Home ახალი ამბები საქართველო “თბილისი – ყველაზე უფრო ცუდი ქალაქი, რომელშიც ჩემი მოგზაურობის დროს ვიყავი” –...

“თბილისი – ყველაზე უფრო ცუდი ქალაქი, რომელშიც ჩემი მოგზაურობის დროს ვიყავი” – ახალგაზრდა ტურისტის შთაბეჭდილება

780

ახალგაზრდა რუსი ტურისტი პატივისცემას გამოხატავს საქართველოს და ქართველების მიმართ, მაგრამ გულწრფელად ამბობს და ასაბუთებს, რომ თბილისმა მასზე ძალიან ცუდი შთაბეჭდილება დატოვა. თბილისელებმა კიდევ ბევრად მეტი ცუდი ვიცით ჩვენს ქალაქზე, რომელიც დიდი ხანია, წაგვართვეს (“ქაჯობამ გვაჯობა” – ჯანსუღ ჩარკვიანი), მაგრამ საინტერესოა უცხო თვალით დანახულიც:

უჟმური მესაზღვრეები, რომლებიც ტურისტებს ბოთლ ღვინოს ჩუქნიან, მაგრამ ისეთი სახით, თითქოს ვალად აქვთ აღებული;

აფერისტი ტაქსის მძღოლები, რომლებიც გამორჩენაზე არიან;

აფერისტი სასტუმროს მფლობელები, რომლებიც ინტერნეტში თავიანთ სასტუმროებს ფოტორეკლამას უკეთებენ, მაგრამ ფოტოზე ასახული მასალა რეალობას არ შეესაბამება;

უდონო სერვისი ასეთ სასტუმროებში;

ჭუჭყი, ტალახი და ქაოსი თბილისის ქუჩებსა და ეზოებში;

უამრავი მაწანწალა ძაღლი;

ეროვნული ნიშნით (რუსების) შეურაცხმყოფელი წარწერები ქუჩებში;

არათავაზიანობა.

კიდევ რამდენ რამეს დავამატებდით ჩვენ? იხილეთ ვიდეო .

https://ge.news-front.su/

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here