აშშ-ში ტანვარჯიშის ეროვნული ნაკრების ყოფილ ექიმს, ლარი ნასარს სპორტსმენების სექსუალური ძალადობისთვის 175-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. სასამართლომ 156 მსხვერპლის ჩვენება მოისმინა.
ამის შესახებ, ინფორმაციას “ბი-ბი-სი” ავრცელებს.
ნასარმა დანაშაული ათი ტანმოვარჯიშის მიმართ აღიარა, მათ შორის, ოლიმპიური თამაშების მონაწილეებიც არიან.
განაჩენის გამოცხადებამდე სასამართლო შვიდი დღის განმავლობაში მსხვერპლი ქალების ჩვენებებს ისმენდა.