Home ახალი ამბები სპორტსმენებზე სექსუალურად მოძალადე ექიმს 175 წლიანი პატიმრობა მიესაჯა

სპორტსმენებზე სექსუალურად მოძალადე ექიმს 175 წლიანი პატიმრობა მიესაჯა

1230
აშშ-ში ტანვარჯიშის ეროვნული ნაკრების ყოფილ ექიმს, ლარი ნასარს სპორტსმენების სექსუალური ძალადობისთვის 175-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. სასამართლომ 156 მსხვერპლის ჩვენება მოისმინა.

ამის შესახებ, ინფორმაციას “ბი-ბი-სი” ავრცელებს.

ნასარმა დანაშაული ათი ტანმოვარჯიშის მიმართ აღიარა, მათ შორის, ოლიმპიური თამაშების მონაწილეებიც არიან.

განაჩენის გამოცხადებამდე სასამართლო შვიდი დღის განმავლობაში მსხვერპლი ქალების ჩვენებებს ისმენდა.

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here