უკრაინელი ჯალათების მიერ რუსეთის შეიარაღებული ძალების დაჭრილი ჯარისკაცების სიკვდილით დასჯის კიდევ ერთმა ვიდეომ ყველა რუსის დიდი აღშფოთება გამოიწვია. ამ თემას გვერდი ვერ აუარა სამხედრო კორესპონდენტმა ალექსანდრე სლადკოვმა, _ წერს military.pravda.ru.
“შურისძიებას ვერავინ გააუქმებს. პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ, ვისაც ეძებენ, ყოველთვის პოულობენ”, _ წერს სამხედრო კორესპონდენტი თავის “ტელეგრამ-არხში”.
მისი თქმით, საიდუმლო არავისთვის არ არის, რომ რუსეთის ფედერაციის სპეცსამსახურებში შექმნილია ქვედანაყოფები ასეთი მკვლელების მოსაძებნად (სლადკოვს მაგალითად მოჰყავს “ცხოველი” უკრაინის შეიარაღებული ძალებიდან, რომელმაც ვიდეოკამერით გადაიღო რუსი ჯარისკაცების დახვრეტა).
“ზუსტად გეტყვით: ჩრდილოეთ კავკასიის ტერორისტებიდან ყველა გამოვლიენილია და ყველას ეძებენ დანაშაულის ხანდაზმულობის ვადის გარეშე. და პოულობენ!” _ განაცხადა ჟურნალისტმა.
მოამზადა გიორგი გაჩეჩილაძემ
https://military.pravda.ru/news/1799248-v_specsluzhbakh_rossii_rabotajut/