Home სხვადასხვა დაიჯესტი The daily Caller: აღდგომის დღესასწაული ჩიკაგოში თავისებურად აღნიშნეს

The daily Caller: აღდგომის დღესასწაული ჩიკაგოში თავისებურად აღნიშნეს

ჩიკაგო

აშშის სიდიდით მესამე ქალაქ ჩიკაგოში ბანდიტიზმი ძველებურად დათარეშობს.

აღდგომის უქმე დღეებში ძალადობის მორიგი აფეთქების შედეგად ჩიკაგოს 34 მოქალაქე დაიჭრა. 23 ადამიანმა ნატყვიარი ჭრილობა მიიღო შაბათის საღამოდან კვირა დილამდე განვლილ შვიდსაათიან პერიოდში. ერთი ადამიანი დაიღუპა. დაჭრილთა შორის არის 14 წლის ბიჭი, რომელსაც ორმა მამაკაცმა ესროლა.

უკანასკნელი 17 წლის განმავლობაში ჩიკაგო ძალადობით გამორჩეულ ქალაქებს შორის პირველობს. საახალწლო ზეიმის დროს ქალაქში 46 ადამიანი დაჭრეს, 5 _ მოკლეს.

მარტინ ლუთერ კინგის დღის აღნიშვნისას 39 ადამიანი იქნა ჰოსპიტალიზებული, 10 გარდაიცვალა ნატყვიარი ჭრილობების გამო.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here