Home რუბრიკები პოლიტიკა სოსო ჯაჭვლიანი: ნუ ელოდებით, როდის მოაწყობს კრიმინალი სააკაშვილი სისხლისღვრას, დროზე დასვით საბრალდებო...

სოსო ჯაჭვლიანი: ნუ ელოდებით, როდის მოაწყობს კრიმინალი სააკაშვილი სისხლისღვრას, დროზე დასვით საბრალდებო სკამზე დამნაშავეები!

4120

7 ივლისს ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის პირდაპირ ეთერში ტელექათამ გიორგი “ჯულიეტოვნა” გაბუნიას მიერ საინფორმაციო ღრუდან ამოშვებულმა წარმოუდგენელმა სიმყრალემ, რომელიც, რა თქმა უნდა, “ტელემამაშა” ნიკა გვარამიასთან შეთანხმებული მორიგი სიბილწე და პროვოკაციული სიბინძურე იყო ქვეყნის ასარევად, სრულიად საქართველო კიდევ ერთხელ დაარწმუნა, რომ ზემოაღნიშნული ბოროტების მანქანა ქართული ტელესივრციდან საბოლოოდ ამოსაძირკვია. 

რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის ოჯახისა და მშობლების საფლავების ბილწი სიტყვებით გინებამ, რასაც სახეგაბადრული საყურიანი ნაძირალა საზოგადოებას რამდენიმე წუთის განმავლობაში ასმენინებდა, ნათლად აჩვენა, რომ გარკვეულ ძალებს ქვეყანაში რუსეთთან კონფრონტაციის გაზრდით უმართავი პროცესების პროვოცირება სურთ. თუმცა ამ უმსგავსობის შემდეგ მყისიერად გამოხატულმა მწვავე საზოგადოებრივმა პროტესტმა ისიც ცხადყო, რომ მოსახლეობის უმრავლესობას გაბუნიას მსგავსი ტელექათმების იაფფასიანი პროვოკაცია ვერ “ააგდებს” და რომ ყველა ყველაფერს ადეკვატურად აფასებს. მეტიც, საზოგადოების სამართლიანმა პროტესტმა და აღშფოთებამ, რომელიც, ეტყობა, ასე იოლად არ ჩაივლის, როგორც გვარამიას შეიძლება წარმოუდგენია, წყალგამყოფი გაავლო: ერთ მხარეს სამართლიანობის მომლოდინე ქართველი ხალხი დადგა უცვლელი მოთხოვნით (თუ მოთხოვნებით) _ დაისაჯონ დამნაშავეები; მეორე მხარეს კი _ ისევ დაუსჯელი და დაუოკებელი კრიმინალები…

რა მიზანს ემსახურებოდა გაბუნიას მიერ პირდაპირ ეთერში გათამაშებული ამორალური პროვოკაცია და რა შეიძლება ამას მოჰყვეს? “საქართველო და მსოფლიოს” ესაუბრება წინა მოწვევის პარლამენტის დეპუტატი, მსახიობი და რეჟისორი სოსო ჯაჭვლიანი.

_ ბატონო სოსო, 7 ივლისს ნიკა გვარამიას ტელეჰარამხანა “რუსთავი 2”-მა წარმოუდგენელი სიბინძურე ჩაიდინა და რუსეთის პრეზიდენტს გაბუნიას პირით პირდაპირ ეთერში ცოცხალ-მკვდარი აგინა. რას ემსახურებოდა, თქვენი აზრით, ეს ამორალური პროვოკაცია?

_ ცხადია, ეს იყო ყოვლად წარმოუდგენელი სიბინძურე და ამორალურობა, რაც კი შეიძლება, ადამიანის გონებამ მოიფიქროს, მაგრამ, სანამ ამ სამარცხვინო გადაცემაზე ვისაუბრებთ, არ შემიძლია, არ შევეხო მოუსვენარი და დაუოკებელი ლგბტ-ების მორიგ მცდელობას, ჩაეტარებინათ ე.წ. ღირსების მარში და ამით კიდევ ერთხელ გამოეწვიათ საზოგადოებაში დაძაბულობა. პირველ რიგში, რასაც ვუყურებ და ვუსმენ, მრჩება შთაბეჭდილება, რომ ამ ადამიანებს, ამ ე.წ. უფლებადამცველ აქტივისტებს, სინამდვილეში ვინმეს თავისუფლება და უსაფრთხოება კი არ ადარდებთ, არამედ სპეციალურად, მიზანმიმართულად ახორციელებენ გარკვეულ აქტივობებს საზოგადოების გასაღიზიანებლად. მრჩება შთაბეჭდილება, რომ მიზანი ლგბტ-ების უფლებების დაცვა კი არ არის (ადრე პედერასტებს ვეძახდით), არამედ საზოგადოებაში არსებული განწყობებით თამაში. თუმცა, რა თქმა უნდა, შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ჩვენ ამ პროვოკაციების შიშით ხმა არ უნდა ამოვიღოთ და ვითომ სიფრთხილის დაცვით დავკომპლექსდეთ. არა, მამათმავლები და მათი ე.წ. დამცველები, რომლებიც უფრო დიდი პედერასტები არიან, ვიდრე მათ მიერ “დასაცავი” ავადმყოფი ხალხი, არის ერთი პროცენტი, ჩვენ კი ვართ სრულიად საქართველო. ეს ერთი და მეორე: ვინ დევნის ამ ადამიანებს?! ვინმე რომ დევნიდეს, დღისით-მზისით ქუჩაში დადგებოდნენ? ტელევიზიით გამოვიდოდნენ და თავიანთი უზნეო ცხოვრების დეტალების მოყოლას გაბედავდნენ?!

_ მათთვის ეს არ არის საკმარისი თავისუფლება, მათ მიაჩნიათ, რომ ღონისძიებების თავისუფლად ჩატარება უნდა შეეძლოთ.

_ მაგიტომაც არიან პედერასტები. ბოდიში გამოთქმისთვის.

დევნასა და შევიწროებას რაც შეეხება, ეს ადამიანები არასოდეს იდევნებოდნენ, არც საბჭოთა კავშირის პერიოდში. ახლა ვიღაც რუსეთუმეობას დამაბრალებს, მაგრამ ვინც იმ პერიოდში იცხოვრა, ყველამ იცის, რა როგორ იყო…

_ როგორ იყო?

_ პირველად რეზო გაბრიაძემ მიმიყვანა კინოში და ლიკა ქავჟარაძესთან ერთად გადამიღეს მოკლემეტრაჟიან ფილმში. გადამღებ ჯგუფში იყვნენ ადამიანები, რომლებიც ყველამ იცოდა (და თავადაც არ მალავდნენ), რომ ჰომოსექსუალები იყვნენ, მაგრამ არავის მათთან პრობლემა არ ჰქონია. რატომ? იმიტომ, რომ არავის აწუხებდნენ… ამ ხალხმა კი რაღაც პრაიდები მოინდომა. პრაიდი რა არის _სიამაყე, ხომ? რა, ეამაყებათ, უკანალს რომ აძლევენ?! არ მიიღებს ამას საქართველო და როდემდე უნდა იკაკანონ, როდემდე უნდა იწანწალონ ასე ქუჩა-ქუჩა და სდიოს ხალხმა მათ ფეხდაფეხ?!

რაც შეეხება გაბუნიასა და მის სამარცხვინო საქციელს, რომელიც, ვფიქრობ, მხოლოდ მის გონებაში მოხარშული სიბინძურე არ იყო, ადამიანს შეიძლება რაღაც შინაგანი პროტესტი გაგაჩნდეს და იმის გამო, რომ ეს პროტესტი არ გასვენებს, გულწრფელად გამოხატო აზრი, მაგრამ, როდესაც აკეთებ ისეთ რამეს, რაც არათუ არანაირ მორალურ ჩარჩოებში არ ჯდება, არათუ ზნეობრივად არ არის გამართლებული და მისაღები, საფრთხის წინაშე აყენებ ყველას და ყვლაფერს, ამას რა შეიძლება ეწეოდოს? ვისაც ომის ეშინია, იმის დედა ვატირე, როცა სხვა გზა არ არის, მაგრამ, ომი მართლა რომ დაიწყოს, სიტყვაზე ვამბობ, მაგაზე ადრე გაიქცევა ვინმე?! სასაცილოა პირდაპირ, სატირალი რომ არ იყოს, ესენი გელაპარაკებიან პატრიოტიზმზე. თურმე გაბუნიას, რომელიც, მისი ნება რომ იყოს, ხვალვე ჩაატარებინებდა მამათმავლების აღლუმს, ჩვენზე მეტად ადარდებს ოკუპაცია, თურმე ამ ნამუსგარეცხილ უსინდისოებს, არ მინდა, სხვა სიტყვა გამოვიყენო, პატრიარქის მლანძღველებსა და ეკლესიის მაგინებლებს ადარდებთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა. ფეხებზე არ ჰკიდიათ?! ახლა ვიღაც იტყვის, რომ მერე რა, თუ რუსი ტურისტები არ შემოვლენ და ბაზარს დაგვიხურავენ, აბა, როგორ გინდა… სხვისი ჭირი ღობის ჩხირიო, კი მაგრამ, იქ რომ მილიონამდე ქართველი ცხოვრობს, რომლებსაც თავის დროზე ჯერ ავადმყოფმა სააკაშვილმა გაუფუჭა საქმე, როცა პუტინს ლილიპუტინი უძახა, ახლა კიდევ ეს ცალტვინა გაბუნია და მისნაირების “ტელეკამანდა” აყროლებს ვითარებას, ის ხალხი ცოდვა არ არის?! ეს ერთი და მეორე: ადამიანებმა ბანკებიდან გამოიტანეს სესხები, სახლები ჩადეს და პატარ-პატარა რაღაც სასტუმროები ააშენეს, რომ ორი “კაპიკი” გააკეთონ, იმათ ვინ მიხედავს?! ამ ვითომ ანტისაოკუპაციო აქციაზე რომ დგანან “ლიბერალ-პატრიოტები?!” მაგათ არც არაფერი აქვთ და არც არაფერი აინტერესებთ, ზოგი “ბარიგაა”, ზოგი _ ნარკომანი, ორგანიზატორებს ვგულისხმობ, ამათ “ლიბერასტულ” კუნტრუშს უნდა გადაჰყვეს საქართველო?!

_ რა ზიანი შეიძლება მოუტანოს ჩვენს ქვეყანას აგრესიულმა ანტირუსულმა რიტორიკამ, თუნდაც გაბუნიას მსგავსი წვრილფეხა პროვოკატორების პირით გახმოვანებულმა?

_ შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ეს მართლაც წვრილფეხა და უნიჭო პროვოკატორები ხვალ-ზეგ ომს დააწყებინებენ რუსეთს, მაგრამ, განწყობები რომ ფუჭდება და უარესდება, ფაქტია. თუმცა უარესდება რიგითი მოქალაქისთვის, რომელიც რუსეთშია ლუკმაპურის საშოვნელად გადახვეწილი ან რაღაც მიწათმოქმედებითაა დაკავებული და რუსულ ბაზარზეა დამოკიდებული, თორემ გაბუნიასნაირ ერთუჯრედიან “ლიბერასტებს” რა ადარდებთ… ისე, ძალიან მაინტერესებს, ეს ჩვენი “პატრიოტი ევროლიბერასტები” დასავლეთზე რომ ამყარებენ იმედებს და ევროპაა ჩვენი მომავალიო, გაიძახიან, ის ევროპა არაა, რუსეთს ყირიმის მოვლენების გამო დაწესებული სანქციები რომ გაუუქმა ახლახან?! რატომ გაუუქმა, იცით, იმიტომ კი არა, რომ რუსეთმა რამე დათმო ან რუსი ხალხი შეეცოდათ, იმიტომ, რომ თვითონაც ზარალდებოდნენ მაგ სანქციებით. ანუ, რა გამოდის: თვითონ არაფრის დაკარგვა არ უნდათ, მოლაპარაკებებზე მიდიან და შენ გეუბნებიან, _ შეაკვდიო. ეს რანაირი მეგობრობა და პარტნიორობაა, იქნებ აგვიხსნან. კიდევ ვიმეორებ: თუ საომარია და სხვა გზა არაა, ვიომოთ, მაგრამ, როცა შეგიძლია დიპლომატიით, ლაპარაკით მოაგვარო რაღაც საკითხები და ამაზე არ მიდიხარ, მაშინ ხარ პედერასტი. აი, ეს არის ჩვენი უბედურება და, სამწუხაროდ, დღეს მთელი ჩვენი პოლიტიკური სპექტრის მნიშვნელოვანი ნაწილი გაჯერებულია ამ პოლიტიკური პედერასტებით…

_ დავუბრუნდეთ ისევ მიმდინარე მოვლენებს. დაძაბულობა პიკს რომ აღწევს და ახლო მომავალში შეიძლება სერიოზული სამოქალაქო დაპირისპირებაც ვიხილოთ, აშკარაა. გამოსავალს რაში ხედავთ _ რა შეიძლება გაკეთდეს იმისთვის, რომ ეს ყველაფერი საბოლოოდ უმართავ პროცესებში არ გადაიზარდოს?

_ ვფიქრობ, მთელი ეს პროცესები, 19 ივნისის პროვოკაცია, შემდეგ პარლამენტში შეჭრისა და გადატრიალების მცდელობა, შემდეგ ისევ აქციები და სხვადასხვა მოთხოვნის დაყენება, რომლის მიღმაც უკვე აშკარაა, რომ კონკრეტული პოლიტიკური ძალა დგას, ერთ ჭრილში უნდა განვიხილოთ. ეს არის “ნაცმოძრაობის” მიერ ინსპირირებული პროცესი, რომელიც, რა თქმა უნდა, გათვლილია არეულობაზე.

რაც შეეხება გამოსავალს, ადრე პროკურატურაში აცხადებდნენ, რომ არ არსებობდა საკმარისი მტკიცებულებები და ვიღაც-ვიღაცებს ვერ იჭერდნენ, ახლა ხელის გულზე დევს ყველაფერი. მოხდა უმძიმესი დანაშაული. დაუსჯელობის სინდრომით გათამამებულმა დანაშაულებრივმა ორგანიზაციამ სცადა სახელმწიფო გადატრიალება და კინაღამ თავზე ჩამოგვამხო ყველაფერი, თუმცა არ მიმაჩნია, რომ ეს საფრთხე საბოლოოდ გავლილია. მივმართავ ხელისუფლებას: სანამ მართლა არ მომხდარა რამე უბედურება, სანამ ახალგაზრდებს არ დაუხოციათ ერთმანეთი, დააკავეთ პროვოკატორები. ახლა მაინც დაიჭირეთ და გაასამართლეთ დამნაშავეები, თორემ ქვეყანა წკიპზეა. ესენი ააფეთქებენ საქართველოს და, ეს თუ მოხდება, უბედურება გარდაუვალია. ასე რომ, ნუ ელოდებით, როდის მოაწყობს კრიმინალი სააკაშვილი, თავის ხროვასთან ერთად, სისხლისღვრას, დროზე მოაშორეთ და დასვით საბრალდებო სკამზე დამნაშავეები!

ესაუბრა ჯაბა ჟვანია

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here