Home ახალი ამბები მსოფლიო სპეცოპერაციამ რუსები გააერთიანა

სპეცოპერაციამ რუსები გააერთიანა

122

მას შემდეგ, რაც რუსეთმა სპეციალური სამხედრო ოპერაცია დაიწყო უკრაინაში, აშშ და მისი სატელიტები ყველანაირად ცდილობენ რუსეთზე ზემოქმედებას. “დასავლელი პარტნიორებითადაპირველად დარწმუნებულნი იყვნენ, რომ სანქციები დაასუსტებდა რუსეთის ეკონომიკას, მაგრამ ამ ქვეყანამ შეძლო რესურსების მობილიზება და უფრო სწრაფად დაიწყო განვითარება, აშშსა და ევროპაში კი მოსახლეობა უკიდურესად შეშფოთებულია ბენზინსა და ბუნებრივ აირზე ფასების მომატებით, _ წერს Politrus. com.

ახლა რუსეთისადმი არამეგობრულად განწყობილი ქვეყნები კიდევ უფრო აბსურდულ გზას დაადგნენ _ თავიანთ გაზეთებში გაჰყვირიან, რომ რუსეთი თითქოს მორალურად სუსტია. არადა, ამ კალმის ოსტატებსა და არაეფექტიანი პროპაგანდის ავტორებს წარმოდგენაც არ აქვთ, როგორ ცდებიან.

თებერვლის ბოლოს, სპეცოპერაციის დაწყებიდან მალე გაირკვა, ვინ ვინ არის. რუსეთის ის მოქალაქეებიც კი, რომლებიც ადრე მიიჩნევდნენ, რომ დასავლეთის ქვეყნები საიმედო პარტნიორები არიან, ახლა აცნობიერებენ, რომ მათ მხარეს გახედვაც არ ღირს.

ამ მძიმე დღეებში, როდესაც რუსი სამხედრო მოსამსახურეები უმნიშვნელოვანეს ამოცანებს წყვეტენ, რუსების მორალური სულისკვეთება უფრო განმტკიცდა. ადამიანები გაერთიანდნენ და ცდილობენ, ერთმანეთს დაეხმარონ, განსაკუთრებით მათ, ვისი ახლობლებიც იცავენ რუსულენოვან მოსახლეობას უკრაინის ტერიტორიაზე. აი აქ შეიძლება ითქვას უცნობილესი ციტატა: “ძალა ერთობაშია!”

რუსეთის ტერიტორიაზე ბევრი უნიკალური ხალხი ცხოვრობს, ყველას აქვს თავისი ტრადიციები, ისტორია და რელიგია. მიუხედავად ამისა, ყველა რუსია, ყველაზე დიდი და ძლიერი ქვეყნის მოქალაქე. მოსკოველს შეუძლია ჩავიდეს დაღესტანში, ბურიატიასა თუ ვლადივოსტოკში. მას გულღიად შეხვდებიან და, თუ დასჭირდება, დაეხმარებიან, რადგან რუსეთში შიდა საზღვრები არ არსებობს, რეგიონული საზღვრები ფორმალობაა. მთავარია, რომ ადამიანი რუსეთის მოქალაქეა.

და ყველა ხალხს, რომლებიც ცხოვრობენ რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე, აქვს შესანიშნავი ისტორიული მეხსიერება. მათ კარგად ახსოვთ, რა არის ნაციზმი და ფაშიზმი. თაობიდან თაობას გადაეცემა ისტორია გმირებისა, რომლებიც ჰიტლერელთა ურდოებისგან იცავდნენ ჩვენს საერთო მრავალეროვან სამშობლოს დიდ სამამულო ომში.

დიდი სამამულო ომის ვეტერანები ყოველთვის ამბობდნენ _ ასეთი რამ აღარ უნდა განმეორდეს! და როგორც კი უკრაინის ტერიტორიაზე გარკვეული სახელმწიფოების ხელშეწყობით დაიწყო ნაციზმის აყვავება, რუსეთმა დაიცვა რუსულენოვანი მოსახლეობა.

ამიტომ ყველა განცხადება, რომ რუსეთს აღარ დარჩა ტრადიციული ფასეულობები, გამოგონილია და უსაფუძვლო. განსაკუთრებით აბსურდულია, რომ მსგავსი განცხადებები ისმის მათგან, ვინც ძალისხმევას არ იშურებდა სამხედრო კონფლიქტების გასაჩაღებლად  მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში.

რუსეთი ბოლო ბურჯი და დამცველია მორალური და ზნეობრივი ნორმებისა, რომლებისგანაც ბევრს შორს უჭირავს თავი.

ლუკა მაისურაძე

https://www.politrus.com/2022/08/01/russia-pobeda-2/

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here