მთავარი მსოფლიო The Independent:ინგლისსა და უელსში ნარკოტიკებისგან სიკვდილის რეკორდი დამყარდა

The Independent:ინგლისსა და უელსში ნარკოტიკებისგან სიკვდილის რეკორდი დამყარდა

663
გააზიარეთ
სასწრაფო

ეს ინფორმაცია დიდი ბრიტანეთის ეროვნული სტატისტიკის სამმართველოს მონაცემებს ეფუძნება.

გამოქვეყნებული მასალებით, 2016 წელს ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ მყოფი ადამიანების გარდაცვალების 3744 შემთხვევა აღირიცხა, რაც 70-ით ჭარბობს წინა წლის მონაცემებს.

ნარკომანების უმეტესობა დოზის გადაჭარბებით დაიღუპა, ასევე _ ნარკოტიკების მოხმარების გამო ფსიქიკური აშლილობით გამოწვეული თვითმკვლელობით.

გარდაცვლილთა ნახევარზე მეტი მოიხმარდა ჰეროინს ან მორფინს, სხვები _ ანტიდეპრესანტებს, კოკაინსა და ამფეტამინებს.

მკვეთრად იმატა სიკვდილის შემთხვევებმა იმ ადამიანებისა, რომლებმაც დაიწყეს ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებებისა და სინთეთიკური ნარკოტიკების მიღება.

2016 წლის 20 აგვისტოს დიდი ბრიტანეთის სასაზღვრო კონტროლის სამსახურმა დააკავა გემი “ბიანკა”, რომელსაც გადაჰქონდა ტონაზე მეტი კოკაინი. ის დააკავეს ქალაქ ფალმუტის ნავსადგურში. კოკაინის პარტიის ღირებულება 80 მილიონ დოლარს აჭარბებდა.

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here