მთავარი პოლიტიკა The American Concervative: ნატოს შემდგომი გაფართოების არგუმენტები არ არსებობს

The American Concervative: ნატოს შემდგომი გაფართოების არგუმენტები არ არსებობს

977
გააზიარეთ
ნატო

სენატორი პოლი აცხადებს, რომ მან აიძულა აშშის სენატი, განეხილა საკითხი ნატოს გაფართოებაარგაფართოების შესახებ. ყოველ შემთხვევაში, მისი მცდელობა ქებას იმსახურებს, წერს გამოცემა.

საქმე, კერძოდ, ჩერნოგორიის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში მიღებას ეხება. ექსპერტები მიიჩნევენ, რომ დადებითი გადაწყვეტილება ამ ორგანიზაციის ჩვეულებრივი სტანდარტების მიხედვითაც კი შეუძლებელი იქნება. აშშ-მა არ უნდა განავრცოს უსაფრთხოების გარანტიები იმ სახელმწიფოების მიმართ, რომლებსაც დაცვა არ სჭირდება. ამ საკითხზე კამათი ხშირად რუსეთთან დაპირისპირების ჩარჩოში მიმდინარეობს, მაგრამ ორ სახელმწიფოს შორის არსებული ანტაგონიზმი არ არის საკმარისი საფუძველი საიმისოდ, რომ ალიანსს ახალი წევრი დაემატოს. მიზეზებს, რომელთა გამოც ჩერნოგორიის ადგილი ნატოში არ არის, რუსეთთან საერთო არაფერი აქვს.

ჩერნოგორიას დაცვა არ სჭირდება, ხოლო მისი წვლილი ნატოს საქმიანობაში უმნიშვნელო იქნება. ნატოში ახალი წევრის მიღება უაზრობაა, როცა ამ ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობა აღნიშნული იდეის ან მოწინააღმდეგეა, ან მისდამი გულგრილადაა განწყობილი. ჩერნოგორიის ჩართვა ალიანსის ვერც ერთ წევრს ვერ გააძლიერებს, პირიქით _ გაალაღებს ახლადმიღებული ქვეყნის კორუმპირებულ მთავრობას, რომელიც ავტორიტარული ტენდენციით გამოირჩევა.

სენატორ რედ პოლის კოლეგებს არ უნდა გაუკვირდეთ, რომ მას არ სურს ნატოში ასეთი სუსტი კანდიდატურის მიღება.

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here