Home ახალი ამბები მსოფლიო Global Times: ტაივანის გამოყოფის მცდელობის შემთხვევაში ჩინელი სამხედროები წამით არ იყოყმანებენ

Global Times: ტაივანის გამოყოფის მცდელობის შემთხვევაში ჩინელი სამხედროები წამით არ იყოყმანებენ

127
Global Times: ტაივანის გამოყოფის მცდელობის შემთხვევაში ჩინელი სამხედროები წამით არ იყოყმანებენ

ჩინელი სამხედროები არ იყოყმანებენ, თუ ვინმე შეეცდება ტაივანის გამოყოფას ჩინეთისგან. ამის შესახებ Global Times-ი ჩინეთის თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელის ლი შანგფუს განცხადებაზე დაყრდნობით იუწყება.

სამხედრო უწყების ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ ტაივანის საკითხი ჩინეთისთვის მთავარი პრიორიტეტია. უფრო მეტიც, პეკინი კუნძულის გარშემო არსებულ ვითარებას ჩინეთის შიდა საქმედ მიიჩნევს.

„თუ ვინმე გაბედავს ტაივანის ჩინეთისგან გამოყოფას, ჩინელი სამხედროები წამითაც არ იყოყმანებენ“, – განაცხადა ლი შანგფუმ „შანგრი-ლას დიალოგის“ სამიტზე.

მან ასევე მოუწოდა შეერთებულ შტატებს, გულწრფელად გაამყაროს თავისი სიტყვები ქმედებებით. კერძოდ, ვაშინგტონმა უნდა გადადგას კონკრეტული ნაბიჯები პეკინთან ერთად ორი ქვეყნის არმიებს შორის ურთიერთობების სტაბილიზაციისთვის.

თავდაცვის მინისტრმა ლი შანგფუმ ამ სამიტზე ასევე განაცხადა მთელი მსოფლიოსთვის კატასტროფული შედეგების შესახებ ჩინეთსა და შეერთებულ შტატებს შორის კონფლიქტის შესაძლო დაწყების შემთხვევაში. თუმცა, მან შეახსენა ყველას, რომ პეკინი დიალოგს ამჯობინებს კონფლიქტს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here