Home ახალი ამბები საქართველო თეიმურაზ მაკარიძე: პატრიოტულმა ძალებმა უნდა შეძლონ გაერთიანება, რადგან საქართველოს ყველა მხრიდან უტევენ....

თეიმურაზ მაკარიძე: პატრიოტულმა ძალებმა უნდა შეძლონ გაერთიანება, რადგან საქართველოს ყველა მხრიდან უტევენ. საჭიროა, თანამოაზრეთა ერთობა. ქვეყანა გადასარჩენია!

471

ამა წლის 9 ნოემბერს საქართველოს პარლამენტის ბიბლიოთეკაშიეროვნული ერთიანობის სათათბიროსინიციატივით გაიმართა კონფერენცია, რომელსაც სხვადასხვა ორგანიზაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

დამსწრე საზოგადოების წინაშე საინფორმაციო მოხსენებით წარდგა “ეროვნული ერთიანობის სათათბიროს” თავმჯდომარე თეიმურაზ მაკარიძე, რომელმაც ვრცლად ისაუბრა ქვეყანაში შექმნილ პრობლემებზე. ის თითქმის ყველა სფეროს შეეხო და განიხილა პრობლემების არსი და მნიშვნელობა. თეიმურაზ მაკარიძის მოხსენებას ლაიტმოტივად გასდევდა პატრიოტული ძალების გაერთიანების უმნიშვნელოვანესი საკითხი. “პატრიოტულმა ძალებმა უნდა შეძლონ გაერთიანება, რადგან საქართველოს ყველა მხრიდან უტევენ. საჭიროა, თანამოაზრეთა ერთობა. ქვეყანა გადასარჩენია!” _ განაცხადა თეიმურაზ მაკარიძემ.

კონფერენციაზე ვრცელი სიტყვით წარდგა ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, “საქართველოს მთიელთა ასოციაციის” თავმჯდომარე გიორგი ჭინჭარაული.

კონფერენციის მონაწილეთათვის საინტერესო იყო საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორ თემურ მაისურაძის გამოსვლა, რომელმაც ელექტრონული ფულის დადებით და უარყოფით მხარეებზე ისაუბრა.

კონფერენციის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი იყო ემიგრანტების ჩართვები სხვადასხვა ქვეყნიდან _ იტალიიდან, ესპანეთიდან, რუსეთიდან… იტალიაში 21 წლის წინათ გადახვეწილმა პედაგოგმა ნორა მორბედაძემ და ესპანეთში მცხოვრებმა ნანა გოგალაძემ, რომელიც “მსოფლიო ქართველ ემიგრანტთა ალიანსის” დამფუძნებელია, განაცხადეს, რომ საქართველოს არ შესწევს თავისი მოქალაქეების რჩენის უნარი, ხელისუფლებები არაფერს აკეთებენ ემიგრანტთა დასაბრუნებლად. ისაუბრეს იმაზეც, როგორ უჭირთ უცხოეთში მცხოვრებ ეთნიკურ ქართველებს და რომ ევროპისკენ სწრაფვა ჩვენი ქვეყნისთვის კარგი არ არის, რადგან თვითონ ევროპას უჭირს…

რუსეთთან ინტეგრაცია, რუსეთთან ურთიერთობის მოგვარება ურჩია ქართველ ხალხსა და ხელისუფლებას ქალაქ ნოვოჩერკასკში მცხოვრებმა ქართველმა მამუკა მაკარიძემ. “რუსეთი არ დაინგრა, მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე ქვეყანას ერთდროულად ებრძვის ნამდვილ თუ საინფორმაციო იმში. რუსეთი ფეხზე დგას… რუსეთს არ სურს საქართველოს დაშლა-დანაწევრება, არ სურს აფხაზეთისა და ოსეთის მიერთება და საქართველოსგან სამუდამოდ მოწყვეტა. საჭიროა რუსეთის ხელისუფლებასთან დიალოგი…” _ განაცხადა მამუკა მაკარიძემ.

მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა, აკადემიკოსმა, ადამიანის ეკოლოგიის დაცვის ექსპერტთა საბჭოს თავმჯდომარე თინა თოფურიამ ხელახალი პანდემიის საფრთხეებზე ისაუბრა. მან ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ საქართველოს ხელისუფლება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციებს უსიტყვოდ ასრულებს, რაც საშიშია. აცრები, რომელთა რეკლამაც დღეს საქართველოში მიმდინარეობს და რომელთა აუცილებლობაზეც საუბრობენ, მაგალითად, პაპილომის საწინააღმდეგო აცრა, უშვილობას იწვევს და ეს არავითარ შემთხვევაში ბავშვებს არ უნდა გაუკეთონ. მან თავისი გამოსვლის ბოლოს დამსწრე საზოგადოებას დახმარება სთხოვა, შეიქმნას პეტიცია ხელმოწერებით, რათა საქართველომ თავიდან აიცილოს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტივების შესრულება, რომლებიც ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისთვის დამღუპველია.

კონფერენცია დისკუსიით დასრულდა. აღსანიშნავია, რომ რამდენიმესაათიან ღონისძიებას ლაიტმოტივად გასდევდა უმნიშვნელოვანესი საკითხი _ პატრიოტულ ძალთა გაერთაინება ქვეყნის დასაცავად და გადასარჩენად…

მოამზადა ეკა ნასყიდაშვილმა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here