2. ფოთისა და ხობის ეპარქიის მიტროპოლიტი გრიგოლი;
  3. ჭყონდიდის ეპარქიის მიტროპოლიტი პეტრე;
  4. ჭიათურისა და საჩხერის ეპარქიის მიტროპოლიტი დანიელი;
  5. ქუთაის-გაენათის ეპარქიის მიტროპოლიტი კალისტრატე.

ეს მიტროპოლიტები ლიბერალები არიან (მეტ-ნაკლებად), პატრიარქის კვერთხის დაუფლების მეტ-ნაკლები შანსით, მაგრამ ყოველგვარი მეტ-ნაკლებობის გარეშე ყველა მიშისტია.

* ნეოლიბერალთა ორკესტრირებული შეტევა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქზე”, 2019 წლის 13 მარტი _ ქრონოლოგიურად ამ ბოლო სტატიაში გამოვეხმაურე ე.წ. ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებულ დასკვნა-რეკომენდაციებს, რომლებიც ევროკომისიის მიერ ერის ჯერაც გაუგონარ შეურაცხყოფად აღიქვა ქართველმა საზოგადოებამ…

* საქართველოს პატრიარქი დადანაშაულებულია სიძულვილის ენით საუბარში, რადგან მან ლგბტ ღონისძიებებს ქართველი ერის შეურაცხყოფა უწოდა, ჰომოსექსუალიზმს კი _ დაავადება;

_ ევროკომისიის რეკომენდაციებში წუხილია გამოთქმული, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია სომხურ და კათოლიკურ ეკლესიებს სადავო ტაძრებს არ უბრუნებს”.…

ბოლოს ამ რეკომენდაცია-დასკვნის პასუხად თქვენი მონა-მორჩილის რეპლიცა-კომენტარი: რა ჰქვია ამ ყველაფერს? რისკენ მოგვიწოდებს ევროპული კომისია? რისკენ და თქვენი ღმერთი დაივიწყეთ, ჩვენი სატანა იწამეთ და, საერთოდაც, ქართველებმა “აახვიეთ” ღვთითკურთხეული, მარიამის წილხვედრი ქვეყნიდან, რათა დასავლეთის დარად საქართველოშიც ეშმაკმა იზეიმოსო”.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, ნათელია ის, რაც “ჩვენს მეგობარ” დასავლეთს აწუხებს, რა მუცლის გვრემაც სჭირთ შინაურ თუ გარეულ ნეოლიბერასტებს _ მათი გარყვნილი იდეოლოგიის მოწინააღმდეგე არის დედაეკლესია და მისი საჭეთმპყრობელი _ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, რომლის მხრებზეც დგას მართლმადიდებელი ეკლესიის ავტორიტეტი, ამიტომ დასავლელი ხლისტების პირველი სამიზნე ილია მეორეა და სწორედ მათ მიერ ჩანერგილმა აგენტმა, მეუფე პეტრე-ყანდურმა გაბედა და განაცხადა ის საშინელება _ საქართველოს პატრიარქი… არა, ნამდვილად ვერ გავიმეორებ იმას, რაც ამ ნაძირალამ იკადრა…

ეს განცხადება პაატა ცაავას თვითშემოქმედება კი არა ქართული ეკლესიის დასანგრევად გამიზნული წინასწარ დაგეგმილი “ტერორისტული აქტი” რომ იყო, მოწმობს ამა წლის სექტემბერში სტამბოლში ე.წ. მსოფლიო პატრიარქ ბართოლომეოსთან ცნობილი ხლისტების დელეგაციის სტუმრობა გიგი უგულავას, სერგო რატიანის, ბექა მინდიაშვილისა და კიდევ ერთი ხლისტის, რომლის ვინაობა არ ვიცი, შემადგენლობით. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქზე შეტევაც, სავარაუდოდ, ბართოლომეოსის რეზიდენციიდან მოდის…

ყველაფერი, რაც ნორმალური ადამიანისთვის გულისტკივილია, ლებერასტული ტელევიზიებისთვის სკანდალია და ამ სკანდალს ატრიალებდნენ წაღმა-უკუღმა ლიბერასტი ჟურნალისტები, რომელთა თოქ-შოუებში დროსა და ლექსიკაში შეუზღუდავად ყრანტალებდნენ თვითონ პეტრე-ყანდური და მისი თანამოაზრე ევრო და ნაციონალი ოპოზიციონერები. დიახ, დროსა და ლექსიკაში შეუზღუდავად _ სხვა დროს თუ გრიგოლიები სიტყვის თქმას არ გაცლიან და, თუ გაცალეს, სიტყვა პედერასტის გამო კორექტულობისკენ მოგიწოდებენ, ახლა პედერასტი სალამივით ისმოდა თოქ-შოუებში, რომლებშიც წამყვანებიც და სტუმრებიც მხარე იყვნენ, მხარე, რომელსაც “სიმართლისთვის დევნილი” პეტრე ერქვა _ “მთავარი” და “ტვ-პირველი” ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ, ვინ უფრო მეტ ოდიოზურ პირს ალაპარაკებდა, თანაც ოპონენტების გარეშე. რომელი ერთი ჩამოვთვალო? _ ელისო კილაძე თუ დავით ბერძენიშვილი, გიგი უგულავა თუ ათასი ჯურის “თეოლოგ-ექსპერტი”, რომელთა მთავარი საკითხი, პატრიარქის ენით უთქმელი შეურაცხყოფა კი არა, ის იყო, რატომ არ აღიარა წმინდა სინოდმა უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალია, შესაბამისად, რატომ არ ემიჯნება რუსეთის ეკლესიას საქართველოს ეკლესია.

ყველაზე მეტად მაინც რესპუბლიკელმა თამარ კორძაიამ დამამახსოვრა თავი, რომელმაც განაცხადა: მამათმავლობა დანაშაული არ არის და საქართველოს პატრიარქმა იმისთვის უნდა აგოს პასუხი, რომ საქართველოს ეკლესია რუსეთის გავლენის ქვეშ არისო. ანალოგიური რამის თქმა ე.წ. მესამე სექტორსა და სახალხო დამცველზეც შეიძლება _ ეს დასავლეთიდან გულუხვად დაფინანსებული მეხუთე კოლონა საქართველოში საჯაროდ უცხადებს თანადგომას “სიმართლისთვის დევნილ” მეუფე პეტრეს, რომელსაც, ეტყობა, არ ასვენებს გამჩენი და განაგრძობს პროვოკაციული განცხადებების კეთებას _ პატრიარქთან მოსანანიებელი არაფერი მაქვსო, რაც იმას ნიშნავს, რომ… მიხვდებით რასაც… ამ ნაძირალამ სულ გარეკა _ წმინდა სინოდის გამართვას ითხოვს, რომელზეც ან დამიმტკიცონ, რომ ცილისმწამებელი ვარ, ანდა მე დავამტკიცებ, რომ მართალი ვარ, მოწმეებს მოვიყვანო.

საკვირაო ქადაგებისას, ჩვენი მხცოვანი პატრიარქის შემხედვარეს, რომელმაც ხმის კანკალით მადლობა გადაგვიხადა ჩვენ, საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას, და არა მხოლოდ მართლმადიდებლებს, გული დამეწვა და ყელში ჯავრის გორგალი გამეჩხირა _ როგორ გაგვიბედა ამ ნაძირალა პაატა ცაავამ ასეთი სიბინძურის წამოყრანტალება?!

დარწმუნებული ვარ, მილიონობით ქართველს ქვეყნის შინ თუ მის გარეთ ერთი რამ აინტერესებს _ თუ დაისჯება მეუფედყოფილი ნაძირალა თუ ხახვივით შერჩება ერის სულიერი მამის ცილისმწამებლური შეურაცხყოფით წამოწყებული შეტევა ჩვენს ეკლესიაზე.

ქართველებს თუ ჯერაც გვქვია ერი და უსახური არსებების ბრბოდ არ ვქცეულვართ, პეტრე-ყანდურს მხოლოდ საეკლესიო სასჯელი არ უნდა ვაკმაროთ!

რაც შეეხება კითხვებს, საზოგადოებას ბევრი დაგვიგროვდა და იქნებ სწორედ იმ პასუხგაუცემელი კითხვების ბრალიც არის ის, რაც დღეს საქართველოს დედაეკლესიაში და მის გარშემო ხდება.

ეს კი ცალკე წერილის თემაა და მასზე საუბარს, თუ ღმერთმა ინება, გაზეთის მომავალ ნომერში ვაპირებ.

დავით მხეიძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here