Home სხვადასხვა დაიჯესტი The Sun: დიდ ბრიტანეთს რუსეთი კი არ ემუქრება, არამედ საკუთარი პრემიერმინისტრი

The Sun: დიდ ბრიტანეთს რუსეთი კი არ ემუქრება, არამედ საკუთარი პრემიერმინისტრი

1180
ტერეზა მეი

 “ცუდი დღეა? თავს ვერაფერს აბამთ? მოგბეზრდათ ყველაფერი? მე გეტყვით, ვის ბრალია: _ დაწყევლილი რუსების. მათი ბრალია ყველაფერი”, _ ირონიულად შენიშნავს The Sun –ის მიმომხილველი როდ ლიდლი. ეტყობა, ასეთია დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრ ტერეზა მეის ლოგიკა. იგი ცდილობს, თავისი ქვეყნის ყველა პრობლემაზე პასუხისმგებლობა  რუსეთს და მის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს დააკისროს.

ამას წინათ წარმოთქმულ სიტყვაში იგი შეეცადა, მიებაძა “რკინის ლედისთვის” _ მარგარეტ ტეტჩერისთვის და ასე მიმართა რუსეთს: “ჩვენ ვიცით, რაც გაქვთ ჩაფიქრებული”. “შემიძლია დაგენაძლეოთ, _ ასკვნის სტატიის ავტორი, _ რომ პუტინი შეკრთა კიდეც, ეს რომ გაიგონა”.

მეი დარწმუნებულია, რომ რუსეთი დიდ ბრიტანეთში განხეთქილების დასათესად იღვწის. “მე კი მეგონა, რომ ეს ყველაფერი ჩვენი ქვეყნის მთავრობის ბრალია, რომელსაც ჭკუა და დისციპლინა არ ჰყოფნის, როგორც გიბონების ჯგუფს, მაგრამ, ეტყობა, ვცდებოდი, რუსეთის ბრალი ყოფილა”, _ აღშფოთებულია ლიდლი.

ტერეზა მეიმ განაცხადა, რომ ბრიტანეთის პოლიტიკაში  რუსეთი ერევა. სანკტ- პეტერბურგში თურმე ზის კომპიუტერული სპეციალისტების ჯგუფი, რომელიც დროდადრო სოციალურ ქსელებში აქვეყნებს ისეთ მასალებს, რომლებიც მიმართულია ბრიტანელების საზოგადოებრივი აზრის შესაცვლელად. “შემაძრწუნებელი სიმართლეა! კოშმარი! პროპაგანდა! ვინ იფიქრებდა, რომ ასეთი რამ ხდება?” _ სიტყვას მოუჭრის ჟურნალისტი.

ტერეზა მეი მიანიშნებს, რომ რუსეთის “ფეიკურმა” (ცრუ) ახალმა ამბებმა უბიძგა ბრიტანელებს, ხმა მიეცათ თავიანთი ქვეყნის ევროკავშირიდან გამოსვლისთვის. ევროკავშირში დარჩენის მსურველებს ყური რომ დაუგდო, ამ გაერთიანების დატოვების მსურველები “არა მხოლოდ გონებაშეზღუდულები და გაუნათლებელი რასისტები არიან, არამედ პუტინის დამქაშები”, _ აღშფოთებულია როდ ლიდლი.

ავტორი შენიშნავს, რომ შეიძლება რუსეთი ავრცელებს კიდეც “ფეიკურ” ახალ ამბებს,  იმავეს აკეთებს ინგლისიც: “დაზვერვის ჩვენი სამსახურები კიბერომის ისეთივე ადეპტები არიან, როგორც რუსები. ჩვენ რუსეთს პროდასავლური პროპაგანდით ყოველდღიურად ვბომბავთ ჯერ კიდევ 1917 წლის ოქტომბრიდან”.

ლიდლის აზრით, რუსეთზე მეის თავდასხმები მხოლოდ საშუალებაა, თავის თანამემამულეებს დაავიწყოს, რომ იგი “ქვეყანას ისეთი  გაქნილი ქალის ოსტატობით მართავს, რომელსაც თავი მოახერხეს და ის ნაღების დესერტის დიდი ფიალით შეუცვალეს”.

“არის მიზეზები, რომელთა გამოც უნდა გვეშინოდეს პუტინის. იგი მართლაც დიქტატორია. მისი რეჟიმის მოწინააღმდეგენი ცუდად ამთავრებენ და რუსეთმა მართლაც მოახდინა ყირიმის ანექსია. ამის მიზეზი ქვეყნის საშინაო საქმეებში ევროკავშირის სულელურად და პროვოკაციურად ჩარევა რომც ყოფილიყო, _ ხაზს უსვამს ჟურნალისტი, _ უნდა ვაღიაროთ, რომ ბრიტანელებს პუტინი ურჩევნიათ მსოფლიოს მთელ რიგ ხელმძღვანელებს, მათ შორის, ჩრდილოეთ კორეის, ჩინეთის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის აზიის უმეტესი ქვეყნების ხელმძღვანელებს. ასე რომ, მოსკოვთან ურთიერთობის დაძაბვა “საშიშია და კონტრპროდუქტიული”. “პუტინი შეიძლება იყოს ძალიან სასარგებლო მოკავშირე ისლამიზმის წინააღმდეგ საერთო ბრძოლაში, მაგრამ არა, ყველა ხელსაყრელ შემთხვევაში ჩვენ ვცდილობთ, წარმოვაჩინოთ იგი, როგორც მტერი”.

რუსეთი ქვეყანაა, რომელმაც არცთუ დიდი ხნის წინათ “იმპერიის” სტატუსი დაკარგა. იგი მტრულ გარემოცვაში აღმოჩნდა. კარგის ქმნა თუ გვინდოდა, რუსეთი ჯერ კიდევ 1990-იანი წლების დასაწყისში უნდა მიგვეწვია ნატოში. ახლა უკვე გვიანია.

“მაგრამ ნუ ცდილობთ, გაგვასულელოთ, ტერეზა, როცა აცხადებთ, რომ რუსეთის ქმედება რეალური მუქარაა დიდი ბრიტანეთისთვის. რუსები არ გვემუქრებიან”, _ ასკვნის ლიდლი.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here