Home ახალი ამბები საქართველო თამარ კიკნაძე:  გლობალური უსაფრთხოების ფორუმზე პრემიერმა თქვა ზუსტი მიზეზი, რის გამოც უკრაინა...

თამარ კიკნაძე:  გლობალური უსაფრთხოების ფორუმზე პრემიერმა თქვა ზუსტი მიზეზი, რის გამოც უკრაინა საომარ მოქმედებაში აღმოჩნდა _  დიახ, ნატოსკენ სწრაფვამ დაღუპა უკრაინა

“ევროსტრუქტურების წარმომადგენლები საქართველოში ისე იქცევიან, რომ ქართველი საზოგადოება მათ აღარ ენდობა”

297

26 მაისიდან  ქართველი საზოგადოება საქართველოს პრეზიდენტსა და პრემიერმინისტრს შორის დაპირისპირებას ისმენს და უყურებს.

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პრემიერი და ჩვენი ქვეყნის მთავრობა პროტოკოლის დარღვევაში დაადანაშაულა _ არ მოეწონა, რომ ქართული ჯარი პირველს, მას კი არა, პრემიერს მიესალმა. ამ ფაქტს პროტოკოლოს დარღვევა უწოდა, მაგრამ არც მისი სიტყვა იყო ქართველი ხალხისადმი მიძღვნილი, 26 მაისს სალომე ზურაბიშვილი ევროპასიცავდა”… 

30 მაისს ბრატისლავაში გამართულ გლობალური უსაფრთხოების ფორუმზე პრემიერმა ღარიბაშვილმა განაცხადა, _ რუსეთი უკრაინაში იმიტომ შეიჭრა, რომ კიევს ალიანსის წევრობა უნდოდაო, რასაც ევროპარლამენტარების აღშფოთება მოჰყვა. “ლაპარაკობს მოსკოვი”, _ ასე შეაფასა პრემიერის გამოსვლა ერთერთმა ევროპარლამენტარმა. გლობალური უსაფრთხოების ფორუმზე ირაკლი ღარიბაშვილის მიმართ კრიტიკული შეკითხვებიც დაისვა, მათ შორის უკრაინის ომის დაწყების შემდეგ რუსეთსაქართველოს ურთიერთობასა და ავიამიმოსვლის აღდგენაზე. პრემიერმინისტრმა ევროპელ პარტნიორებს შეახსენა 2008 წლის აგვისტოს ომი და ჰკითხა _ რატომ არ დაუწესეს იმხანად რუსეთს სანქციები?

მოსკოვთან სავაჭროეკონომიკური ურთიერთობების გაგრძელებაზე დასმული შეკითხვის პასუხად კი დაინტერესდა, რატომ არ წყვეტს სავაჭრო კონტაქტებს რუსეთთან ამერიკა და ევროკავშირი.

31 მაისს საქართველოს პრეზიდენტი ბრიუსელში  სიტყვით გამოვიდა. „აფხაზეთი არ იყიდება, რუსეთს არ დავუჩოქებთ, ჩვენ მხარში ვუდგავართ უკრაინასევროკავშირი არის საშუალება საქართველოს მოსახლეობისთვის, რომ მისი კეთილდღეობა გაიზარდოს. ნებისმიერი სექტორი საქართველოს ეკონომიკის და ევროკავშირის ბაზარი არის საკმაოდ მნიშვნელოვანი საქართველოს ეკონომიკისთვის და, როცა მე მესმის, რომ რუსეთს მადლობა უნდა გადავუხადოთ ეკონომიკის რაღაც სექტორის განვითარებისთვის, ეს არამხოლოდ ამორალური, არამედ აბსოლუტურად არასწორია”, _ განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მიმდინარე პროცესებზე პოლიტოლოგი, პროფესორი თამარ კიკნაძე გვესაუბრება:

_ ბრატისლავაში, გლობალური უსაფრთხოების ფორუმზე პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი გულწრფელი იყო და მან სიმართლე ილაპარაკა, თქვა ზუსტი მიზეზი, რომლის გამოც უკრაინა საომარ მოქმედებაში აღმოჩნდა _ დიახ, ნატოსკენ სწრაფვამ დაღუპა უკრაინა.

როდესაც საქართველოს კონსტიტუციაში ჩაიწერა, რომ საქართველო ევროსტუქტურებისკენ ისწრაფვის, რომ ნატოსა და ევრიკავშირში გაწევრებაა  ჩვენი ქვეყნის მიზანი, არ მომეწონა, არ მომწონს დღესაც. პოლიტიკაში არ არსებობენ მუდმივი მტრები და მუდმივი მეგობრები, არსებობს მუდმივი ინტერესები. დღევანდელი მსოფლიო სხვანაირია, პროცესები ძალიან სწრაფად მიმდინარეობს და ვითარება იცვლება, ამიტომ კონსტიტუციაში მსგავსი რამის ჩაწერა, რაც ჩვენ გვიწერია, არ შეიძლება, არ არის სწორი, რადგან დღეს ერთი მოცემულობაა, ხვალ _ მეორე…

საქართველო დასავლეთს არ უნდა აჰყვეს თამაშში, რადგან ეს თამაში ჩვენი ქვეყნისთვის ცუდად დასრულდება. დასავლეთი ჩვენგან ითხოვს, რომ რუსეთთან ფრენები არ აღვადგინოთ, დავუწესოთ სანქციები, ეს კი საქართველოსთვის თვითმკვლელობაა. პრემიერი სწორ პოლიტიკას აწარმოებს.

_ კონსტიტუციაში ჩანაწერი ამ ხელისუფლების დროს გაჩნდა

_ დიახ, ამ ხელისუფლების დროს გაჩნდა, მაგრამ იმხანად ვითარება ისეთი იყო, ალბათ, უნდა ჩაწერილიყო, მაგრამ, რადგან ასე წერია, ჩვენ ხომ უკრაინის ბედს ამის გამო ვერ გავიზიარებთ?! კონსტიტუცია დოკუმენტია და მასში ცვლილებების შეტანა შესაძლებელია ვითარებიდან გამომდინარე.

_ ღარიბაშვილი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებს, მაგრამ რას აკეთებს საქართველოს პრეზიდენტი? ქართველი საზოგადოების ყურადღება 31 მაისს ბრიუსელისკენ იყო მიპყრობილი, ზურაბიშვილის გამოსვლას ელოდა ყველაროგორ შეაფასებთ მის გამოსვლას?

_ სიმართლე გითხრათ, ჩემთვის პრემიერის სიტყვა უფრო მნიშვნელოვანია, რადგან პრეზიდენტს შეზღუდული უფლებები აქვს, მას სიმბოლური დატვირთვა აქვს. პრეზიდენტმა ხელისუფლების შტოებს შორის სიტუაცია უნდა დააბალანსოს. მისი მოვალეობა არის ეს, ის სტაბილური პოლიტიკური სისტემის გარანტია, მაგრამ ჩვენ შემთხვევაში პირიქითაა _ სალომე ზურაბიშვილი  კონფლიქტს აღრმავებს. სწორედ ამიტომ ჩემთვის პრემიერის პოზიცია უფრო მისაღებია, ვიდრე პრეზიდენტის.

_ ზურაბიშვილმა თავის გამოსვლაში განაცხადა: “როცა მე მესმის, რომ რუსეთს მადლობა უნდა გადავუხადოთ ეკონომიკის რაღაც სექტორის განვითარებისთვის, ეს არამხოლოდ ამორალური, არამედ აბსოლუტურად არასწორია”.

_ მთავრობამ პრემიერის ხელმძღვანელობით დაიწყო ეროვნული ინტერესების განხორციელება, მოქმედებენ ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე. ხშირად ვადანაშაულებთ “ქართულ ოცნებას” იმისთვის, რომ სალომე ზურაბიშვილი აირჩიეს პრეზიდენტად, მაგრამ ჩვენ ხომ არ ვიცით, ამ პროცესებს რა უძღოდა წინ, შესაძლოა, ის კონსენსუსური ფიგურა იყო.

ჩვენ მომსწრენი ვართ საქართველოს სუვერენიტეტის შელახვის, მაგრამ, საბედნიეროდ, პრემიერმა ღარიბაშვილმა დაიწყო ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის დაცვა. საქართველოს ხელისუფლებას გარკვეულ პირობებს ყოველთვის  უყენებდნენ დასავლეთიდან და ამაზე დღეს ბევრს საუბრობენ… ასე რომ, სალომე ზურაბიშვილის გაპრეზიდენტების ზუსტი ისტორია არ ვიცით…

_ ზოგიერთი ანალიტიკოსი ბრატისლავაში ღარიბაშვილის გამოსვლის შემდეგ ამბობს, რომ რუსეთისთვის ბევრი დათმობა არ შეიძლება, რადგან რუსეთს ვერ ვენდობით, შესაძლოა, პროვოკაციაში ჩაგვითრიოს

_ ანალიტიკოსებს ვკითხავ: პოლიტიკაში ვინმეს ნდობა შეიძლება? საქართველომ უნდა იმოქმედოს ძალიან ფრთხილად, ჰქონდეს ყველანაირი ინფორმაცია, რათა არავის მისცეს უფლება, ჩვენი ქვეყანა პროვოკაციაში ჩაითრიოს. საინტერესოა, რას ფიქრობენ, როდესაც ამბობენ, “პროვოკაციაში ჩაგვითრევს რუსეთი”? რა ვქნათ, ჩვენი თავი ჩვენვე ჩავითრიოთ პროვოკაციაში? ომი გამოვაცხადოთ, უკრაინას მხარი დავუჭიროთ და ფრონტის ხაზი გავხსნათ?

ძალიან მოზომილი ლავირების პოლიტიკა აქვს საქართველოს განსახორციელებელი. საქართველო არის ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყანა როგორც რუსეთისთვის, ისე დასავლეთისთვის, ამიტომ მას შეუძლია, ძალიან კვალიფიციურად ივაჭროს. ამ ვითარებაში, რომელიც მსოფლიოშია, უნდა მოვიქცეთ ჭკვიანურად და სარგებელი ვნახოთ.

_ პრეზიდენტი ევროსტრუქტურებისკენ გვექაჩება, პრემიერი ნატოში გაწევრებას და ომის საფრთხეს ერთმანეთს უკავშირებს. პრემიერის განცხადების შემდეგ, ფაქტია, რომ ცვლილება უნდა მოხდეს კონსტიტუციაში და ჩვენ ნატოზე უარი უნდა ვთქვათ, მაგრამ საით უნდა წავიდეთ, ვისი ქოლგის ქვეშ უნდა ვიყოთ?

_ საქართველოს რამდენჯერაც უნდა ჰქონდეს გაცხადებული პროევროპული კურსის შესახებ, შედეგი ერთი და იგივეა _ ჩვენ არ გვიღებენ ევროსტრუქტურებში. მსოფლიო წესრიგის ფორმირების პროცესი მიმდინარეობს. სამწუხაროდ, საქართველო არ არის ის ქვეყანა, რომელიც წესრიგს აყალიბებს, ჩვენ ყოველთვის ობიექტები ვიყავით და არა სუბიექტები. ამ ვითარებიდან გამომდინარე, პროცესებზე დაკვირვების საფუძველზე უნდა გავაკეთოთ არჩევანი: საით სჯობს წასვლა ჩვენი ქვეყნისთვის.

საქართველო უნდა ელაპარაკოს ვეროპას, შეინარჩუნოს ურთიერთობები, განაცხადოს თავისი ინტერესების შესახებ. დრო გვიჩვენებს, რა იქნება ჩვენთვის ოპტიმალური. რუსეთს არ აქვს მძაფრი რეაქცია ევროკავშირში გაწევრებაზე, მას არ სურს, გვიხილოს ნატოში. საინტერესო პრცესები მიმდინარეობს ევრაზიულ კავშირში, ბრიჩსში. ასე რომ, როგორი არქიტექტურაც შეიქმნება, საქართველოც ისე იმოქმედებს.

საქართველოს პრეზიდენტი საფრანგეთის მოქალაქეცაა. მას შეუძლია თქვას, რომ ევროპულ გზას ალტერნატივა არ აქვს, მაგრამ ეს ასე არ არის ქართველებისთვის, საქართველოს ევროსტრუქტურებში არ იღებენ.

ძალიან ცუდი ფაქტი იყო 27 ქვეყნის ელჩის დემარში. სულ ვამბობ, რომ საერთაშორისო სამართლის ნორმები აღარ მოქმედებს პოლიტიკაში. ელჩს უფლება არ აქვს, სხვა ქვეყნის საქმეში ჩარევის. ეს ვენის კონვენციით არის გაწერილი, მაგრამ დღეს ყველაფერი შეცვლილია, რთული ვითარებაა. ევროსტრუქტურების წარმომადგენლები საქართველოში ისე იქცევიან, რომ ქართველი საზოგადოება მათ აღარ ენდობა.

საქართველოში შეეცდებიან, არეულობის მოწყობას. მინდა მჯეროდეს, რომ ხელისუფლება ინფორმაციას ფლობს და თავიდან აირიდებს დესტრუქციულ მოქმედებებს. ახლა არეულობის დრო არ არის, მშვიდად უნდა გადავიტანოთ მსოფლიოში მიმდინარე პროცესები. თუ მშვიდად გავივლით ამ პროცესს, საქართველოს დიდი პერსპექტივა და წინსვლა ელოდება.

ესაუბრა ეკა ნასყიდაშვილი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here