Home ახალი ამბები მსოფლიო “ტოიოტა” ყველას მოუწოდებს, თავიდან მოიშორონ ილუზია ელექტრომობილებზე მალე გადასვლის შესაძლებლობაზე

“ტოიოტა” ყველას მოუწოდებს, თავიდან მოიშორონ ილუზია ელექტრომობილებზე მალე გადასვლის შესაძლებლობაზე

255

იაპონურ ავტოგიგანტ “ტოიოტას” ჩრდილოამერიკული წარმომადგენლობის ერთ-ერთი ქვეგანყოფილების დირექტორი, როგორც ღეუტერს-იუწყება, აპირებს, განცხადებით გამოვიდეს აშშ-ის სენატის პროფილური კომიტეტის სხდომაზე და გააფრთხილოს ქვეყნის ხელისუფლება, არ დააწესოს ხანმოკლე ვადა ელექტრომობილების გამოყენებაზე გადასვლაზე. 

როგორც “ტოიოტას” წარმომადგენელი განმარტავს, ამ გზაზე ძალიან ბევრი წინააღმდეგობაა. ეს არის ბატარეების არასაკმარისი რაოდენობა და დამუხტვის განვითარებული ინფრასტრუქტურის არარსებობა, რაც მთავარია, სამომხმარებლო აღქმა და ელექტრომობილების შეძენის შეზღუდული ხელმისაწვდომობა.

შარშან, “ტოიოტას” წარმომადგენლის თქმით, აშშ-ში გაყიდული ავტომობილების მხოლოდ 2% იყო ელექტრომობილი. იაპონურ კომპანიას 20 წელიწადი დაჭირდა იმისთვის, რომ ჰიბრიდების ამერიკულ ავტოპარკში მანქანების რაოდენობას 4 მლნ-მდე მიეღწია. ამას გარდა, “ტოიოტას” არაერთხელ აღუნიშნავს, რომ ელექტრომობილები ექსპლუატაციაშიც უფრო ძვირია, ვიდრე შიგაწვისძრავიანი ჰიბრიდები, ამასთანავე, ელექტრომობილები უფრო ძლიერად აბინძურებს გარემოს ელექტროსადგურებისა და აკუმულატორების წარმოების გათვალისწინებით.

auto.rambler.ru-ზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა ლუკა მაისურაძემ

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here