მთავარი მსოფლიო The American Conservative: ჩერნოგორიის ნატოში გაერთიანება შეცდომაა

The American Conservative: ჩერნოგორიის ნატოში გაერთიანება შეცდომაა

737
გააზიარეთ
ნატო

ჩერნოგორიას ნატოს კარი გაეხსნა მას შემდეგ, რაც აშშის სენატმა დიდი უმრავლესობით ხმა მისცა ბალკანეთის ამ ციცქნა სახელმწიფოს ალიანსში გაწევრებას. რატიფიცირებას მხარი დაუჭირა 97 სენატორმა, წინააღმდეგი მხოლოდ ორი იყო _ რენდ პოლი და მაიკ ლი. ორივე სენატორი რესპუბლიკელია.

პოლმა თავისი პოზიცია დაასაბუთა იმით, რომ ჩერნოგორიის ნატოში გაერთიანებამ შეიძლება გაამწვავოს ურთიერთობა მოსკოვთან, ომიც კი, რადგან, კოლექტიური თავდაცვის ნატოს პრინციპიდან გამომდინარე, ერთ-ერთ მოკავშირეზე თავდასხმა ნიშნავს ყველაზე თავდასხმას.

უმრავლესობის პოზიცია კი ემყარება მოსაზრებას, რომლის თანახმად, ჩერნოგორიას, თავისი სიმცირის მიუხედავად, სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს. რუსეთის ყოფილი მოკავშირე ეს ქვეყანა მდებარეობს დასავლეთისა და მოსკოვის დაპირისპირების შუაგულში. ნატოში ჩერნოგორიის შესვლა საშუალებას მისცემს ალიანსს, განავრცოს თავისი საზღვრები ადრიატიკის სანაპიროს გასწვრივ.

რეალისტური პოზიციის მიხედვით კი, ჩერნოგორიის ნატოში გაერთიანება ალიანსს არაფერს არგებს. უაზრობაა უსაფრთხოების გარანტიის გავრცელება ქვეყანაზე, რომელსაც არ ძალუძს, აშშ-ის ან ალიანსის უსაფრთხოება რამენაირად გააძლიეროს. ამ თვალსაზრისით, “სენატმა არ შეასრულა თავისი ერთ-ერთი ძირითადი ვალდებულება, ჩვენი ქვეყნის მიმართ რომ აქვს დაკისრებული, _ წერს The American Conservative და ასკვნის, _ ჩვენ მივესალმებით სენატორებს: რენდ პოლსა და მაიკ ლის, რომლებმაც ხმა არ მისცეს ნატოს უაზრო და არასასურველ გაფართოებას… ჩერნოგორიის ალიანსში ჩართვა იყო შეცდომა, რომლის აცილება თავიდანვე შეიძლებოდა. იმის იმედიღა შეიძლება გვქონდეს, რომ ეს ნატოს ექსპანსიის ბოლო რაუნდი იქნება”.

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here