Home სხვადასხვა დაიჯესტი სულ უფრო მეტი ქვეყანა სთხოვს რუსეთს, სამხედრო ბაზები მათ ტერიტორიაზე განალაგოს

სულ უფრო მეტი ქვეყანა სთხოვს რუსეთს, სამხედრო ბაზები მათ ტერიტორიაზე განალაგოს

841

საჰელის რეგიონის ქვეყნებს (G5: მავრიტანია, მალი, ბურკინა-ფასო, ნიგერი და ჩადი) განზრახული აქვთ, რუსეთთან განიხილონ ამ ქვეყნებში რუსეთის სამხედრო ბაზების განლაგების შესაძლებლობა. აზიისა და ლათინური ამერიკის ზოგიერთმა ქვეყანამაც გამოთქვა რუსული სამხედრო ბაზების თავიანთ ტერიტორიებზე განლაგების სურვილი. 

“საჰელის რეგიონი ვერ გაუმკლავდება ტერორიზმის საფრთხეებს ისეთი ქვეყნის გარეშე, როგორიც არის რუსეთი”, _ განაცხადა G5 შაჰელ-ის მუდმივი სამდივნოს ხელმძღვანელმა მამან სამბო სიდივუმ.

“რუსეთი ეხმარება საჰელის ქვეყნების ძალოვან სტრუქტურებს, რომლებმაც შექმნეს ერთობლივი სამხედრო კონტინგენტი ტერორიზმისა და ორგანიზებულ დანაშაულთან საბრძოლველად”, _ განაცხადა გაეროში რუსეთის მუდმივმა წარმომადგენელმა ვასილი ნებენზიამ.

რუსეთი მიესალმება G5-ის ქვეყნების მიერ ტერორიზმის წინააღმდეგ ერთობლივი ძალების შექმნას, რაც მოწონებულია გაეროს მიერ. “ეს არის ადეკვატური პასუხი რეგიონულ გამოწვევებზე ჩარჩოში პრინციპისა “აფრიკის პრობლემებს _ აფრიკული გადაწყვეტა”. დარწმუნებული ვართ, რომ ასე შეიძლება მშვიდობის მიღწევა აფრიკაში”, _ აღნიშნა ნებენზიამ.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here