Home სხვადასხვა დაიჯესტი ტრამპის ადმინისტრაცია მზად არის ცუდი სცენარისთვის

ტრამპის ადმინისტრაცია მზად არის ცუდი სცენარისთვის

509

ამერიკული მასმედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კონგრესში მიღებულია რეზოლუცია, რომლითაც სანქცირებულია პრეზიდენტ დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის პროცედურის ოფიციალურად დაწყება. 

რეზოლუცია ავალდებულებს რამდენიმე კომიტეტს, მათ შორის, დაზვერვისა და უცხოეთის საქმეების, განაგრძონ გამოძიება, ეწინააღმდეგებოდა თუ არა კანონმდებლობას ამერიკის პრეზიდენტის მოქმედება უკრაინის საკითხზე. გამოძიების შედეგების მიხედვით, წარმომადგენელთა პალატა მიიღებს გადაწყვეტილებას, არის თუ არა საკმარისი საფუძველი იმისთვის, რომ დონალდ ტრამპს გამოუცხადონ იმპიჩმენტი.

იმპიჩმენტის პროცედურის დაწყება სულაც არ ნიშნავს იმას, რომ დემოკრატები შეძლებენ ტრამპის გადაყენებას პრეზიდენტის პოსტიდან.

დემოკრატების კონტროლს დაქვემდებარებულმა აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ თავიდანვე ააგო მუშაობა ისე, რომ მიეღწია დონალდ ტრამპის იმპიჩმენტისთვის, _ განაცხადა თეთრი სახლის პრესმდივანმა სტეფანი გრიშემმა, ამასთანავე, მან იმედი გამოთქვა, რომ ვითარება დარეგულირდება.

“ყველაფრის მიუხედავად, _ დასძინა გრიშემმა, _ თეთრი სახლი მზად არის მოვლენების ცუდი განვითარებისთვის. რა თქმა უნდა, ჩვენ გვაქვს იმედი, ყველა შეიგნებს, რომ პრეზიდენტს ცუდი არაფერი ჩაუდენია, მაგრამ ჩვენ მზად ვართ იმპიჩმენტისთვის”.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here