მთავარი დაიჯესტი The Economic Collapse: 2017 წელს აშშ-ის ეკონომიკის დასუსტების 11 მტკიცებულება

The Economic Collapse: 2017 წელს აშშ-ის ეკონომიკის დასუსტების 11 მტკიცებულება

1119
გააზიარეთ
დოლარი

ამერიკის ეკონომიკის დღევანდელი მდგომარეობა 2008 წლის კრიზისს ემსგავსება.

ბევრს კამათობენ იმაზე, თუ საით მიდის აშშ-ის ეკონომიკა ბოლოს და ბოლოს, მაგრამ ძირითადი რეფრენი მაინც ისაა, რომ წლეულს ქვეყნის ეკონომიკური პირობები შარშანდელთან შედარებით გაუარესდა. ვარაუდობენ, რომ პირველ კვარტალში აშშ-ის ეკონომიკური ზრდა ნულის ტოლი იქნება, დაიხურება ათასობით საცალო მაღაზია, სამრეწველო წარმოება დაქვეითდება, რესტორნებსა და ავტომობილების მწარმოებლებს კი ცუდი დრო დაუდგებათ. ყველგან, საითაც გაიხედავ, 2008 წლის კრიზისის ნარჩენებს აღმოაჩენ. კერძოდ:

1. პროგნოზის მიხედვით, 2017 წელს აშშ-ში დაიხურება 8 ათასი საცალო მაღაზია, რაც 2008 წლის პიკს 2 ათასით აჭარბებს;

2. საცალო მოვაჭრეების რაოდენობამ, რომლებმაც შეიტანეს განაცხადები გაკოტრების შესახებ 2017 წელს, შარშანდელ საერთო მაჩვენებელს უკვე საგრძნობლად გადააჭარბა;

3. 2017 წლის დასაწყისიდან აშშ-ში დაიხურა 4,5 მილიონი კვადრატული მეტრი სავაჭრო ფართი. წლის ბოლოსთვის გაუქმდება 13,6 მილიონი კვადრატული მეტრი, რაც 2010 წელს დამყარებულ რეკორდს გადააჭარბებს. მაშინ გაუქმდა 10,6 მილიონი კვადრატული მეტრი;

4. პროგნოზის მიხედვით, 2017 წლის პირველ კვარტალში აშშ-ის მშპ-ის ზრდა მხოლოდ 0,5 პროცენტს შეადგენს. თუ ეს ტემპი შენარჩუნდება წლის ბოლომდე, იგი უკანასკნელი რეცესიის მომდევნო პერიოდის ყველაზე ცუდი მაჩვენებელი იქნება;

5. ამერიკის რესტორნები რეცესიის შემდგომ პერიოდში უმძიმეს მდგომარეობაში აღმოჩნდა. მარტში სიტუაცია გაუარესდა: შარშანდელ პერიოდთან შედარებით სტუმრების რაოდენობა 5 პროცენტით შემცირდა. ფასებისა და მომსახურების გაძვირება კი იმ დონეზე, ეს დანაკარგი რომ შეივსოს, წარმოუდგენელია;

6. მარტში მრეწველობა აშშ-ში ბოლო 2 წელიწადში არნახული ტემპით შემცირდა;

7. აშშ-ის შრომითი სტატისტიკის ბიუროს მონაცემებით, თითქმის ყოველ მეხუთე ამერიკულ ოჯახში არ მუშაობს არც ერთი წევრი;

8. აშშ-ის ბიუჯეტის შემოსავლები ბოლო კრიზისის შემდეგ ყველაზე დიდ წინააღმდეგობას წააწყდა;

9. აშშ-ის თითქმის ყველა უდიდესი ავტომწარმოებლის მონაცემებით, მანქანების გაყიდვამ მარტში იკლო, ხოლო გაუყიდავი მანქანების მარაგმა რეცესიის შემდგომ პერიოდში ყველაზე მაღალ მაჩვენებელს მიაღწია;

10. ნახმარი ავტომანქანების ფასი არნახულად დავარდა;

11. ამერიკის მომხმარებელთა უმრავლესობა ქრონიკულ უფულობას უჩივის.CNN-ის მონაცემებით, ყოველი ათი ამერიკელიდან ექვსს არ აქვს საკმარისი ფული, 500 დოლარი მაინც რომ გადაინახოს, სავარაუდოდ, შესაძლებელი ხარჯების დასაფარად.

ბევრს ეიმედება, რომ ჩვენი პოლიტიკოსები ვაშინგტონში შეძლებენ მდგომარეობის გამოსწორებას მანამდე, სანამ გვიან არ არის, მაგრამ საჭირო ღონისძიებების სასწრაფოდ განხორციელებაზე ფიქრიც კი არარეალურია.

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here