Home ახალი ამბები საქართველო თეა წულუკიანი: ყველაფერს აკეთებს ჩვენი მოწინააღმდეგე პოლიტიკური ძალა, იმისთვის რომ საზოგადოება კიდევ...

თეა წულუკიანი: ყველაფერს აკეთებს ჩვენი მოწინააღმდეგე პოლიტიკური ძალა, იმისთვის რომ საზოგადოება კიდევ მეტად დახლიჩოს, კიდევ მეტად გააღიზიანოს

31

თეა წულუკიანი გუშინ, აშშ-ის საელჩოში მიღებაზე მომხდარ ინციდენტს ეხმაურება. ვიცე-პრემიერის თქმით, მმართველი გუნდის მოწინააღმდეგე პოლიტიკური ძალა საზოგადოების გაღიზიანებას და ამით ხელის მოთბობას ცდილობს.

„ყველაფერს აკეთებს ჩვენი მოწინააღმდეგე პოლიტიკური ძალა, იმისთვის რომ საზოგადოება კიდევ მეტად დახლიჩოს, კიდევ მეტად გააღიზიანოს, დააპირისპიროს ერთმანეთთან სხვადასხვა ჯგუფები, იქნება ეს სოფლად, ქალაქად, უნივერსიტეტში თუ ამერიკის საელჩოს მიღებაზე და ამით მოითბოს ხელი“, – აცხადებს წულუკიანი.

ამერიკის საელჩოს შენობაში „ტვ პირველის“ დამფუძნებელ ვატო წერეთელსა და „ქართული ოცნების“ დეპუტატ ანრი ოხანაშვილს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.

https://imedinews.ge/

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here