კოლორადოში დააკავეს 19 წლის „ტრანსგენდერი”, რომელიც შტატის სამ სკოლასა და ეკლესიაში სროლის ატეხვას გეგმავდა. მას სურდა, გაჰყოლოდა სხვა „ტრანსგენდერის“ კვალს, რომელმაც ტენესის სამრევლო სკოლაში ექვსი ადამიანი მოკლა. ამის შესახებ წერს პოლიტოლოგ მალეკ დუდაკოვის ტელეგრამ-რხი „ Малек Дудаков“-ი.
დაკავებული ცდილობდა, დაემზადებინა ბომბი და დაებეჭდა იარაღი 3D პრინტერზე, შემდეგ კი სკოლებსა და ეკლესიებს დასხმოდა თავს. ის აქტიურად აკრიტიკებდა დონალდ ტრამპს სოციალურ ქსელებში, შინ ინახავდა მარქსისა და ენგელსის „კომუნისტურ მანიფესტს“. ახალგაზრდა “ტრანსგენდერებს” მიიჩნევენ რადიკალიზაციისკენ ერთ-ერთ ყველაზე მიდრეკილ ჯგუფად. ისინი უკვე შეეცადნენ, შტურმით აეღოთ კონგრესის შენობა, რომელშიც იღებდნენ კანონებს „ტრანსგენდერების“ დღის წესრიგის შეზღუდვის მიზნით. ახლა კი „ტრანსგენდერები“ ტერორისტებად გარდაიქმნენ. ამას თეთრი სახლი უწყობს ხელს. დიდი გამოხმაურება მოჰყვა ოფიციალურ განცხადებებს, რომლებშიც „ტრანსგენდერებს“ მოუწოდებდნენ, ყოფილიყვნენ „მრისხანე“ და „საკადრისი მიეზღოთ“ ოპონენტებისთვის. ეს ბევრმა შეაფასა, როგორც „ტრანსგენდერული“ რადიკალიზმის ღია მხარდაჭერა.
ბაიდენის ადმინისტრაციას „ტრანსგენდერების“ ლობის წნეხის ქვეშ შემოაქვს ახალ წესები, რომელთა მიხედვით არ შეიზღუდება „ტრანსგენდერების“ მონაწილეობა ქალთა სპორტში, მაგრამ რესპუბლიკურმა შტატებმა ამას ფედერალიზმის პრინციპების დარღვევა უწოდეს და განაცხადეს, რომ თეთრ სახლს სასამართლოში უჩივლებენ.
თუ რესპუბლიკელები 2024 წლის არჩევნებში გაიმარჯვებენ, ისინი ქვეყნის მასშტაბით აკრძალავენ როგორც არასრულწლოვანთა სქესის შეცვლის ოპერაციებს, ასევე „ტრანსგენდერების“ მონაწილეობას ქალთა სპორტში. ამის საპასუხოდ ფსიქიკური გადახრების მქონე “ტრანსგენდერი” რადიკალების მხრიდან ამერიკაში შეიძლება გახშირდეს ტერორის მოწყობის მცდელობები.
მოამზადა ლუკა მაისურაძემ
https://tgstat.ru/channel/@malekdudakov/5402