Home ახალი ამბები საქართველო ტომას ჰენდრიკ ილვესი ირაკლი კობახიძეს – როცა ორმოში ხარ, შეწყვიტე თხრა, როცა...

ტომას ჰენდრიკ ილვესი ირაკლი კობახიძეს – როცა ორმოში ხარ, შეწყვიტე თხრა, როცა ასე ღრმად ხარ, უბრალოდ გააგრძელე ჩინეთამდე სვლა – ევროპას შენთვის ადგილი არ აქვს

289

ევროპას შენთვის ადგილი არ აქვს, – ასე მიმართა ესტონეთის ყოფილმა პრეზიდენტმა ტომას ჰენდრიკ ილვესმა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს ირაკლი კობახიძეს სოციალურ ქსელში.

მას „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე სტატია აქვს გაზიარებული სათაურით: „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე კარლ ბილდტზე პრემიერ-მინისტრის თავდასხმას აორმაგებს და მას „კორუმპირებულსა და საშიშს“ უწოდებს.

ილვესის თქმით, როცა ადამიანი ორმოშია თხრა უნდა შეწყვიტოს.

„როდესაც ორმოში ხარ, შეწყვიტე თხრა. როცა ასე ღრმად ხარ, უბრალოდ გააგრძელე ჩინეთამდე სვლა. ევროპას შენთვის ადგილი არ აქვს“,- განაცხადა ილვესმა.

ცნობისთვის, საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, კარლ ბილდტის ცოლის კომპანიას მილიონები აქვს წაღებული „ნაციონალური მოძრაობის“ დროს ბიუჯეტიდან, „დღეს კი გამოდის და გვმოძღვრავს“.

ამასთან, ირაკლი კობახიძის განცხადებით, კარლ ბილდტი „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი მთავარი ლობისტი იყო.

„კარლ ბილდტი „აიჭრა“, იმიტომ რომ ღარიბაშვილმა ზუსტად მიზანში მოარტყა! ეს არის ჩვეულებრივი კორუმპირებული კაცი, რაც დადასტურებულია დოკუმენტურად. ჩვეულებრივი კორუმპირებული კაცია, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი მთავარი ლობისტი იყო და ქვეყნის დაზიანებაზე აკეთა ფული წლების განმავლობაში“,- განაცხადა კობახიძემ.

https://www.interpressnews.ge/

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here