მთავარი მსოფლიო The Glob and mail: კანადელი აბორიგენები თავიანთ ქვეყანაში მეორეხარისხოვან ადამიანებად ითვლებიან

The Glob and mail: კანადელი აბორიგენები თავიანთ ქვეყანაში მეორეხარისხოვან ადამიანებად ითვლებიან

1000
გააზიარეთ
კანადა

კანადის თავმომწონე პრემიერმინისტრ ტრიუდოს, რომელიც აშშის ჯიბრზე აცხადებს, რომ მიგრანტებს, რომლებსაც ტრამპმა თავისი ქვეყნის საზღვრები ჩაუკეტა, სიხარულით მიიღებს, სინამდვილეში კანადის ძირითადი მცხოვრებნი, ინუიტები, სასიკვდილოდ ჰყავს განწირული.

The Glob and mail ამის დასამტკიცებლად ასახელებს აღმაშფოთებელ რეალობას, რომელშიც აქაური აბორიგენები ცხოვრობენ.

კანადაში ტუბერკულოზით დაავადებულთა კოეფიციენტი მოსახლეობის 100 ათას კაცზე 4,7 პროცენტია, ნუნავუტში _ 229,6 პროცენტი 100 ათას კაცზე, რაც საერთო მაჩვენებელზე 48-ჯერ მეტია. ნუნავუტი სამთაგან ერთ-ერთი ტერიტორიაა კანადის შემადგენლობაში, რომელიც უმთავრესად ინუიტებით, ძირძველი ხალხების ერთ-ერთი ჯგუფით, არის დასახლებული. ისინი ესკიმოს-ალეუტების ჯგუფს განეკუთვნებიან.

ტუბერკულოზი ცუდი სოციალურ-ეკონომიკური პირობების გამო ფართოდაა გავრცელებული კანადის ჩრდილოეთში, სადაც ადამიანები ცხოვრობენ მჭიდროდ დასახლებულ უბნებში, იკვებებიან ცუდად, ეწევიან ბევრს, და სადაც ბევრი ისეთი დაავადებაა გავრცელებული, როგორიც დიაბეტია, და ეს ჩვეულებრივ მოვლენადაა მიჩნეული. რისკფაქტორები, რომლებიც ტუბერკულოზის გაჩენას ხელს უწყობს, ერთგვარი რეზიუმეა ინუიტების ყოველდღიური ცხოვრების. ლეგენდარული ექიმის _ სერ უილიამ ოსლერის სიტყვებით: “ტუბერკულოზი სოციალური დაავადებაა სამედიცინო ასპექტით”.

ევროპელებთან კონტაქტამდე ინუიტებში ტუბერკულოზი საერთოდ არ არსებობდა, მაგრამ უკვე 1800-იან წლებში ეს დაავადება ადგილობრივი მოსახლეობის #1 მკვლელად მოგვევლინა. დღეს ნუნავუტსა და სხვა ადგილობრივ თემებში ტუბერკულოზის პროფილაქტიკასა და მკურნალობას ხშირად ხელს უშლის ენობრივი ბარიერი და სამედიცინო პერსონალის მიერ აბორიგენების მიმართ გულგრილი დამოკიდებულება, რაც კანადის მთავრობის პოლიტიკის პირდაპირი ანარეკლია.

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here