Home ახალი ამბები მსოფლიო The Times – დიდი ბრიტანეთი შეშფოთებულია, რომ აშშ-მა, საფრანგეთმა და გერმანიამ უკრაინას...

The Times – დიდი ბრიტანეთი შეშფოთებულია, რომ აშშ-მა, საფრანგეთმა და გერმანიამ უკრაინას რუსეთთან სამშვიდობო მოლაპარაკებებში მნიშვნელოვანი დათმობებისკენ უბიძგეს

132

დიდი ბრიტანეთი შეშფოთებულია, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, საფრანგეთმა და გერმანიამ უკრაინას რუსეთთან სამშვიდობო მოლაპარაკებებში მნიშვნელოვანი დათმობებისკენ უბიძგეს. ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა The Times-ი წერს.

გამოცემის წყაროს თანახმად, ბრიტანეთში შეშფოთებას იწვევს ის საკითხი, რომ მოკავშირეები „ზედმეტად სწრაფად“ ცდილობენ სამშვიდობო შეთანხმების მიღწევას, მაშინ როდესაც გაერთიანებულ სამეფოში მიიჩნევენ, რომ საკითხის დარეგულირება მაშინ უნდა მოხდეს, როდესაც უკრაინას ყველაზე ძლიერი პოზიციები ექნება.

როგორც The Times-ი წერს, სატელეფონო საუბარში ბორის ჯონსონმა პრეზიდენტი ზელენსკი გააფრთხილა, რომ ვლადიმერ პუტინი „მატყუარა და ხულიგანია“, რომელიც საუბრის პროცესს უკრაინის გამოსაფიტად და მისი მხრიდან დათმობების მისაღებად გამოიყენებს.

https://www.interpressnews.ge/

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here