Home ახალი ამბები მსოფლიო სტივენ მილერი: ამერიკული მართლმსაჯულება მკვდარია, ტრამპი კი კუდიანებზე ნადირობის მსხვერპლია

სტივენ მილერი: ამერიკული მართლმსაჯულება მკვდარია, ტრამპი კი კუდიანებზე ნადირობის მსხვერპლია

113

მემარჯვენე პოპულიზმის მნიშვნელობით მეორე (ვინ იცის, იქნებ პირველიც) იდეოლოგმა (ტრამპიზმის) სტივენ მილერმა, რომელიც თეთრ სახლში ტრამპთან მრჩევლად მუშაობდა, კონგრესში გამართული მოსმენებისასშოკისმომგვრელი მხილებებისფონზე განაცხადა, რომაშშში ყველასთვის თანაბარი მართლმსაჯულება მკვდარია”.

შემდეგ კი დასძინა: “ის, რაც გვაქვს, არის მესამე სამყაროს მართლმსაჯულება. ტრამპი, უკვე მეექვსე წელია, მსხვერპლია უმოწყალოდ გაყალბებული გამოძიებისა, კუდიანებზე ნადირობისა და დევნისა, იუსტიციის სამინისტროს, გფბ-ის, დემოკრატების, ნიუ-იორკის შტატის შეტევების მსხვერპლი. და ამას ბოლო არ უჩანს. ეს გრძელდება. გრძელდება და გრძელდება იმ დროს, როცა ჩვენს ქალაქებში ხდება მკვლელობები, სადაც ბანდის წევრები ცივსისხლიანად კლავენ დღისით, მზისით, მაგრამ ვისზე სურთ მათ ნადირობა? _ დონალდ ტრამპზე.

და რატომ? ის ცვლილებების უდიდესი აგენტია, რომელსაც ოდესმე ეკავა ოვალური კაბინეტი. მან ჩვენ დაგვიბრუნა სამუშაო ადგილები, ჩვენი საზღვრები, უსაფრთხოება, ენერგია, არმია, ღირსება, სიამაყე. და ამას ისინი არასოდეს მიუტევებენ”.

ეს განაცხადა მილერმა ტელეარხ FoxNews-ის ეთერში, შონ ჰენეტის გადაცემაში. მისი განცხადება შემდეგ ქსელურმა გამოცემა Breitbart-მა დაბეჭდა.

გიორგი გაჩეჩილაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here